„თუ ყველა წესს დავიცავთ, მესამე ტალღა არ გვექნება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის  მესამე ტალღა იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზე და მათ ქცევებზე. „მეორე ტალღის პიკი ნოემბერ-დეკემბერში გავიარეთ. თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ და რა პროგრესიც გვაქვს, მოვუფრთხილდებით, მესამე ტალღა არ გვექნება“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს. ერთ-ერთი მთავარი დაცვა ისევ პირბადის ტარებაა და ეპიდემიოლოგის თქმით, მაჩვენებელი 95%- მდე უნდა გაიზარდოს. „თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, ქვეყანა აღარ გაივლის კოშმარს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გაიარა. ორშაბათიდან ტრანსპორტი იხსნება. ველოდებით, რომ სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები, მიკრო ავტობუსები გადავსებული არ იყოს. თუ…

მეტი...

„შესაძლებელია, ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქება დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა.   „გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას“ – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს. მისივე შეფასებით, თუ საჭირო გახდა, ზომები ისევ გამკაცრდება. “ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ პირველი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები იქნებოდა. ეპიდსიტუაცია სრულად დამშვიდებული არ არის, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ თანდათანობით შემსუბუქებები…

მეტი...

35 წლის მამაკაცი, რომელმაც ფოთში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილა, დაკავებულია

შსს-მ ფოთში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და…

მეტი...

“არსებობენ ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის სააკაშვილი, ის გახლავთ კრიმინალი” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კარი კვლავ ღიაა და მიესალმება იმ პარტიების გადაწყვეტილებას, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. „არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამას მხოლოდ მივესალმები. კარი ჯერ კიდევ არის ღია იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნის დემოკატიული განვითარებისთვის. თუმცა არსებობენ ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ის გახლავთ კრიმინალი – მას კონკრეტულ საქმეებზე ედება ბრალი. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია,…

მეტი...

“მოქალაქეები პირბადის გარეშე მგზავრობას თუ შეეცდებიან, ავტობუსი არ დაიძვრება და გამოძახებული იქნება პოლიცია” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა არსებობს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება. „რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ისე, როგორ აქამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და არ გადაადგილდება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა…

მეტი...

“ევროკავშირის გეგმა კიბოს დასაძლევად საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა. „ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზად არის, შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა, კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლის ელჩი აარონ ანდერსონი საქართველოში მოიწვია,…

მეტი...

“დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მობილობის მატებამ ვირუსის შემთხვევების ზრდა არ გამოიწვიოს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამაიმედებელია. მისივე თქმით, დიდ სიფრთხელეა საჭირო, რათა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მობილობის ზრდამ ვირუსის შემთხვევების მატება არ გამოიწვიოს. გაბუნია ისევ ამახვილებს ყურადღებას წესების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ პირბადე კვლავ მთავარი დამცავი საშუალებაა, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა. „ძალიან კარგია, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი სტაბილიზაციისკენ მიდის და დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამაიმედებელია. შეზღუდვების მოხსნა დაანონსდა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მობილობის მატებასთან ერთად, ამან არ გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა. დაცვის საშუალება არის იმ…

მეტი...

გიორგი გახარია უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს და აღინიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურია. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რათა ქვეყანა მზად იყოს 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კოვაქსპლატფორმის გარდა, საქართველოს…

მეტი...

სიღნაღში შუახნის კაცი ავტომობილთან ერთად დაიწვა

უბედური შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბოდბის მიმდებარედ შუახნის კაცი ავტომობილთან ერთად დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დამწვარ ტრანსპორტთან ერთად გამვლელებმა ნახეს,რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ერთ-ერთი ვერსიით კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.  ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხი გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს. შსს – სინფორმაციით, სავარუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„ელისაშვილ-იოსელიანს ჭიკარტები ხომ არ დავუდოთ პარლამენტში სკამებზე?“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფესიბუქ პოსტით ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას ეხმაურება. „ელისაშვილ-იოსელიანს ჭიკარტები ხომ არ დავუდოთ პარლამენტში სკამებზე?“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ „მოქალაქეები” პარლამენტის მუშაობს უკვე შეუერთდნენ, დღეს კი ლევან ოსელიანი ოპოზიციის კვოტით ვიცე- სპიკერად არიჩიეს.

მეტი...

