ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ბათუმის მაჟორიტარმა კანდიდატმა დატოვა

​გენრი დოლიძე პარტია „მოქალაქეებს“ ტოვებს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ საერთო მიზნისკენ სვლას სხვანაირად ხედავს. „ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად. ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!.. მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას. ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან…

მეტი...

“ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები” – პედიატრი “მედიაცენტრ მთავარში”

ჭარბი წონა, უძილობა, აღგზნება, ზედმეტად აგრესია, საგნის ათვისების გართულება  – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პანდემიის გამო ჩაკეტილობამ ბავშვებსა და მოზარდებს შეუქმნა. როგორც იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ბავშვები კორონავირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან, ვიდრე ჩამოთვლილ პრობლემებს. „საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. არსებობს სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა,…

მეტი...

“გიგაური ილიჩოვას პირდაპირი კურატორი იყო და კაპიტნობაც ამაში მიიღო” – დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაიბარეს

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხვალ, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ჩვენებას მისცემს. როგოც ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ის მოწმის სტატუსით დაიკითხება და პროკურატურას ყველა ინფორმაციას მიაწვდის, რასაც გარეჯის თემაზე ფლობს. „ჩემი დაბარება ეხება იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ვფლობ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ეს არის 2005 წლიდან დაწყებული ამბავი. კერძოდ, რა ხდებოდა მიწათმოწყობის ინსტიტუტში, რა კავშირშია ეკა გიგაურსა და ნატალია ილიჩივოს შორის, მთელი ანატომია იმ დანაშაულებრივი პროცესისა, რომელიც რომელიც 2005 დან დაიწყო. გიგაური იყო პირდაპირი კურატორი ილიჩოვასი და კაპიტნობაც ამაში მიიღო. დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით და ბუნებრივია,…

მეტი...

„რუსული ვაქცინის მიმართ ნდობა არ მაქვს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ეპიდემიოლოგ მაია ბუწაშვილის განცხადებით, რუსული ვაქცინა სანდო და დამაჯერებელი არ არის, რადგანაც, არც რუსეთში ჩატარებული კვლევებია სანდო და დამაჯერებელი. აღნიშნულ თემაზე ეპიდემიოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრა. “რუსეთში ჩატარებული კლინიკური კვლევების ნაკლებად მჯერა. ამ ქვეყანაში, ნამდვილი კლინიკური კვლევები, მედიკამენტების გამოცდა იმ წესების დაცვით, როგორც უნდა ტარდებოდეს, არ ტარდება. შესაბამისად, ნდობა ძალიან დაბალია. ამას ზეპირად არ ვამბობ, ვიცნობ მათ სისტემას. მე არ მაქვს ნდობა, რუსული ვაქცინის მიმართ. იურიდიულ მხარეს თუ შევხედავთ, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია მიიღო რუსულმა ვაქცინამ, მაშინ ის ისეთივე კანდიდატი გახდება ქვეყანაში შემოტანის, როგორც ნებისმიერი სხვა”,- განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

“ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის ათი ცენტრი შეირჩა, მათ შორის შვიდი არის თბილისში და სამი რეგიონებში” – თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ შეირჩა ათი ცენტრი, მათ შორის შვიდი არის თბილისში და სამი რეგიონებში-ქუთაისი და ბათუმი. ამ კლინიკებს შორის არის ჩვენი კლინიკაც, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენი კლინიკა კოვიდის პირველივე დღიდან იყო წინა ხაზზე, არის ფლაგმანი, აქვს აბსოლუტურად ყველანაირი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცავძემ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა -80 გრადუსზე შენახვის სააუალება, ასეთი მაცივრები ბევრ განვითარებად ქვეყანას საერთოდ არ აქვს და ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ამ მაცივრების, ლუგარის ცენტრს აქვს…

მეტი...

“ვაქცინის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე სამინისტრო მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს კომუნიკაციას იმისთვის, რომ ვაქცინის დამატებით მოცულობები შემოვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება უწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზების განსაზღვრასთან დაკავშირებით დეტალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმიდან შემოვა. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, „კოვაქს“ პლატფორმა არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა რა თქმა უნდა, სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც გააჩნია სანდო ვაქცინა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, ტიკარაძემ რისკის შემცველ…

მეტი...

“მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში ოპოზიცია დღეს პარლამენტში უნდა იჯდეს და მუშაობდეს“. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, „თუმცა არა ისეთ საკითებზე, რომელიც შეუსრულებელია“. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი განცადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმძიმესი ვითარება აქვს, რაც შექმნა პანდემიამ. პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმედ აწვება და ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი და რეალურად საბოტაჟი ჩვენი ოპოზიციისა, რაშიც პასუხისმგებლობა ბუნებრივია, მათ ეკისრებათ. ზოგადად, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ჩვენ გვეკისრება, ეს გასაგებია და ამიტომ ვდგამთ…

მეტი...

“არ მჯერა, რომ “ოცნებამ” გაყალბების ყველა კვალი წაშალა, უფრო იმის მჯერა, რომ ოპოზიციაში ცუდი შერლოკ ჰოლმსები გვყავს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ოპიზიციის წევრები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ისინი არ აპირებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. “აბსურდის თეატრია. ცდილობენ უკვე არსებული პოლიტიკური რეალობაც გააყალბონ ამით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ ფარსში მონაწილეობის მიღების მიღებას, მით უფრო, როდესაც არჩევნების დღიდან ჩვენ, დაახლოებით, 700-ზე მეტი საჩივარი გვქონდა, სადაც ვითხოვდით არჩევნების შედეგების ბათილობას ცალკეულ უბნებში, ან გადათვლას. გვქონდა დაახლოებით 80-მდე სასამართლოს სარჩელი და არცერთ შემთხვევაში არცერთი სარჩელი არ განიხილეს და ახლა უკვე 2 და 3 თვის თავზე გადაწერილი არჩევნების გამოძიებას, ბუნებრივია, არანაირი აზრი არ აქვს,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ბაზა დაათვალიერა

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის სამზადისი გრძელდება. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დაათვალიერა ის ინფექციური საავადმყოფოს ბაზა, სადაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინა, შესაბამისი პირობების დაცვით შეინახება. სულ პრეპარატის გადანაწილება იგეგმება სამი დიდი ქალაქის 10-მდე საავადმყოფოში. “დღეს მე მოვინახულე ინფექციურ საავადმყოფოში იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია “ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად და ასევე ის სივრცეები, სადაც, უშუალოდ, პროცესი გაივლის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ პროცესი იყოს ჩვენი მედიკოსებისთვის და ასევე, შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპისთვის, ასევე, დაწყებული არის რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. თენგის ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს…

მეტი...

„ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია“ – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთი პრობლემები გაჩნდა, როგორიც არის სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. სპეციალისტის განმარტებით,  ეს დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე სახლის პირობებში გამოკეტვასთან. თემურ მიქელაძის განმარტებით, ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ  უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.  “მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი.   საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების…

მეტი...

“ქართულმა მარშმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაბოქლომება სცადა – ინციდენტს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ათონელზე – “ქართულმა მარშმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაბოქლომება სცადა. სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილიდან ორი პირი განარიდეს​. მათშორის გიორგი გაბედავა. აქციის მონაწილეები იმ პროცესებს აპროტესტებენ, რომელიც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით ვითარდება. “მარშის” ლიდერების აზრით, პრობლემის მოგვარებას ის განცხადებებიც ართულებს, რომელიც პრეზიდენტმა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. “ქართული მარში” პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, რის შემდეგაც ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადეს, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე “ქართული მარშის” ლიდერები იმყოფებოდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსშიც.  

მეტი...

„მჯერა, რომ ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„რეგულაციებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მაქვს, მე ვფიქრობ, რომ დავჩაგრეთ ბავშვები და ახალგაზრდები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი თვლის, რომ ტრანსპორტის მუშაობა არ უნდა შეჩერებულიყო, იგი ასევე პარალელს ავლებს კურორტებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის და მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესი დაუმსახურებლად დაზარალდა: „სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყვნენ საერთო “ლოქდაუნის” ნაწილი და მანამდე არ იყო ამის აუცილებლობა, როცა ყველაფერი ღია იყო და კურორტებზე არანაირი შეზღუდვა არ იყო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაკეტილი იყო და გავედით ასეთ ნიშნულზე.  არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვები და ისინი პერიოდულად დაბრუნდნენ დაწესებულებებში, ამ სექტორს…

მეტი...

