პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, ოპოზიციას მანდატები არ შეუწყვიტოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარლამენტს მოუწოდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. “მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანომ ხვალ, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა განიხილოს.  

მეტი...

პრეზიდენტი საოპერო მომღერალს თავდასხმასა და რეპუტაციის დაზიანებაში ადანაშაულებს  

საქართველოს პრეზიდენტი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი ქვეყნის რეპუტაციასაც აზიანებს. “სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საუბარია…

მეტი...

ისრაელში ვაქცინირებული ადამიანები ისევ დაინფიცირდნენ

ისრაელში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. აცრების თვალსაზრისით ისრაელი ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნებში შედის, თუმცა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აცრილი ადამიანები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.    მთლიანობაში, ვაქცინირებული 715 000-ზე მეტ ადამიანიდან ვირუსი 317 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის, ისრაელმა, საკუთარი მოქალაქეების 50%-ზე მეტი აცრა.

მეტი...

საქართველოში ყველაზე გრძელი – 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე დაიწყო რიკოთის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე, საქართველოში ყველაზე გრძელი – 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება. უკვე გაჭრილია 190 მ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი – 885 მ. სამშენებლო სამუშაოები 53-დან 39 გვირაბზე და 96 -დან 61 ხიდზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა…

მეტი...

“ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიენიჭოს” – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სკოლების გახსნას. ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. გაეროს მიაჩნია, რომ სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები.

მეტი...

“ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში შედიან თუ არ შედიან” – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე

ალბათ, მეტად იმედიანად ვიქნებოდი, რომ თვითონ ოპოზიციაში არ იყოს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ შედიან თუ არ შედიან“. „უმრავლესობას ამ კუთხით არ აქვს სირთულე. საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდება და ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. იმაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მეტი...

რომელ კლინიკებში გადანაწილდება ვაქცინა – ჯანდაცის სამინისტო ჩამონათვალს აზუსტებს

ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსის ვაქცინა პირველ ეტაპზე გადანაწილდება. სრულყოფილი სია ჯერ არ არსებობს და გეგმა დამუშავების პროცესშია. წინასწარ ცნობილია, რომ პრეპარატს სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ. პირველ ეტაპზე აიცრება, 15 000 მედიკოსი. ცნობილია, რომ პროცესი თვის ბოლოს დაიწყება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა რომ ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. “10 კლინიკა იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ საუბარია, პირველ რიგში, იმაზე, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის…

მეტი...

“მინდა, პოლიტიკაში ბევრი ფული ვიშოვო, ლეგალურად და მორალურად გამართული გზებით” – იაგო ხვიჩია

„სამწუხაროდ მდიდარი არ ვარ, მაგრამ მინდა ბევრი ფული ვიშოვო. მინდა კარგი საქმეები გავაკეთო ადამიანებისთვის, რომ მათ ნებაყოფლობით გადამიხადონ ფული“, – ამბობს  „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. „მინდა ბევრი ფული ვიშოვო ლეგალურად, მორალურად გამართული გზებით და პოლიტიკაში, მაგრამ ისე არა, როგორც ქართველი პოლიტიკოსები მდიდრდებიან. მინდა კარგი საქმეები გავაკეთო ადამიანებისთვის, რომ მათ ნებაყოფლობით გადამიხადონ ფული… ბევრი ფული კარგია იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად აკეთო ის, რისი კეთებაც გსიამოვნებს. ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო იმის საკეთებლად, რაც გამოგდის. როცა ფულს პატიოსანი გზებით შოულობ, ესეიგი ბევრი კარგი საქმე გააკეთე…

მეტი...

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი განცხადებას ავრცელებს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ილია კვაღინიძე მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვრცელდება ყალბი ფოტოები და უარყოფს ბრალდებას, რომ მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ოდესმე უმუშავია. „დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემს შესახებ, მათ შორის, ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე. ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა, მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს და მე…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ

პარტია “მოქალაქეების” წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ. ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღეს. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.

მეტი...

