“ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე” – ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. „გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 127 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 710 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 119 იმერეთში, 79 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 119 იმერეთში, 79 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 148-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 311 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 681, პისიარტესტით – 7 132. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 956 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 247 096 გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი. ამასთან, 28 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 73.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

მეტი...

ჯო ბაიდენი იმიგრაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელ განკარგულებებს მომავალ კვირაში გამოსცემს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმიგრაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელ განკარგულებებს მომავალ კვირაში გამოსცემს, – ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. როგორც მანამდე სააგენტო „როიტერი“ წერდა, როგორც მოსალოდნელია ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულებები აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილების განსახლებას და მიგრანტი ოჯახების გაერთიანებას შეეხება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვა ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მეტი...

“უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე” – ივერი მელაშვილი

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა, რომელიც დღეს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „არაფრისმაქნის, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა“. „ეს მთავრობა წასასვლელია. არაფრისმაქნის, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა. პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ ახლა, მაპატიეთ. ვაანალიზებ იმას, რაც ხდება გარეთ. იმ თემაში, სადაც ჩართული ვარ, იქაც ვიცი რა ხდება. ამიტომ უვარგისები არიან, წასასვლელები არიან“,- თქვა მელაშვილმა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს სასმართლომგირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება…

მეტი...

სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე.  “გავაცანით ის უახლოესი გეგმები, რომელიც პარლამენტში, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში იგეგემება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შემდგომი განვითარების კუთხით. აგრეთვე, საუბარი იყო იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რაც პენიტენცური სისტემის შემდგომი რეფორმირების კუთხით სამუშაო ჯგუფთან, მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობასა და სხვა აქტივობებთან იყო დაკავშირებული.,”- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ. 

მეტი...

Novavax-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახლა ვაქცინას გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო შეაფასებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული, რომელიც, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შევა, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ვაქცინა მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენოს, თუკი მისი დამტკიცება მოხდება.…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ორ ქალაქში ერთად ჩატარდება

სასამართლო პროცესები მცხეთასა და თბილისში – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, ერთდროულად, ორი სხდომა ჩატარდება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დასრულდება. უფლებადამცველის განცხადებით, დაკითხული 96 მოწმიდან საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ვერცერთი საუბრობს. ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულების პროცესზე მოწმეების გამოკითხვა იგეგმება. შესაძლოა, დღეს გამოიკითხოს საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი.

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში ლაბორატორიებს, საავადმყოფოებსა და ბაზრებს მოინახულებენ

უხანში მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი პარასკევს ჩინელ მეცნიერებს შეხვდება. ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წარმომავლობას იძიებენ, გეგმავენ უხანში ლაბორატორიების, საავადმყოფოებისა და ბაზრების მონახულებას. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპერტთა ჯგუფმა უხანში მდებარე საკარანტინო სასტუმრო ხუთშაბათს, 28 იანვარს დატოვა და საველე სამუშაოებს შეუდგა. „ჯგუფი აპირებს საავადმყოფოების, ლაბორატორიების და ბაზრების მონახულებას. საველე ვიზიტები მოიცავს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, ჰუანანის ბაზარს, უხანის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიას“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩება და შეხვდება უხანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირველ…

მეტი...

გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ქონების, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების საკითხს. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო ქონების აქტიური  პრივატიზაცია და ყველა აქტივის რაციონალური გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების სწრაფი აღდგენისთვის, ასევე ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ასევე აღინიშნა, რომ მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფიც…

მეტი...