საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი წერილით მიმართავენ

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 164 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა…

მეტი...

„წყალტუბოს აღორძინებას რომ დაგვპირდა არჩევნების წინ, იმაშიც გადაგვაგდო ისე წავიდა,“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი,სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მისამართით პოსტს აქვეყნებს, პოლიტიკოსი მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს დანაპირებს ახსენებს: „წყალტუბოს აღორძინებას რომ დაგვპირდა არჩევნების წინ, იმაშიც გადაგვაგდო ისე წავიდა,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში, 158 იმერეთში, 85 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში, 158 იმერეთში, 85 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 208-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, პირველ თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 250 289 გამოჯანმრთელდა, 3 208 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობას 2520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 პირი. ამასთან, პირველი თებერვლის…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი სესიაზე დასასწრებად უკვე მივიდნენ

“მოქალაქეები” პარლამენტში მივიდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში პირველი სამუშაო დღის ფარგლებში სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება “მოქალაქეებმა” რამდენიმე დღის წინ მიიღეს. “ქართულ ოცნებასთან” გაფორმდა მემორანდუმიც, სადაც პარტიები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე თანხმდებიან.

მეტი...

“ჩვენ სათანადო პასუხი უნდა გავცეთ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და საპარლამენტო მუშაობაზე უარის თქმით, ძირს უთხრის დემოკრატიას. მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს შედგება უმრავლესობის სხდომა, სადაც განვიხილავთ დღევანდელ სხდომაზე მისაღებ გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე რომ, დღეს ამ მსჯელობის შედეგად, ჩვენ ჩვენი პოზიციით წარვსდგებით პარლამენტში. რაც შეეხება პირად პოზიციებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ,…

მეტი...

თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს ხუთშაბათს, კოჯორში დაკრძალავენ. პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება. გასვენება კი ხუთშაბათს, 14:00 საათზე იქნება. „თემური დაასვენეს ლურჯ მონასტერში, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. დღეს და ხვალ იქნება პანაშვიდი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია დასაფლავებული“, -აცხადებს ნუგზარ კვაშალი. ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

მეტი...

“სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა… შესაძლოა, შეზღუდვების ნაწილი დროზე ადრე მოიხსნას” – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის მოსაზრებით, თუ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება, შესაძლოა, შეზღუდვების ნაწილი დროზე ადრე მოიხსნას. “წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის”, – აცხადებს პაატა იმნაძე. როგორც მან აღნიშნა, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება „რაღაცების“ უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი. “ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და დღეს მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იგივე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან…

მეტი...

“პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს” – ირაკლი ზარქუა

მე პირადად ვგულშემატკივრობ პატარა პარტიებს, რომელთაც უნდა შემოიტანონ განსხვავებული ხედვა, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა, რას იზამენ, როგორ იზამენ ეს მათი არჩევანია, თუმცა მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ მათ, რომ უფრო მრავალხმიანობა იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. „თქვენ იცით, რომ დღეს უმრავლესობა ვიკრიბებით პარტიულ ოფისში იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერებული პოზიცია მივიღოთ. იცით, რომ ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი…

მეტი...

“მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუ…” – გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

“თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება. მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ახლა ამაზე საუბარი, შესაძლოა, აზრსმოკლებული იყოს, რადგან ხვალინდელ დღეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე,…

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებიდა სამ სართულიანი შენობის პირველ სართულზე. ერთ-ერთ პალატაში იყო ხუთი პაციენტი რომლებიც მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ, მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მთავარი მოწმეები ანი გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი გამოიკითხებიან

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სხდომაზე საქმის მთავარი მოწმეები ანი გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი კიდევ ერთხელ გამოიკითხებიან. რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების შემდეგ ამირხანაშვილს ჯვარედინი წესით დაკითხავენ. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ საქმის მთავარი მოწმე სასამართლოზე სიმართლეს იტყვის. 5 პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.

მეტი...

ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების ხელახლა დაწესებით ემუქრება. ”შეერთებულმა შტატებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბირმას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დემოკრატიის გზაზე პროგრესის არსებობის საფუძველზე გააუქმა. ამ პროგრესის მიმართულების შეცვლა ჩვენი სასანქციო კანონებისა და უფლებამოსილებების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. მისი თქმით, აშშ საკუთარ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმუშავებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენას და ასევე პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებმაც მიამნმარში ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა მიიღეს. მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი და…

მეტი...

“პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს” – ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, კორონავირუსის პანდემიის კონტროლი შესაძლებელია. ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. „მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“ – განაცხადა გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სწორედ დღეიდან განაახლებს საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად საქმიანობას. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ასევე, მოუსმენენ პრეზიდენტს და შესაძლებელი იქნება, ინტერპელაციის ფორმატიც გაიმართოს. პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დახურა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

მეტი...

“უნდა დავუშვათ რომ ვაქცინა კერძო სექტორმაც შემოიტანოს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ვაქცინა, რომელიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვა უმაღლესი ხარისხის არის და უსაფრთხოა – მოსახლეობისთვის განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებენ მედიკოსები. მათივე შეფასებით, კარგი იქნება თუ ვაქცინის შემოტანის საშუალება ქვეყანაში კერძო სექტორსაც მიეცემა, რათა მსურველებს რიგის გარეშე მისი გაკეთება შეეძლოთ. “ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ახლა რეალურად ჩანს იმიტომ, რომ 100 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული და რეალურად სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ქვეყანას ალბათ უნდა ჰქონდეს აქცენტი ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები აცრას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებით, მაგრამ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ასე ვთქვათ თუნდაც რიგის…

მეტი...

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზე არის ჩანიშნული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ.

მეტი...