„შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ განხორციელდება აცრები“ – ამირან გამყრელიძე

„საქართველომ მიიღო დასტური COVAX პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს პირველ პარტიას Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, ეს გახლავთ 29 250 დოზა“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. გამყრელიძის თქმით, ვაქცინა ორჯერ კეთდება და აქედან გამომდინარე, ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს. მისივე შეფასებით, ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები. „ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან…

მეტი...

ვაქცინაციის ცენტრები შერჩეულია

„ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზები მივიღოთ და დავიწყოთ მისი გამოყენება მაშინვე. უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია, ვაქცინაციის ცენტრები, ასე ვთქვათ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს ის მიმდინარე პროცესები, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით. თამარ გაბუნიას განცხადებით, აგრეთვე საუბარი იყო საკომუნიკაციო კამპანიაზე პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.  „ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის…

მეტი...

აცრებს, საქართველოს მასშტაბით 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს

პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს.  თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. როგორც პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას…

მეტი...

„მგონი არა გვიშავს“ –  ცოტნე გამსახურდია და ანა ჯაბაური გერმანიის კლინიკიდან

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში გერმანიის კლინიკიდან ცოტნესთან ერთად გადაღებულ “სელფს” აქვეყნებს: „საავადმყოფოებში ერთწლიანი ,,გამოკეტილობის’’, ტოტალური გერმანული ,,ლოქდაუნის’’, საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არა გვიშავს . მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით,“ – წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.

მეტი...

პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის აღსრულება განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად,  ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია. სპეციალური კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით…

მეტი...

“პირბადეების ტარებას 90%-ზე თუ ავწევთ, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ” – თენგიზ ცერცვაძე

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე საუბრისას. ცერცვაძის თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და არა ხელაღებით. „შეზღუდვები ხელაღებით არ უნდა მოიხსნას, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს და მთავრობა ჯერჯერობით ნახულობს თავის თავში ძალას, რომ არ აჰყვეს ამ პოპულისტურ მოთხოვნებს, ერთი ხელის მოსმით მოხსნას ყველა შეზღუდვა. ვხედავთ, მთავრობა შეზღუდვებს ხსნის ძალიან ინტენსიურად, ძალიან სერიოზულად, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისში, ქუთაისში და რუსთავში შედარებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. საქმე ეხება ტრანსპორტს, რესტორნებს და სხვა. შეზღუდვების მოხსნა თუ განხორციელდება ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით…

მეტი...

“პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე” – ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” პოზიცია არის უცვლელი – პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან გზა, რომელიც ნამდვილად მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე”,-ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ამასთან დასძენს, რომ რადიკალიზმის და წითელი ხაზების დაწესება ცუდია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. “ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და რაც მთავარია, საშუალებას მოგვცემს პარლამენტის კედლებში დავიწყოთ მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, იმ გამოწვევების გადასალახად, რომლის წინაშე დგას საქართველო. რადგან პარლამენტმა დღეს კენჭი არ უყარა მანდატების შეწყვეტას, მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის…

მეტი...

“ანა გაბეჩავამ ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა” – გიორგის შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ანა გაბეჩავა დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ მოწმემ განმარტა, მან მხარეთა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში, რომელიც სხდომაზე წარუდგინეს, ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო. “ამომწურავი ინფორმაცია მივეცი, იმის შესახებ, რაც აინტერესებდათ, რაც კითხვები იყო დასმული, ყველაფერს გავეცი შესაბამისი პასუხი. კონკრეტულად ამ ბავშვებთან დაკავშირებით, ისეთი უცხო არაფერი ყოფილა,” – განაცხადა ანა გაბეჩავამ. პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, მოწმემ ხუთივე ბრალდებულის, “მერსედესის” მგზავრების ინდენტიფიცირება მოახდინა. “დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმე ა.გ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მის წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე,…

მეტი...

“მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა” – გიორგი გახარია

EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დიდ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა,…

მეტი...