“გვექნება საშუალება განახლებულ პარლამენტთან აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა დაგეგმილი რეფორმის განხორციელებაზე” – მაია ცქიტიშვილი

არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიში – პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს. ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში ყველა იმ მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს ეხებოდა, რომელსაც საზოგადოება 2020 წლის მანძილზე თვალყურს ადევნებდა. “ბატონი არჩილის ანგარიში, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და მიღწევებსაც, რომელსაც ჩვენ 2020 წლის განმავლობაში ყველანი ერთად ვადევნებდით თვალყურს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ აქცენტების გაჟღერება პარლამენტის ტრიბუნიდანაც, რომელიც 2021 წელს ექნება პარლამენტს როგორც დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. გვექნება საშუალება უკვე განახლებულ პარლამენტის გუნდთან, ასევე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ყველა იმ დაგეგმილი…

მეტი...

“შემობრძანდნენ პარლამენტში, ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველა გზას უტოვებს, რათა მათ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ. როგორც თურნავამ „ქართულმა ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ კარი ღია დატოვა, რათა ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოოს. „ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარი დატოვა ღია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და შეკვეთაზე, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა. შემობრძანდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება. დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ კვლავაც ვუტოვებთ მათ გზას, რომ დაკვეთა, რომელიც მათ…

მეტი...

“დავთ გარეჯის საკითხთან დამოკიდებულება სრულად არის გამოხატული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაში” – გია ვოლსკი

არ შეიძლება მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორიც არის აზერბაიჯანი რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს რომელიმე სიმაღლიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქედან იმის თქმა, რომ სიმაღლე დავუთმეთ სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის არის აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „რასაკვირველია, ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ახლა ინტერპრეტაცია მიდის ყველა მედიასაშუალებებში, რომელიც პოლიტიკური პლატფორმიდან გვიტევს, თითქოს ვამბობთ, საზოგადოებას ვრაზმავთ და აგრესიას განვაპირობებთ კონკრეტული პიროვნებების მიერ, მე პირიქით ვამბობ. ესენი არიან მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხის მიმართ სრულად არის გამოხატული სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. გეოგრაფიის ან გეომეტრიის არცოდნა…

მეტი...

“უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა” – კარლ ჰარცელი წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე

ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოვიჩენ. თუმცა გეტყვით, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერის საჯაროდ გამოცხადების შესახებ. „ყველამ ვიცით, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არ არის. მე ვიცი, რომ საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის ვალდებულების თვალსაზრისით სწავლობს და ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება“, – აღნიშნა ელჩმა.

მეტი...

„ფაიზერის“ ვაქცინა ლიდერად ითვლება და ეს თუ მოხერხდება კარგი იქნება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„შესაძლოა ბარიერები წარმოიშვას, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი „ფაიზერს“ ლიდერად თვლის და აცხადებს, რომ მკვეთრი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს: „მყისიერი გვერდითი მოვლენები არის ცოტა და ამ მხრივ საშიშროება არ გვაქვს. „ფაიზერის“ ვაქცინა ლიდერად ითვლება და ეს თუ მოხერხდება კარგი იქნება“, შესაძლოა ბარიერები წარმოიშვას, ვიდრე ვაქცინა ქვეყანაში არ  იქნება, სწრაფად იცვლება ყველაფერი, თუმცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თებერვლის ბოლოსთვის ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკებში გაჩნდება, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრან.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და…

მეტი...