“საქართველო პირველი 18 ქვეყნის სიაში იქნება, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებენ – გიორგი გახარია” – გიორგი გახარია

საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. პრემიერის განმარტებით, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ქვეყანას დამატებით ექნება კიდევ ახალი ვაქცინები.   გიორგი გახარიას თქმითვე, ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზანია საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ქვეყნის მოქალაქეებს. “ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ…

მეტი...

პრუკარატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დააკავა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები – რ.ა., ი.ა. და ი.ს. დააკავა, ხოლო ორი პირის – ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. “შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი…

მეტი...

“როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის პირობებში” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს ვერ დაექვემდებარება. როგორც მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუნდის ახალი წევრების წარდგენის შეფასებებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფასადური ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგს ვერ უზრუნველყოფს. „ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს არ ექვემდებარება. ისევე როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პირობებში. ეს ფასადური ცვლილებები არაფერს შეცვლის. რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვინც განახლებულ გუნდშია, თანაავტორი იყო იმ საუკუნის ტყუილის, რასაც მალტიდან ვაქცინის მილიონი დოზის ჩამოტანის შესაძლებლობა ერქვა. აქ მიხეილ სააკაშვილის როლზე იყო საუბარი. აბსოლუტურად არასერიოზულია“,- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”…

მეტი...

“საქართველოს მოქალაქემ თავის მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილია პარლამენტში” – გიორგი გახარია

ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქემ ამ ადამიანებს თავისი ადგილი განუსაზღვრა და მათ პრობლემების მოგვარება დაავალა. ამიტომ, დეპუტატის ადგილი უნდა იყოს პარლამენტში: “ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, მე ასე ვუყურებ ამას, რომ დღეს საქართველოს მოქალაქემ თავის მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში, იქ იზრუნეთ ჩემზე, იქ იშრომეთ და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს, ვიღაცას – არა, ვისაც ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ…

მეტი...

“აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი ხარისხობრივი, მაღალი დონის ურთიერთობა არ გვქონია” – გიორგი გახარია

აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი ხარისხობრივი მაღალი დონის ურთიერთობა არ გვქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლობისტურ ინფრასტრუქტურას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ელემენტარული ინფრასტრუქრურა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება როგორც საქართველოში, ისე მის მსგავს და უფრო ძლიერ ქვეყნებშიც. „ლობისტური ინფრასტრუქტურა არის ელემენტარული ინფრასტრუქრურა, რომელიც ყოველთვის იყო, არაფერს ახალს თქვენ ახლა არ ამბობთ. ყოველთვის იქნება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს მსგავს და ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებშიც. რაც შეეხება პანდემიას, თქვენ დააზუსტეთ, პანდემიიდან გამომდინარე ასევე შეგიძლიათ, თუ ასე…

მეტი...

“თავი შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რამაც შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს ხელი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზება ქვეყნისთვის უაღრესად მაღალი რისკის შემცველია. მისივე თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო პროცესებს დაელოდოს. „არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზება, არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვყენისთვის, რადგან ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. ყველას, აბსოლუტურად ყველას, აქ ვერ გამოვყოფ ვერავის. საერთო ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს, საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯის, სიტყვისგან, რამაც…

მეტი...

“უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც” – პრემიერი ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი აღმაშფოთებელია. „შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება, ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“,- განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს.

მეტი...

„არავინ არის დღეს ისე დაინტერესებული  შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად მე“ – გიორგი გახარია

„არავინ არის დღეს ისე დაინტერესებული იმ შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად მე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვის ნაჩქარევი მოხსნა შემდგომ კვლავ დახურვას გამოიწვევს. „არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესს ვმართავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის ცოტა…

მეტი...

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ ამ ვირუსს“ – გიორგი გახარია

„კარგად მესმის, შეზღუდვები, რომელიც ზოგიერთ ქალაქში გვიწევს, რას ნიშნავს თითოეული ოჯახისთვის, თითოეული კომპანიისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ეკონომიკა მეტად გავხსნათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  რეგიონში მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება. „დღეს ჩვენმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული და კლასებში განათლების მიღება. მე დღეს გახლდით ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, სადაც დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა და ბავშვები…

მეტი...