“კომისიაში ყველა ოპოზიციონერს ვეპატიჟებით, ჩაერთონ მუშაობაში და თავად დაამტკიცონ, რასაც ამბობენ” – მამუკა მდინარაძე

ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილის პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „მოქალაქეების“ არგუმენტი, რომ საარჩევნო კომისიაში წევრები არ ჰყავდათ და სხვა პარტიებმა უკეთ იციან ფაქტები, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. „საპარლამენტო ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ამ პროცესში…

მეტი...

8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება, ხოლო შაბათ-კვირას არ იმუშავებს

ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 8 თებერვლიდან თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. მისი განმარტებით, გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება. „საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ფუქნციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 9 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი,…

მეტი...

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შვიდი დღის მაჩვენებელმა ოთხ პროცენტზე დაბლა დაიწია. „აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს…

მეტი...

პარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა.  პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.

მეტი...

“ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას” – ნინო გიორგობიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ნინო გიორგობიანის შეფასებით, ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას. “ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი – შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს – სამინისტროს…

მეტი...

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე შუახნის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე შუახნის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცხედარი უკვე პროზექტურაში გადაასვენა. მომხდარზე გამოძიება სსკ 115-მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა” – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან “დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამი გახდა”. “ბულინგი იყო აქამდე, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, ბულინგზე მეტი, სანამ მას შეეძლო, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას, რადგან ფიზიკურად მოკვლის საშუალება აღარ აქვს. დაანებონ ამ გვამების ხსენებას თავი და რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, არ მინდოდა, თავად რომ არ ეთქვა და თქვენ არ მოგეყოლათ ამ სიტყვის გამოყენება…

მეტი...

“რესტორნებს, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც სარესტორნო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სუბსიდირების პროგრამაში უფრო მარტივად ჩაერთონ. მისივე თქმით, პროგრამის მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება 8 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება. მინისტრის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე. „პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს ჯგუფებისთვის, ვინც მეტად დაზარალდა პანდემიის და შეზღუდვების გამო. პირველ რიგში, დავიწყებ აქტუალური საკითხით, რაც შეეხება რესტორნების ბიზნესს და კვების ინდუსტრიას, რომლებიც 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში შეძლებენ ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რამოდენიმე ხნის…

მეტი...

ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, შეზღუდვები ხანგრძლივდება. „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ზამთრის კურორტებთან მიმართებაში შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, ვერც კერძო მეპატრონეებს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. თვალი უნდა გადაავლოთ მთელი მსოფლიოს პრაქტიკას. მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ. ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება, უფრო…

მეტი...

“ექვს დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ, აღელვებთ ოკუპირებული სამშობლოს ბედი, ვინც ქუჩაშია, არ ვიცი, რა აღელვებს” – თეა წულუკიანი

პარლამენტში არის ცარიელი სკამები, ვისაც უნდა, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს, ვისაც არა, მისი გადაწყვეტილებაა, მე დანაკლისს ვერ ვგრძნობ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენ ყველანაირ სივრცეს ვტოვებთ, რათა ოპოზიციაში ვისაც უნდა, იყოს პარლამენტში, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. პირადად მე, შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ვერავის ხვეწნას ვერ დავუწყებ. აქ ბრძანდება პარლამენტი, აქ არის სკამები, ისინი ცარიელია. ვისაც უნდა, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს. ვისაც არ უნდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე დანაკლისს ნამდვილად ვერ ვგრძნობ, რადგან იმდენი საქმე გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ, იქნება ეს…

მეტი...

„გამიტყდა თვალის პროთეზი და დახმარებაზე უარს მეუბნებიან – გახარიასთან არანაირი მიმართვა არ მაქვს, ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს“ – მაკო გომური

„გახარიასთან არანაირი მიმართვა არ მაქვს, ჩემთვის ეს ადამიანი არაფერს წარმოადგენს, ბოლო სამი თვეა ვცდილობ მივიღო პასუხი გვიმკურნალებენ თუ არა,“ – ამის შესახებ 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა განაცხადა, მისივე ინფორმაციით ესაჭიროება თავლის პროთეზი და ოპერაცია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან სამი თვეა პასუხს არავინ სცემს: „არანაირი პასუხი მათი მხრიდან არ ისმის, როგორც კი გამომწერეს საავადმყოფოდან 20 ივნისი მერე, ჩემთან მოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მითხრეს, რომ 4 საათში უნდა გავფრენილიყავი გერმანიაში, თავიდან ვხდებოდი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ სიტუაციებიდან გავერიდებინე, შემდეგ არცერთ წასვლაზე არ ყოფილა ჩემთან პრობლემა, ალბათ ეშინოდათ აჟიოტაჟის. თანხის…

მეტი...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო დაახლოებით 1 კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების დინამიკა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ. „ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მეტი...

„მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები“ – კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

„რადგან ნათელი იყო, რომ თეა წულუკიანს არ ესიამოვნა ის განცხადება, რაც მე გავაკეთე გადავწყვიტე პირად შევხვედროდი,“ – ამის შესახებ  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადება გახდა, რაც კარლ ჰარცელმა ნეგატიურად შეაფასა: „ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები, საუბრის დეტალებზე არ დავკონკრეტდები, საერთოდ ყოველთვის ჯობია ღიაობა,“ – განაცხადა ჰარცელმა.

მეტი...

21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც. “8 თებერვლიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც იწყებს მუნიციპალური ტრანსპროტი სრულად ფუნქციონირებას, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა. შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება როგორც გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ასევე შაბათ -კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობების იხსნება. 15 თებერვლიდან კი სამ დიდ ქალაქშიც იქნება სწავლა საკლასო ოთახებში…

მეტი...

“ქართული ოცნება” იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას – შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო რეფორმაზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. მიზანი იმ საკანონდებლო ცვლილებების დაინიცირებაა, რომელზეც პარტია “მოქალაქეები” და “ქართული ოცნება” შეთანხმდა. “იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის მანდატს თუ არა,” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

“რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების წესები” – არჩილ თალაკვაძე

რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო ახალი გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით. მსურს, მხარი დავუჭირო პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან. ეს არის მთავარი პირობა, რომ ჩვენ არ მივიღოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და მოვემზადოთ თანმიმდევრულად იმ…

მეტი...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით ლევან იოსელიანს აირჩევენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით ლევან იოსელიანს აირჩევენ. იოსელიანის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის კანდიდატურაზე პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. მისი არჩევა უკვე ასახულია დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისთვის განკუთვნილ ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე პარლამენტმა ავთანდილ ენუქიძე აირჩია.

მეტი...

აჭარაში 25 არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რეგიონში 25 არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირდა ფერიის ბავშვთა გიმნაზიის 25 ბინადარი. არასრულწლოვნები კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. ინფექცია დაუდასტურდათ ბავშვთა პანსიონში დასაქმებულებსაც. დაწესებულებაში სულ 32 ადამიანია ინფიცირებული.

მეტი...

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს ბენეფიციარებს კოვიდ ტესტები გადასცა

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს კოვიდსტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალური – ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, ანტისეპტიკური საშუალებები და სამედიცინო ნიღბები გადასცა.   PSP-სა და ევროპა დონა საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტებს მოიცავს, მათ შორის ჰერცეპტინის პროგრამის ბენეფიციართა მხარდაჭერასა და „არტ-თერაპიის“ პროექტს. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP-მ ევროპა დონა ჯორჯიას საჩუქრები გადასცა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, რაც ორგანიზაციის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს საჭიროებისამებრ ვირუსით დაინფიცირების მონიტორინგი თავად განახორციელონ. „კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს PSP ევროპა დონა საქართველოსთან სტუმრობით აღნიშნავს. ევროპა დონა საქართველოს ათეულობით ბენეფიციარის ვირუსის მონიტორინგისთვის ჩვენ…

მეტი...

სესხის საპროცენტო განაკვეთი 80 პროცენტის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას, დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით…

მეტი...

საქართველოს მასშტაბით 8 თებერვლიდან ბაზრობები სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას

8 თებერვლიდან სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას ბაზრობები. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   პრემიერის თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება უფრო სწრაფად მოხდეს.  “ციფრები საკმაოდ იმედის მომცემია. ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. მოგეხსენებათ,რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამადად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. უნდა…

მეტი...

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები. გარდა ამისა, ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც გახარიამ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება. „ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული.…

მეტი...

საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ

15 თებერვლიდან საქართველოში კვების ობიექტები ღის სივრცეში მუშაობას განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ, ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. „დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, – განაცხადა…

მეტი...

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეზღუდვების დაწესების შემდგომ წესები დაიცვან. „რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ციფრები საკმაოდ იმედისმომცემია. ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი ფახდებოდა მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. ინფიცირების და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების.…

მეტი...