შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა. “შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შშეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 981 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან…

მეტი...

ჯანმოს ექსპერტები უხანში გამოძიებას იწყებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ. 13-კაციანმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს. COVID-19-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 101 მილიონს მიაღწია, რეკორდულად იზრდება პანდემიით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა, მსოფლიოში COVID-19-მა 2 170 000 ინფიცირებული იმსხვერპლა. დღეისათვის მსოფლიოში COVID-19-ზე ვაქცინაცია 70 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. რაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტთა განცხადებით, კოვიდინფიცირებისა და ლეტალობის ყოველდღიურ ახალ შემთხვევებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნებმა პანდემიის მართვის მიზნით, მკაცრი ლოკდაუნი აამოქმედეს. მათ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 340, იმერეთში 89, კახეთში 75

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით 27 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 27 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 108-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  1 081 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 007 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 627, „პისიარ“ ტესტით – 7 380. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 255 564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 245 527 გამოჯანმრთელდა, 3 108 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 842 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 347 პირი. ამასთან, 26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი.

მეტი...

“დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია, ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას” – მიტროპოლიტი დანიელი

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ ბავშვების გარკვეული კატეგორია უმჯობესია მცირე ასაკში მოკვდეს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტის განცხადებით დეკანოზის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეულ სწავლებასთან და შესაბამისი პაუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს: “მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას,”- ნათქვამია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში.

მეტი...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე და იმ გეგმებზე ისაუბრებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ მთავარ ასპექტებზე, რომელიც აქვს ეროვნული ვაქცინაციის გეგმას. ისაუბრებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებზე და იმ პერიოდზე რომელზეც გათვლილია ეს ვაქცინაციის გეგმა. „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგინოთ ის პოზიტიური შედეგები და მართლაც მნიშვნელოვანი…

მეტი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს ჩამოვა

საქართველოს დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ​ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს შეხვედრებს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ჯავად ზარიფი საქართველოში ​რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. 

მეტი...

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს კანონმდებლები პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. ინიციატივას დეპუტატები საბოლოოდ ხვალ, შენიშვნების საკომიტეტო სხდომაზე განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ. რიგგარეშე სესიაზე დღესვე დეპუტატები იმსჯელებენ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იმუშავებს. განხილვის თემა იქნება ახალი ნარკოპოლიტიკაც. საუბარია 8 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომლის ოდენობისა და სასჯელის განსაზღვრა იცვლება. “ჩვენ განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც კომიტეტზე მივიღეთ. ამით ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ ბერკეტებს, რომელიც მისცემს საშუალებას საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავიანთი როლი რაც შეიძლება მაღალი ხარისხით შეასრულონ. ასევე იქნება განხილული ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები. იცით, რომ ჯანდაცვის …

მეტი...

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ”პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მან აღნიშნა, რომ რუსეთსა…

მეტი...

„ვიდრე არ მოხდება რუსთაველის პარალიზება, არაფერი გამოვა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

“ხვალ დარწმუნებული ვარ გამოგვიცხადებენ რუსებისგან აფხაზებს უნდა უყიდონ ელექტრო ენერგია ამას კი შემოგვაპარებენ, აი აფხაზეთი საქართველოა და სანაცვლოდ ირაკლი ბებუას გათავისუფლებასაც არ მოითხოვენ, ადამიანი, რომელმაც დაწვა ოკუპანტების დროშა და 9 წელი მიუსაჯეს,“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. პოლიტიკოსი თვლის, რომ ხალხი ქუჩაში უნდა გავიდეს. „სანამ რუსთაველი არ გვექნება პარალიზებული, სანამ ამათი კომფორტის არეალიები არ გვექნება პარალიზებული, სამთავრობო შენობები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. თითოუელმა ჩვენთაგანმა თავის თავს უნდა მოკიდოს ქეჩოში ხელი და გამოიყვანოს გარეთ,” – აცხადებს ოქრუაშვილი.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ლაბორატორიულად ვირუსი ბოლო ერთ წელიწადში 100 243 101 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 2 156 850 ადამიანი. „როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ შვიდ წამში ერთი ადამიანი „კოვიდ-19“_ით ინფიცირდება და ყოველდღიურად თითქმის 668 250 შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა მსოფლიოს 56 ქვეყანაშია დაწყებული.

მეტი...

პარლამენტი დღეიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს

პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს. 28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტისგან შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა…

მეტი...

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ზაფხულის დასასრულისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 300 მილიონი ამერიკელი მიიღებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ვაქცინაციის პროგრამები და აშშ დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს. „ეს საკმარისი იქნება, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, შემოდგომის დასაწყისისთვის 300 მილიონი ამერიკელის ვაქცინაცია მოხდეს. ეს იქნება ყველაზე რთული საოპერაციო გამოწვევა, მაგრამ დახმარება მოდის“, – განაცხადა პრეზიდენტმა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 425 062 ინფიცირებული.

მეტი...