„კოვოდ 19“-მა მომღერალი თემურ წიკლაური იმსხვერპლა

ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა  მომღერალ თემურ წიკლაურის გადარჩენა ვერ შეძლეს. 75 წლის მომღერალი დღეს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კი გუშინ საკმაოდ დამძიმდა. მომღერალი “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.   

მეტი...

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ლექცია გამართა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკის თავმჯდომარემ ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიამ დეტალურად მიმოიხილა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების პროექტი, ენერგეტიკული ბაზრის კვლევის პროცედურები, დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის პროცედურები. „მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათთან დისკუსია, მათი პოზიციების გაცნობა. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას,…

მეტი...

„ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – ბავშვებს ტუალეტი ახეხინეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფაქტი, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი ჩხოროწყუში მოხდა, არასამთავრობოების, ბავშვთა უფლებადამცველების თუ სხვა ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. საუბარია შემთხვევაზე, როცა სკოლის მოსწავლეები მერიაში წაიყვანეს და ტუალეტი გაახეხინეს. როგორც აღნიშნული „აქციის“ ორგანიზატორი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი ეთერ ჯაფარიძე ამბობს, მან თვითნებურად იმოქმედა და ამაში სათაკილოს ვერც ვერაფერს ხედავს. „შემცირების შემდეგ დამრჩა ერთი იდეა, რომ ბავშვებისთვის ჩამედო ეს პატარა მარცვალი. წავედი მეორე საჯარო სკოლაში, შევხვდი სკოლის დირექტორს, შემიყვანა მე-7 კლასში, ბავშვებს ვუთხარი, რომ შრომა იწყება დაბადებიდან. ვიყავი ევროპაში და იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, გარდა იმისა,…

მეტი...

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური პარტია ერთ მთლიან, საკითხზე შეჯერდეს” – საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ მისი სურვილია, საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთ საერთო საკითხზე შეჯერდნენ. ელჩის განცხადებით, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო ქვეყანას დაეხმარება კრიზისი დაძლიოს. “დღეს, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის პოლიტიკური, რეგიონული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი, გამართული. ამასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან, საერთო საკითხზე. ძლიერი, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლიოს. რაც ყველაზე მთავარია, როგორც უკვე ადრეც აღვნიშნეთ, საჭიროა რეფორმები, როგორც საარჩევნო, ისე სხვადასხვა დემოკრატიული მიმდინარეობით. ამ რეფორმებზე უნდა…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამის ადვოკატმა, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართა. პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამაზ ხომასურიძეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა თამაზ ხომასურიძე დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი. ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

მეტი...

“ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერი” – შალვა ნათელაშვილი

ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ სურვილი აქვთ, საქართველო იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ ელიტების მმართველობამ ქვეყანა არა ერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე. „ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ, შევიდეთ გაყალბებული არჩევნების გზით შექმნილ პარლამენტში, თუ მათ ქვეყანაში მოხდებოდა ასეთი ბოროტება, ფალსიფიცირება, იქ გამოჩნდებოდა ასეთი ოლიგარქი, რომელიც…

მეტი...

BioNtech-Pfizer ევროკავშირს ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონით მეტ დოზას გადასცემენ

კომპანიები BioNtech-ი და Pfizer-ი პირობას დებენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონამდე მეტით დოზას გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამა შეფერხებით მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ორი მსხვილი მიმწოდებლისგან BioNTech-Pfizer- სა და AstraZeneca- სგან ვაქცინების შემცირებული რაოდენობით მიწოდებაა, რომლებსაც წარმოებაში პრობლემები შეექმნათ. გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებენ, რომ გერმანიის ცენტრალურ ქალაქ მარბურგში მიმდინარე თვეში ახალ საწარმოს გახსნიან, რაც ყოველწლიურად ვაქცინის 750 მილიონი დოზის წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საერთო ჯამში, BioNTech-Pfizer 2021 წლის ბოლომდე ევროკავშირისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის…

მეტი...

გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური რადარის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში. გარდა ამისა,…

მეტი...

“ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება” – ზურაბ ჯაფარიძე

ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე, – ასე ეხმაურება პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ ლიდერი სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ დღევანდელ განცხადებას. „ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია“ გადასარჩენი, სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი. მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. „გირჩმმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა…

მეტი...

გიორგი გახარია სოფელ ზედა საქარაში ახლად აშენებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში წარმატებები უსურვა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, ორ კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა…

მეტი...

“სამართლიანმა არჩევნებმა” უნდა იზრუნოს მეტ გამჭვირვალობაზე” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა. “როგორც იცით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩაატარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლა და 1 ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა ორ ძირითად მიგნებას – კერძოდ, მათ მაშინ განაცხადეს, პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე. საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების…

მეტი...

“იმედია, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის” – ნათია თურნავა

ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის. “მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება – ეს არის პირველ რიგში არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე მაღაზიები, დიდი ქსელური მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით. აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი სარესტორნო ინდუსტრიები, კაფეები ღია სივრცეების ნაწილში გახსნა და საქალაქო ტრანსპორტის გახსნა, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისისა, ქუთაისისა და რუსთავისა. ეს პირველი ეტაპი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის,” – განაცხადა თურნავამ.

მეტი...

“ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებებს გაითვალისწინებს, ნაწილი კი ქუჩის ტრიბუნის ამარა დარჩება” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩევნების შემდეგ პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან, როგორც სერგეენკო აღნიშნავს, ამავეს მოუწოდებდა ოპოზიციას ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციებიც, როგორებიცაა – ევროპარლამენტი და ევროსაბჭო.  სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს. „არჩევნების შემდგომ პერიოდში, საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არ დარჩენილა, რომელსაც იმის მნიშვნელობა არ დაეფიქსირებინა, რომ ოპოზიცია სწორედ პარლამენტში უნდა შემოვიდეს. არ დარჩენილა ასევე არც ერთი ინსტიტუცია, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭო, რომელთაც ცალსახა მოწოდება არ გაეკეთებინათ. ალბათ, ნაწილი ამ მოწოდებებს ყურად იღებს და პარლამენტში შემოვა, ნაწილი ქუჩის ტრიბუნისამარა…

მეტი...

ადამიანი, რომელიც ქუთაისში აქციის მონაწილეს ეჯახებოდა, მოგვიანებით ტაქსს შეეჯახა

მე – 6 დღეა, ქუთაისში, „თავისუფლების სკვერში“ გრძელდება – აქცია ლოზუნგით „ვადამდელი არჩევნები.“ როგორც აქციის ორგანიზატორი „მედიაცენტრ მთავართან“ ამბობს, ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეს, რამდენიმე დღის წინ, მანქანით ეჯახებოდა ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირი მოგვიანებით ტაქსს შეეჯახა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დაკავებული არ იყო: „პროტესტი უწყვეტად გრძელდება ,გუშინ მოხდა ისეთი ფაქტი, ადამიანი რომელიც ჩვენი პროტესტის მონაწილეს კარავთან მანქანით ეჯახებოდა გარეთ თავისუფლად დასეირნობდა და რომ არა ინციდენტი რომელიც მას შეემთხვა ტაქსს დაეჯახა, ვერც გავიგებდით თუ თავისუფალი იყო,“ – განაცხადა ქუთაისის „ენმ“ – ს პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი გვალიამ „მედიაცენტრ მთავართან.“ პირის…

მეტი...

“თუ „ოცნება”კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს” – “გირჩი”

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ. როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. მათივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ. “ხვალ “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას. “ქართული…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 37 იმერეთში, 28 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 37 იმერეთში, 28 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 194-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პაციენტი.

მეტი...