შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 539 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა…

მეტი...

“როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დაიწყონ ეკონომიკის გახსნა. მისივე თქმით, დღეს არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას იძლევა. „მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც აღელვებს თითოელ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. რამდენჯერმე ვთქვით, მაშინ, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30 პროცენტს გადააჭარბა. დღეის…

მეტი...

“ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დღეის მონაცემებით, შესაძლებელია იმის თქმა, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკის გახსნა დაიწყოს. გახარიას თქმით, პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებებში უნდა აღდგეს სწავლა. “აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.  დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 000 აღებული ტესტიდან დადებითი არის მხოლოდ 723, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი ციფრია, თუმცა ის უკვე მიუახლოვდა 4%-ს. 4 პროცენტი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 127-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი. ამასთან, 27 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი.

მეტი...

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინციდენტის დროს ახლაგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი...

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს…

მეტი...

საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

მეტი...

რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ „ლიბრეში“, კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელები და ფიტნეს ინსტრუქტორები აქციას გამართავენ

რესტორნების, ტურისტული კომპანიების და სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლების შემდეგ, სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელები და ფიტნეს ინსტრუქტორები აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით კანცელარიის მიმართულებით გაემართებიან. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდ პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 1 თებერვლიდან იწყება, თუმცა როდის შეეხება რეგულაციების მოხსნა ფიტნეს დარბაზებს ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. კანომდებლები ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმენენ. მინისტრი დეპუდადებს წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ. ნდობის ჯგუფის წევრებს კითხვები ექნებათ საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ვითარებასა და ორგანიზებულად ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებით ბრძოლის საკითხზეც. სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართება.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ დაკავებულის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა. მისი თქმით, მიესალმება ქართული მხარის ჩართულობას და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის სასიკეთოდ დასრულდება. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საქმეზე დეტალური ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას არ მიუწოდებია. „ადვოკატიც, ცხინვალის მხარეც და საქართველოს მხარეც ადასტურებენ, რომ პროცესი არის უტყუარი. იმედები დიდი გვაქვს, ველოდებით ყველანაირ გადაწყვეტილებას და მივესალმებით ქართული მხარის ჩართულობას. ედავებიან საზღვრის კვეთას და მესაზღვრეებზე თავდასხმას. პროცესზე გაირკვევა, რაზე გაიმართება სასამართლო და რას შეუფარდებენ. ადვოკატთან ვისაუბრე,…

მეტი...

“რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები” – კახა კუჭავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, ქართული მხარე ასევე გეგმავს, ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაამახვილოს ყურადღება. მისი თქმით, ქართული დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ერთი წლის თავზე, კვლავ ხდება საკითხის დაყენება ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან…

მეტი...