“EBRD ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი თანამშრომლობის პაკეტის მქონე პარტნიორია” – მაია ცქიტიშვილი

EBRD არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი თანამშრომლობის პაკეტის მქონე პარტნიორია, – ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და ჯამური ღირებულება, მთელი იმ დახმარების, რომელიც EBRD-სგან  საქართველომ მიიღო, 4 მლრდ ევროს აღემატება. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი…

მეტი...

“თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?” -თეა წულუკიანმა სესიაზე ალეკო ელისაშვილს მიმართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სესიაზე “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიმართა და ჰკითხა – თუ არჩევნებს გაყალბებულად თვლიდა, რატომ მივიდა პარლამენტში. “ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?  ალბათ არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველას პოზიცია ანუ გული გვიძგერის იქითკენ, რომ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფლებამოსილება შევუწყვიტოთ, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “მოქალაქეები”…

მეტი...

“EBRD არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი” – ნათია თურნავა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს  ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს, მათ შორის, ჩვენი საბანკო სექტორის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ის…

მეტი...

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სათითაოდ განიხილა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადება, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომას 90 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხს არც ერთი მომხრე არ ჰყავდა, ხოლო ძირითადად, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს შეიკავებდა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ოპოზიციონერ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა,…

მეტი...

“2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა” – შსს

გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. 2019 წელს ამ მიზეზით 481 მოქალაქე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, 2020 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 921-ს შეადგენდა. გასულ წელს ქვეყანაში 4 999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 840-ით შემცირებული მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე…

მეტი...

სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი ევროპულ სასამართლოში შეიტანა

სომხეთის მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სომხეთის მთავრობა ოფიციალურ ბაქოს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, სომხეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მოსახლეობის რიგი უფლებები დაარღვია. “საუბარია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ხელშეუხებლობის უფლებასა და საკუთრების უფლებაზე”- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მეტი...

“ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ” – თეა წულუკიანი ელისაშვილს

ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი. „პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერი ჩაგვაწერინეთ. მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია.…

მეტი...

ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტზე 18.5 მილიონი დოლარის მანდარინი გავიდა

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი საგაზაფხულო სესია გახსნა. სესიის გახსნისას პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძემ ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც „კოვიდ-19“- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა. როგორც თალაკავაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება ერთობლივი შრომის შედეგია. არჩილ თალაკვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ფუნქციების აღდგენის მიმართულებით პარლამენტი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „კოლეგებო, გილოცავთ საგაზაფხულო სესიის გახსნას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პარლამენტს. მსურს, ყველა თქვენგანისა და საქართველოს პარლამენტის სახელით საგაზაფხულო სესია გავხსნა მადლობით. მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის…

მეტი...

“გვწამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს” – ალეკო ელისაშვილი

გვწამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში. „რთულად მოვედით, მოგეხსენებათ. ალბათ, ყველა თვალყურს ადევნებდით, მე და ლევან იოსელიანმა ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ, აღმა ცურვა მოგვიწია და ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას და გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია ალბათ…

მეტი...

“თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა” – დიმიტრი ხუნდაძე ალეკო ელისაშვილს

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა,- ასე მიმართა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც საპარლამენტო მუშაობას დღეს შეუერთდა. მან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს მოუწოდა ბოლომდე „გათავისუფლდნენ გავლენისგან და აღიარონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“. ამასთანავე, მან სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. „მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე! უბრალოდ მე ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვიდან მომეჩვენა უკვე, რომ მათ…

მეტი...

2 წლის ბავშვის ცემის საქმეზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

2 წლის ბავშვის ცემის საქმეზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო არასრულწლოვნის მშობლების განქორწინების და ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს. მომხდარს მიუხედავად ხათუნა ობოლაძე განქორწინებაზე უარს ამბობს რადგან შიშობს, რომ ბავშვებს მამა თურქეთში წაიყვანს.  შეგახსენებთ, ბავშვის ცემის ფაქტზე აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მეორე სასამართლო პროცესიც, რომლის დასკვნითაც ხათუნა ობოლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 2 000 ლარიანი გირაო და შემაკავებელი ოქმი აქვს გამოწერილი. 