„კოვიდგადატანილებმა უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე აცრის დროს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველ პრიორიტეტად გამოიყო ჯანდაცვის მუშაკები, მე მქონდა განსხვავებული აზრი, რომ კოვიდგადატანილები არ უნდა აიცრან პირველ რიგში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მედიკოსი თვლის, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს გარკვეული იმუნიტეტი გააჩნიათ და მათ პრიორიტეტებში უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე: „მათ გარკვეულ წილად დაცვა აქვთ და პრიორიტეტებში უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე, გასაგებია, რომ გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, მაგრამ ეს ადამიანები მეტად დაცულები არიან სხვებთან შედარებით. უხეში გათვლებით პირველი ეტაპის ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკების მხოლოდ ნაწილს ჰყოფნის, უნდა შედგეს ბაზა, ვისაც გადატანილი აქვთ და ეს ადამიანები ნაკლებ პრიორიტეტულთა სიაში უდნა…

მეტი...

“ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა” – არჩილ თალაკვაძე

მეათე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ფონზე მისასალმებელია “ევროპელი სოციალისტებისა” და “მოქალაქეების” ჩართულობა საპარლამენტო მუშაობაში. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების დანარჩენი ნაწილი საკუთარი შეფასებებისა და რადიკალური განცხადებების მძევალი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის და საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა. “პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი გახდა საკუთარი შეფასებების და რადიკალური განცხადებების მძევალი და დღეს არის ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში, რომელსაც ჩვენმა კოლეგა ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ “ოპოზიციისთვის პრესტიჟის…

მეტი...

“იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ. “ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვის სხვადასხვა ვარიანტის განხილვისას ამას გაითვალისწინებენ,“ – აღნიშნა ელჩმა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმ საკითხების გადაუდებლობა, რაც ქართველ საზოგადოებას აწუხებს, პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ერთად მუშაობისკენ უბიძგებს. „იმედი მაქვს, პარტიის ლიდერები ქვეყნის…

მეტი...

“ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკანონდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის შემუშავებას და განხორციელებას პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აპირებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებების პაკეტი ეუთო/ოდირის და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებზე იქნება დაფუძნებული. “პარლამენტი შეიმუშავებს საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციების დასკვნებს ეყრდნობა. ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკრებულოებში გაზრდის პროპორციული სიით არჩეულ წევრთა რაოდენობას. იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი, ამომწურავად გაიწერება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავი წესები, ზეგავლენისგან დაცული ხდება საარჩევნო უბნის პერიმეტრი, დაინერგება ხმის მიცემის კონტროლის ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ბიულეტინის ელექტრონული მთვლელები და თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების შედეგების…

მეტი...

“აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომელთა შემთხვევაშიც ინფექციის გადატანიდან სამი თვეა გასული” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო დასტური „კოვაქსიდან“, რომ ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება. „სპეციალური პორტალია გახსნილი, უკვე მიმდინარეობს ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკების მონაცემების ატვირთვა და თვითონ ის დაწესებულებები აფასებენ რისკ ფაქტორს – მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანები. ხშირად ეშლებათ ხოლმე, ეს არ ეხება მხოლოდ ექიმებს. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ყველა იტვირთება. ასეთი არის ქვეყანაში 75 000 ადამიანი. აქედან ჩვენი სამიზნე არის, წელს ავცრათ სადღაც 49 000. მოგეხსენებათ, ჩემი…

მეტი...

მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად მფლობელები რესტორნების გახსნას მაინც აპირებენ

ასობით ობიექტის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება 6 თებერვლიდან მუშაობა, აკრძალვების მიუხედავად მაინც დაიწყოს. გადაწყვეტილების მიმღები პირები ამბობენ, რომ ითვალისწინებენ რისკებს თუმცა ობიექტების გახსნას მაინც აანონსებენ.  იმ შემთხვევაში, თუკი 6 თებერვლამდე საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ან არ გააჟღერებს კონკრეტულ გეგმას, როდიდან შეეძლებათ რესტორნებს საქმიანობის გაგრძელება, გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას და მუშაობას თვითნებურად დაიწყებენ. რესტორატორთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიცავენ ყველა იმ რეკომენდაციასა და წესს, რომელიც კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი.   “მე ჩემს თავზე პასუხისმგებლობას მივიღებ და მაქვს კონკრეტული კონტრშეკითხვა, დღეს ნებისმიერი სასტუმრო თბილისის მასშტაბით, დიდი უმრავლესობა ღებულობს სტუმრებს, რომლებიც არიან რესტორანში, იღებენ ფიტნეს დარბაზებში, აი ამ ვითარებაში, როდესაც არ ხდება…

მეტი...

