“ბრალდება აბსურდული და უსაზიზღრესია” – პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილი

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა“ –  ასე შეაფასა ჟურნალისტებთან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა მისი პატიმრობა. როგორც მელაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, არც კომისიის თავმჯდომარეს. “უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ.…

მეტი...

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ივერი მელაშვილი ამ წუთებში, სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან შეფასებებს აკეთებს. როგორც მელაშვილმა განაცხადა, დანაშაული არ არსებობს, მას არავითარი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია და დარწმუნებული იყო, რომ ეს დღეც დადგებოდა.   “დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ…. დაკავებას კიდეც ველოდი და კიდეც – არა, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს… რაკი მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ყველაფერი დროებითია,…

მეტი...

უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება. ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებით, ნების არსებობის შემთხვევაშიც კი,  მიყენებული ზიანი იმდენად  გამანადგურებელი შედეგის მქონეა, რომ უმეტესწილად მისი გამოსწორება და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის პირვანდელი სახის აღდგენა, შეუძლებელია.  „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და იგი…

მეტი...

ბაზრობები 15 თებერვლამდე არ გაიხსნება

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა დასრულებულია, თუმცა ბაზრობები 15 თებერვლამდე არ გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ბაზრობების გახსნას პირველი თებერვლიდან ითხოვდა, შეთანხმება ვერ შედგა. როგორც „ლილოს“ გენერალური დირექტორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, თარიღი – 15 თებერვალი არ გადაიხედება. „ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია, თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,- აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ. შეგახსენებთ, რომ ლილოში დასაქმებულები საპროტესტო აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ და…

მეტი...

დავით გარეჯის საქმისთვის დაკავებული ივერი მელაშვილი თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს

ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა საპატიმროს დღესვე დატოვებენ. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ივერი მელაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.   როგორც მოსამართლე ლელა კალოჩენკომ სასამართლოზე განმარტა, თანამდებობა, რომელსაც ივერი მელაშვილი იკავებდა, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან. ასევე, ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას სახელმწიფო საზღვრის კვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე აეკრძალათ. შეგახსენებთ, რომ  ივერი მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მეტი...

“ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გამრიყეს” – ადამ კინზინგერი

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გარიყეს. გამოცემა, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის ტრამპის გადაყენების თაობაზე მიმართვის შემდეგ, რესპუბლიკურ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს. „ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ პარტიის განსაზღვრისთვის ეპიკური ბრძოლა გვექნება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. „ენბისისთან“ ინტერვიუში ადამ კინზინგერმა ასევე თქვა, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე არ წუხს, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკური იმპერიის შესაქმნელად არ მიუღია და ისტორია ამას სწორედ ასე განსჯის.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შემდეგი დეპუტატების განცხადებები განიხილა: – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე,…

მეტი...

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ იცერი მელაშვილის თანამდრბობიდან გადაყრნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. როგორც ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, თუკი, სასამართლო მაინც გირაოს გამოიყენებდა,…

მეტი...

“ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მალტის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებისთვისაც არ აქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. „ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა,…

მეტი...

“რა იქნება შემდეგი: „რუსული ბაქო?“ „რუსული თბილისი?“ „რუსული ვილნიუსი?“ „რუსული ვარშავა?“ თუ „რუსული სტრასბურგი?“ – უკრაინის დელეგაცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია. „დონეცკში, უკრაინის დონეცკში, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, დაგეგმილია ფორუმი „რუსული დონბასი“. ისინი აწყობენ ფორუმს „რუსულ დონბასს“ უკრაინის დონეცკში. რა იქნება შემდეგი? რუსული ბაქო? რუსული თბილისი? რუსული ვილნიუსი? რუსული ვარშავა? თუ იქნებ რუსული სტრასბურგი? ეს არის დიალოგი? რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ტოლსტოიმ გუშინ მედიას განუცხადა, რომ უკრაინა არის „ფეიკ სახელმწიფო“ – ეს არის დიალოგი? მანამდე კი მან განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „მახინჯი გნომები“ არიან. ეს არის დიალოგი?“ – აღნიშნა…

მეტი...

“ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო” – პაატა იმნაძე

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს,  55-დან 60 პროცენტამდე კი  დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს. პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ მეტი ინფორმირებულობა და განმარტებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ აზრი შეიცვალოს. „ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების…

მეტი...

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 200-ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა. კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. „საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში…

მეტი...

“რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს” – ივერი მელაშვილი

ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა? არ მესმის. სამსახურიდან გამოვაგდოთო – ეს რა დამიკიდებულებაა, არ მესმის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას. სახელმწიფო ბრალდებამ დღევანდელ პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაც დააყენა. „სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ამან არ იმსჯელოს და მინისტრს ინფორმაცია არ მიაწოდოსო? რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს”,- განაცხადა მელაშვილმა. პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 30 000- 30 000-ლარიანი…

მეტი...

პარლამენტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა.  საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ

მეტი...

პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის 30 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

გენერალური პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებისთვის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30 000-ლარიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.  მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება.

მეტი...

“მითხრეს წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრე, ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ცოტა მოერიდეო” – დეკანოზი თადეოზ სარალიძე

დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც ამბიონიდან მძიმე შინაარსის განცხადებები იქადაგა, “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილში ყველაფერი განმარტა და აღარ აინტერესებს, ვინ რას იფიქრებს. გარდა ამისა, დეკანოზი აცხადებს, რომ ურჩიეს, მწვავე საკითხებზე საუბარს მოერიდოს. “ჩემთვის გუშინდელი დღე იყო უმშვენიერესი და ასე კარგად, მართლა არ ვყოფილვარ… ამბიონიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოისმინოთ. მითხრეს, რომ წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრეო, ასეთ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ცოტა მოერიდეო. მე მეუფე ძალიან მიყვარს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მინდა დავარღვიო ის სიტყვა, რაც მე ვთქვი, მანდ უკვე განმარტებული მაქვს და არ ვისაუბრებ. ყველაფერი დაღეჭილი არის. ვისაც,…

მეტი...

ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ – “კატეგორიულად არა!”

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებით, მას რამდენჯერმე არ მიეცა საშუალება, საკუთარი აზრი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა და სახალხო დამცველს შეხვედროდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „იყო შემთხვევა, როცა ჩემი აზრი ადვოკატისთვის მინდოდა გადამეცა საქმესთან დაკავშირებით და ამის საშუალება არ მომეცა. იყო ასევე მეორე შემთხვევა, შემთხვევათა ერთობლიობა იყო, საზოგადოებისთვის მიმართვის გადაცემა მინდოდა ადვოკატისთვის, რაზეც უარი მითხრეს, რასაც ჩემი გადაბარგება მოჰყვა „მატროსოვიდან“ გლდანში. სახალხო დამცველთან მინდოდა საუბარი, შეზღუდვები იყო და არ მომეცა საშუალება, რაც სახალხო დამცველს ვუთხარი”,- განაცხადა მელაშვილმა. ბრალდებულის თქმითვე, მასსა და მის ადვოკატს შორის ბარიერი იყო და მხოლოდ და…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ილიჩოვა-მელაშვილის პროცესი მიმდინარეობს – შესაძლოა ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. როგორც ცნობილია, პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების პატიმრობას გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. “ის ფაქტი, რომ იყო პატიმრობაში, ხელი ეშლებოდათ ადვოკატებს. საჭირო იყო ამ რუკებზე ემუშავა სპეციალისტს და ეთქვა, რა და როგორ იყო. გარეთ თუ ინება, უკეთესად გაირკვევა ყველაფერი და წარიმართება საქმე. საერთოდ რატომ უნდა იყოს იქ, როდესაც ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია. ვნახოთ რა გირაოს შეუფარდებენ, იყო წარდგენილი შუამდგომლობა სხვადასხვა ცნობადი პირებისგან, გირაო თუ იქნება…

მეტი...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა წევრმა, 36 წინააღმდეგ წავიდა, 24 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ. ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრებმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

მეტი...

“დავადგინეთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად” – პროკურორი

ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა. მისივე თქმით, დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს, მათ შორის, გამოკითხვაზე უკვე ერთი პირია დაბარებული. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში. დღეს არის წინასასამართლო სხდომა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. ჩვენ…

მეტი...

პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის – გირაოთი შეცვლას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. “ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების…

მეტი...

“სასამართლოსგან ველოდები, რომ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ, წინასწარი პატიმრობისგან მაინც” – ივერი მელაშვილის მეუღლე

საზღვრის დემარკაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს განიხილავენ.  ერთ-ერთი დაკავებულის, ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადებით, მელაშვილი და ილიჩოვა უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები. “სასამართლოსგან ველოდები, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ, ყოველ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობისგან მაინც. პროკურორი საუბრობდა, რომ ვითომ რაღაც ჩანაწერი ჰქონდა, რაც დანაშაულს ამტკიცებდა. არადა ჩანაწერი რომ მოვისმინე, იქ არაფერია დანაშაულებრივი პირიქით ამ ხალხის ზრუნვას ამტკიცებს თავის ქვეყანაზე. გვითხრას, რომელ ფრაზაში დაინახა დანაშაული პროკურორმა,” – აღნიშნა ივერი მელაშვილის მეუღლემ.

მეტი...

“ადამიანებს შენივე თავზე უნდა აჩვენო რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, ამიტომ მე ვაქცინას გავიკეთებ” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო მეთოდია. ამიტომ, აპირებს, საზოგადოებას საკუთარი მაგალითით აჩვენოს და ვაქცინა გაიკეთოს. “როგორც პროფესიონალმა ექიმმა, ვიცი ყველა გზა ვაქცინაციის: როგორ არის, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს და ა. შ  ამიტომ, განათლებულ ადამიანს, რომელსაც ეტყვი, რომ შენ თვლი ვაქცინაციას უსაფრთხო მეთოდად, უსაფრთხო მანიპულაციად და შენ ამაში ნამდვილად ხარ დარწმუნებული, შენივე თავზე უნდა აჩვენო. ამიტომ, მე ამ ვაქცინას, რასაკვირველია, გავიკეთებ,”- აღნიშნა ლადო კახაძემ.

მეტი...

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 5 თებერვლისთვის გადაიდო

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ე.წ. სასამართლო პროცესის მომდევნო სხდომა 5 თებერვალს გაიმართება. გახელაძეს უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს.

მეტი...

“ოპოზიციაში ასე თუ ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ და საკუთარი განცხადებები გაიტანონ” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციაში ასე თუ ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ და საკუთარი განცხადებები გაიტანონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მომხრეა, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ, რადგან ეს თავადვე სურთ. „როგორც ჩანს, ოპოზიციაში მანდატებზე ნერვიულობენ. ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები პირადი ემოციის და აზრის დონეზე ეკითხებოდნენ დეპუტატებს, მხარს დაუჭერდნენ თუ არა მანდატების შეწყვეტას. თუ ნერვიულობენ, საკუთარი განცხადებები გაიტანონ და გარანტია ექნებათ, რომ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, სხვაგვარი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია. განსხვავებული…

მეტი...

“თუ ვაქცინის ზიანი დადგა არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტმა დღეს ვაქცინის მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, ეს საკითხი ვაქცინის მომწოდებელი კომპანიების მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნაა, ამ ნაბიჯით ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველო კოვიდვაქცინას ძალიან მალე მიიღებს, რომელსაც მედპერსონალი და საავადმყოფო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. “ვასრულებთ პირობას, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება მალე მივიღოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება. მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო მედპერსონალის და კლინიკის პასუხისმგებლობაზე ყურადღება, შენახვის და მოხმარების წესი აქვს ამ ვაქცინებს. მაგრამ თუ დადგა…

მეტი...

“პირბადის ტარებას თუ არ მივეჩვიეთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს, სამწუხაროდ, ეს რეალობაა” – პაატა იმნაძე

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვების, ასევე აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა, არ არსებობს. როგოც იმნაძემ გადაცემაში სტუმრად ყოფნისას აღნიშნა, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საკმარისი არ არის. „უცხოურ ოფიციალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, როგორ გამკაცრდა ზომები. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაქცინაცია როდესაც…

მეტი...

“სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს, დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, ფქვილის გაძვირება პურის ფასზე აისახებოდა. „მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მხრივ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო და ახლაც დაძაბულია. სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი, კვოტირების ფარგლებში, 25 ევროს გადასახადს აამუშავებს და პირველი მარტიდან ეს იქნება 50 ევრო. ჩვენ გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა დღესაც დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, რომ ამ საბაჟო ტარიფებმა არ…

მეტი...

“ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც რეგლამენტის პროექტის პირვანდელი ვარიანტშია ასახული, მხარს არ უჭერს. თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით განაცხადა, რომ პროექტის პირვანდელი ვარიანტი საკმარისი და ოპტიმალურია. “თავდაპირველი ვერსია იმას ემსახურება, რომ ოპოზიციას, რამდენადაც ის დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გავასწოროთ. ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს. დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დისკუსიას ჩარჩოში ვაქცევ. თუკი პარლამენტი…

მეტი...

“მმართველი პარტიის ლიდერი პოლიტიკას ტოვებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა” – contrepoints

“სტაბილური დემოკრატიული პროცესი, დასავლური პოლიტიკური და სტრატეგიული ორიენტირები და თავისუფალი ეკონომიკა – ეს არის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა ქვეყანაში, რომელსაც დღეს შეუძლია ოპტიმიზმით გაიხედოს მომავლისკენ. მმართველი პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან იმ დროს, როცა ეს კავკასიური რესპუბლიკა უფრო ახლოსაა ნატოსა და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე “- გამოცემა contrepoints საქართევლოზე სტატიას აქვეყნებს.  როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა,…

მეტი...

“ვფიქრობ, კარი არ უნდა დაიხუროს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს” – დავით სერგეენკო

მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიციაა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, დღეს გახდება ცნობილი, აღნიშნულ საკითხზე გაიმართება თუ არა თავისუფალი კენჭისყრა. „რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს. რაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მეტი...

“მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა” – ლევან სილაგავა “მედიაცნეტრ მთავარში” (ვიდეო)

„დღევანდელი რეალობა ის არის, რომ სულ რაღაც 15 დღეში, რუსეთი 25 ევროს საბაჟო გადასახადს აამუშავებს და პირველი მარტიდან ეს იქნება 50 ევრო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ,”საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით გამოცხადებულია ტენდერი საქართველოში ყოველდღიური პურზე ფასის შესანარჩუნებლად: „გარკვეული რაოდენობა გვაქვს ხორბალი შემოტანა და ვცდილობთ საბაჟო ტანის გაზრდამდე დავაგროვოთ მარაგი, თუ სექტემბრის თვეში 200 დოლარად შემოგვქონდა ხორბალი, ახლა არის 300 დოლარი, დღეს, რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, დღევანდელი პურის ფასი იქნებოდა 15 – 20 თეთრით მეტი,ვიდრე დღეს არის, ეს პროგრამა 1 აპრილამდე გრძელდება…

მეტი...

“კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც” – ჯანმო​

კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვირუსის დასამარცხებლად საზოგადოებას სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ინფიცირების შემთხვევები კი, ამ დროისთვის მსოფლიოში 100 მილიონს გასცდა. ხვალიდან მოგზაურებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს ნორვეგია. ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი ავიარეისებს ბრაზილიასთან შეაჩერებს პორტუგალია და კოლუმბია. მარტამდე ვირუსით კიდევ 90 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ შეერთებულ შტატებში. სკოლები მარტამდე არ გაიხსნება დიდ ბრიტანეთში. ვაქცინაციის პროგრამა მომდევნო კვირიდან დაიწყება პაკისტანში, სადაც პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს აცრიან.

მეტი...

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი. „მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტის სამინისტრო, ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო – ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ერთად უნდა ვიზრონოთ. გარდა ამისა, მინდა…

მეტი...

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. „კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის უკვე დაანონსებული უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისა 2021-2024 წლების განმავლობაში- სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს განსაკუთრებით აქტუალურია. მიზანი, რასაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკებისა და მაგალითების დონეზე. ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის, არამედ აუცილებლობაა გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით,…

მეტი...