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დააყენოს ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმების საკითხი” – ზურაბ ჯაფარიძე

ეს გადაწყვეტილება არის სულელური. გასაჩივრებასაც გავაკეთებ, ალბათ, მაგრამ გასაჩივრების გარდა ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითონ დააყენონ საკითხი, ჯაფარიძეს გაუუქმდეს მანდატი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ დღის წესრიგში არ იყოს ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია და ურჩევნია დღის წესრიგში იყოს ამბავი, შედიან ვიღაცები პარლამენტში თუ არ შედიან“. კითხავზე, მოიაზრებს თუ არა, რომ ერთი დღით, საკუთარი მანდატის გაუქმებისთვის პარლამენტში შევიდეს, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. „მე არ ვაპირებ იქ შესვლას და…

მეტი...

“ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთი შანსს მივცემთ, რომ „რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან გამოვიდნენ“ – მამუკა მდინარაძე

ჩვენ იმ დეპუტატებს რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, არ ხსნიან საკუთარ პოზიციას, ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ასეთები არიან მათ შორის „გირჩის“ წარმომადგენლები. მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოდიან მოწოდებებით, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება, თუმცა, ბევრი ოპოზიციონერი ასეთ სურვილს არ გამოხატავს. მდინარაძე ამბობს, რომ მათ აქვთ შანსი გამოვიდნენ „რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან“. „საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თავადვე ახმოვანებს, რომ დეპუტატები, რომლებიც არიან პარლამენტის შემადგენლობაში და უბრალოდ არ შემოდიან საქართველოს პარლამენტში და უარს ამბობენ საპარლამენტო ცხოვრებაზე, მათი დიდი ნაწილი…

მეტი...

„სადაც ვინმე დებილი და გაუნათლებელი დადიოდა ყველა ერთად მოაგროვა პარლამენტში, მთავრობაში და „ქოცნებაში“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

„რას ფიქრობთ, რა იყო ივანიშვილის ყველაზე ძლიერი მხარე, რაშიც საჯაროდ, განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა,“ – ამის შესახებ „სოციალურ ქსელში“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი წერს. პოლიტიკოსი საკუთარ კითხვას პოსტის კომენტარში პასუხობს: „„სადაც ვინმე დებილი და გაუნათლებელი დადიოდა ყველა ერთად მოაგროვა პარლამენტში, მთავრობაში და „ქოცნებაში“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

რამენიმე წუთის წინ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სესიის პირველ პლენარულ სხდომას 92 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არიან “მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. დღევანდელი სხდომის მთავარი და ერთადერთი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენებაა. ცნობილია, რომ “ქართული ოცნება“ მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებს და საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

მეტი...

“ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს” – ირაკლი ზარქუა

ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ “პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ”. “სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. სხვათაშორის, იმ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, თავიდანვე მაინც რევოლუცია იყო ჩვენი ამოცანაო. ამას ვეუბნებოდით იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა და ნიშა აქვთ,რომ ნუ გახდებიან მძევლები. აგერ არის ბურთი და მოედანი. ვისაც რამე იდეა ან…

მეტი...

“უმრავლესობამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორებისა და პრეზიდენტის მოწოდებები გაითვალისწინა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადადება ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, უმრავლესობამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორებისა და პრეზიდენტის მოწოდებები გაითვალისწინა. “მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ იმაზე როგორ განვითარდა მოვლენები, მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალური ნების გამოხატვა, ჩვენი პოზიცია იყო გახსოვთ, რომ ეს არის საპარლამენტო საბოტაჟი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ მათი ქმედების მიმართ და თქვეს, რომ ეს იყო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.ასევე იყო მოწოდებები, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ასევე ჰარცელის მხრიდან, თუმცა არ დაგიმალავთ ამიტომ გაგრძელდა სხდომა დაგეგმილზე…

მეტი...