„და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე“ – გვარამიას შემდეგ ოქრუაშვილის საქმე განახლდა

სასამართლოებში დროებით შეწყვეტილი საქმე განახლდა. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განახლდა: „და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე, გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა, Gigi Ugulava, nika melia თქვენსკენ რა ხთეფაა? “ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ვფიქრობ, როცა აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და ჩამოყალიბდება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი” – ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, როდესაც აიცრება მოსახლოების 60-70 პროცენტი და ჩამოყალიბდება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, შეიძლება იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წელი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია. „რას ეძახით ჩვეულებრივ რიტმს, რომ პირბადეს მოვიხსნით? ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და ჩამოყალიბდება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, შეიძლება იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. მაგრამ პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც თქვენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ეძახით, მე ვფიქრობ, სადღაც მომავალი…

მეტი...

“მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ დიალოგს” – ნათია თურნავა

ვუყურებთ, ეტაპობრივი გახსნა რა შედეგს მოიტანს, რადგან ნამდვილად არ გვინდა, ერთი თვის თავზე კვლავ დასაკეტი იყოს მოლები, მაღაზიები, რესტორნების გახსნა გადაიდოს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი რესტორატორთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რესტორატორები, შეზღუდვის მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნების გახსნას აპირებენ. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ ამა თუ იმ ბიზნესის დროებით დახურვაზე ან გახსნაზე, არის კოლექტიური ნამუშევარი. ერთიანი გადაწყვეტილება მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც ყველას ხმა არის მოსმენილი. შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთიან გადაწყვეტილებას ვემხრობით. მე გეტყვით, როგორც…

მეტი...

“ქვეყნებს საიდანაც მოქალაქე PCR ტესტით შემოდის თურქეთი დაემატება” – ნათია თურნავა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა აქვს თავის ქვეყნის მიერ გაცემული, საქართველოში დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებს შემოსვლას. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. მინისტრის თქმით, ქვეყნების ჩამონათვალს საიდანაც მოქალაქე PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლას  შეძლებს საქართველოში, თურქეთი რესპუბლიკაც დაემატება.  “ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი…

მეტი...

“კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეზების დონეზეა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა რისკები ახლავს კორონავირუსის ახალ შტამს. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. თუმცა, როგორც გაბუნიამ განმარტა, ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, რის გამოც ჯერჯერობით ყველაფერი ჰიპოთეზისა და ვარაუდის დონეზეა. „ახალ შტამებთან დაკავშირებული რისკი, რა თქმა არსებობს. ვიცით, ვირუსი განიცდის მუტაციას და ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ შტამებს, გარდა იმისა, რომ ვარაუდი იყო გამოთქმული მათი უფრო სწრაფად გავრცელების შესახებ. საუბარია ბრიტანულ შტამზე. ამ შემთხვევაში,…

მეტი...

ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გაჩერების შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან

მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. “როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ “თბილისის პარკინგის” თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში…

მეტი...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი დროებით იკეტება

ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება. „დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და…

მეტი...

“რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან იქ ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეფასებულია, რომ რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ვინაიდან ამ სივრცეში ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ. მისივე თქმით, გახსნა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. როგორც გაბუნიამ განმარტა, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მათვარი საშუალებაა. ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც შემდეგ ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური…

მეტი...

თბილისში წელს რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება

დედაქალაქში მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორისაა, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.  მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   “პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. 2021 წელს გარკვეულწილად, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროექტების ნაწილის განხორციელება დავიწყოთ. ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად  განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და…

მეტი...

დაკავებულია პირი, რომელიც სუპერმარკეტ “სპარის” დაყაჩაღებას ცდილობდა

სპეცოპერაცია თბილისში – ამ წუთებში ჩიტაიას ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სუპერმარკეტ “სპარის” დაყაჩაღებას ცდილობდა.

მეტი...