“ეჰ “ქოც – რუსული ( мечта), ოცნება” რას დაამსგავსე ეს თაობა” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მოკლედ ორი სამი დღის წინ ერთ – ერთ ადამიანმა გააკეთა განცხადება. მას არ შეუძლია დაეტიოს თავისი ტყავში! ამბობდა, რომ მელაშვილი სადაც გამოჩნდება უნდა მოვუწყოთ პროვოკაცია, უნდა დავესხათ თავს არ უნდა მივცეთ საშუალება გადაადგილდეს თავისუფლად, ამას ადვილად მიხვდებით ვინ აკეთებდა ამ განცხადებას მედიების საშუალებით.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს და ივერი მელაშვილის შეურაცხოფის ფაქტს ეხმაურება. მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას დაკარგულ ტერიტორიებს ახსენებს: „ეს არარაობა ვითომ მებრძოლი და სამართლიანი, ქვეყანაზე გულშემატკივარი ნაძირალა „ნასეტკა“ არარაობა. ახალგაზრდების შავი, სამარცხვინო ბინძური ლაქა, როცა რუსს აფხაზეთი აქვს წაღებული, როცა რუსს სამაჩაბლო აქვს წაღებული, როცა აზერბაიჯანს…

მეტი...

“ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით და მოქმედებს პრინციპით – „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ მას არ აქვს ძალაუფლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა, ისევე როგორც პარლამენტის საბოტაჟით ამომრჩეველთა ნების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, ამ მიდგომის განხორციელების საშუალებაა. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, თუ რა არის მისი ქცევის არსი და დღემდე ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამ პრინციპით მოქმედებს – „ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას…

მეტი...

“არ ვაპირებ პარლამენტში გაბღენძილმა ვიარო” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ხალხისთვის აპირებს მუშაობას. ელისაშვილის თქმით, ის საარჩევნო რეფორმისთვის ბრძოლას განაგრძობს. “ჯერჯერობით დროებითი საშვები გვაქვს. მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, როგორც გამოვაცხადე. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო,”-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

“გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა” – ირაკლი კობახიძე

გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, რომელზეც აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. „დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ…

მეტი...

“ქართული ოცნება” 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

“ქართული ოცნება” 51 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს  და კენჭისყრაზე ჩააგდებს. “ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წევრები მსჯელობდნენ, შეუწყვეტდნენ თუ არა ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ  ირაკლი კობახიძემ განაცადა,  “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისთვის მანდატების გაუქმების შეწყვეტა დროებით გადაწია.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს კენჭისყრაზე ჩააგდებს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება. საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი დადგენილებით წყვეტს. გადაწყვეტილების მიღებას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი – პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; კანონიერ…

მეტი...

სახალხო დამცველის შეფასებით, ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებას საქმის პოლიტიზირებამ შეუწყო ხელი. “ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ახალისებს ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილ იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება,…

მეტი...

“ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის შეთანხმება” – ლევან იოსელიანი

ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის შეთანხმება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. იოსელიანის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ამაზე დიდი ხანია საუბრობენ. მისივე განცხადებით, ამის გამო დამოუკიდებლად განაგრძეს მოლაპარაკებების პროცესი და შედეგსაც მიაღწიეს. „ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა ის, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს პრინციპულად არ უნდა, შეთანხმების მიღწევა. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი კამათი გვქონდა. ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ასეთი სახის კამათი და ასეთი სახის ურთიერთობა დავასრულეთ. ეს იმის დადასტურებაა, რასაც აქამდე ვამბობდით, ოპოზიციაში არის…

მეტი...

“ნამდვილად თავაწეულები შემოვედით პარლამენტში” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან გაფორმებული მემორანდუმი ამ ქვეყნის პერსპექტივაა. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო. “იცით რაც გამოვიარეთ მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენმა პარტიამ, ვიდრე აქამდე მოვიდოდით, თუმცა ნამდვილად თავაწეულები შემოვედით ჩვენ აქ იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. მე და ლევანი შემოვრჩით ბოლოს მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას.…

მეტი...