ევროსაბჭომ ვაქცინაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

115, 2-ის წინააღმდეგ – რეზოლუცია ვაქცინაციის ეთიკური, იურიდიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ მიღებულია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანხმდება, რომ გლობალურ პრობლემას, რასაც პანდემია წარმოადგენს, თანამშრომლობით და სოლიდარობით უნდა გაუმკლავდნენ. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ვაქცინა მსოფლიოში სამართლიანად უნდა გადანაწილდეს და მასზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს, პრიორიტეტების დაცვით.  დეზინფორმაცია და ვაქცინაციის მიმართ ნდობა – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც მსოფლიოს სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაა კომუნიკაცია საზოგადობასთან გააქტიურდეს, რათა ადამიანებმა აცრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. რა პრობლემები შექმნა საქართველოში კოვიდ 19-მა და როგორ უმკლავდება გლობალურ გამოწვევას ქვეყანა – რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 წუთში ასამბლეის წევრებს ინფორმაცია…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რომელზეც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც იყო საუბარი. „მან პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა მიულოცა. ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პირველი, რისი იმედიც გამოთქვა, რომ შემდეგ სესიაზე, აპრილში ვიხილავთ დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ისე საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე,…

მეტი...

არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და რომელთა მიზანია, დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს. „ამ მიზნით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, სხვა რეგულაციებთან ერთად, როგორიც არის მათ შორის რიგების მართვა და მაღაზიაში ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. კერძოდ, ყველა…

მეტი...

“როგორც ექიმი, ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ” – თენგიზ ცერცვაძე

გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა, მაგრამ როგორც ექიმი, ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანამ არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ზაფხულში დაუშვა, როდესაც თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. „ერთი მხრივ, ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ნაწილობრივი ლოქდაუნის და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში. ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ამ ტენდენციას ვერ დავუჭერ მხარს. მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების…

მეტი...

“მკაცრად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობენ ვაქცინის გაკეთებაზე” – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობაზე

ვაქცინა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ცერცვაძის თქმით, ამის შესანიშნავი მაგალითია, რომ ერთი წელია, პანდემია გრძელდება, მობილიზებულია უზარმაზარი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, ქვეყნები აკეთებენ მაქსიმუმს, რაც შეუძლიათ და იმაზე მეტს ვერ მიაღწიეს, რასაც ვხედავთ. „მათ მიაღწიეს იმას, რომ სიკვდილობა 20%-დან ჩამოვიდა 2-3%-ზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს შემთხვევების სერიოზულ შემცირებას და ამას თან მოსდევს უამრავი დისკომფორტი, ლოკდაუნები, აკრძალვები, შეზღუდვები, ეკონომიკის რეცესია, ადამიანების უკმაყოფილება, სასწავლო პროცესის შეწყვეტა და ცხოვრების დონის გაუარესება. პრაქტიკამ გვიჩვენა, ვიდრე არ შემუშავდება ეფექტიანი ვაქცინა და შემუშავებულია უკვე; ვიდრე არ მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის –…

მეტი...

“შესაძლოა ხვალ დაკავებულები გაათავისუფლონ” – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები

ხვალ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დაკავებულები გაათავისუფლოს. ორივე დაკავებული დღეს ადვოკატმა ციხეში მოინახულა. “დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალიდნელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის, რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი მზად არის გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, გარდა პატიმრობისა. მზად არის პასპორტი ჩააბაროს, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე, გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას,”-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. “ივერი…

მეტი...

ქალი რომელიც დღეს ხიდიდან გადახტა, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრია

50 წლის ქალი, რომელიც დღეს ახალქალაქში ხიდიდან გადახტა, ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის ძმის მეუღლეა. ენზელ მკოიანის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლაა. “წელს ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს, ეს ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჯერ შარშან, 4 ოქტომბერს მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 1 წლის წინ პროკურატურაში საქმე არ აღძრულა. 2020 წელს მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, შვილთან სატელეფონო საუბარს მოითხოვდა. ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო. შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გააჩერეს. ამის შემდეგ მისმა გულმა ვერ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა,”-აცხადებს მკოიანი.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ლეიბორისტული პარტიიდან“ შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათ განცხადებებზე დღეს კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს მმართველი გუნდის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კომიტეტმა განცხადებების ნამდვილობა დაადასტურა და საკითხს მხარი დაუჭირა. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხალხმა ხმა მისცა, რომ საკუთარი უფლებამოსილება შეასრულონ პარლამენტში. პარლამენტის გადაწყვეტილებას კი ვნახავთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. კომიტეტის დასკვნა 2 თებერვლის პლენარულ სხდომას წარედგინება. სწორედ 2 თებერვალს დადგება ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკითხი…

მეტი...

“სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების ამოცანაა შეზღუდვები ისე შეამსუბუქოს, რომ ამან ეპიდვითარება კიდევ უფრო არ გააუარესოს. „ეკონომიკა არ არის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი. ეკონომიკა არის ყველა ბიზნესგარემოს ფუნქციონირება და პირველ რიგში, ეს უსაფრთხო უნდა იყოს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც სარესტორნო სფეროსგან, ასევე სავაჭრო ქსელისგანაც, როდესაც ნოემბერში შეზღუდვები ჯერ კიდევ დაწესებული არ გვქონდა…

მეტი...

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. ამ რეგულაციის კანონმდებლობაში ასახვას ვაქცინის მწარმოებლები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგანაც ითხოვენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.…

მეტი...

ერთი წელი კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვიდან

მსოფლიომ ერთი წლის წინ კობი ბრაიანტი დაკარგა. 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში ავიაკატასტროფის შედეგად ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი შვილი ჯიანა და ბორტზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა. ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ „შავი მამბა“ მისმა მეგობრებმა, საკალათბურთო სამყაროს ცნობილმა წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მეტი...

„არ ყოფილა გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის წაყვანა ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს“ – კახა კუჭავა

„ვიცე პრეზიდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა, შემოთავაზება გაკეთდა ირაკლი კობახიძეზე – ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ძალიან კარგად იცნობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს შეთავაზეს სხდომის წაყვანა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა. კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეის პლენარულ სხდომას დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასაბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე უძღვება.

მეტი...

“საქართველო იმედს ამყარებს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების დროული შემოტანა უზრუნველვყოთ” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია მაშინვე, როგორც კი ვაქცინა შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კოვიდ 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა უკვე დაამტკიცა და იმუნიზაცია საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადდა. „საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმისთვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. იმუნიზაცია საქართველოს ეროვნულ…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, ის არის ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებს ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილზე” – არჩილ თალაკვაძე

დღემდე, მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკურ პროცესში უკანონოდ მონაწილეობს, რასაც ჰქვია საარჩევნო კამპანიები და საქართველოში რეგისტრირებული ჩრდილოვანი მართვა, ის არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი რადიკალური ოპოზიციის ნაწილია“. „ჩვენ ვხედავთ, ამ პარტიის შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, ვისაც პრაგმატული და ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ დღეს არსებულ რეალობასთან, გადაწონიან და ისინი გახდებიან გადაწყვეტილების მიმღები. მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც საქართველოში არ სურს არჩევნები, სტაბილური პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის…

მეტი...

“ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება” – არჩილ თალაკვაძე

“დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.   “დღევანდელ დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი...

“იაგო ხვიჩიას განცხადებაზე სერიოზული პასუხი გამიჭირდება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, იაგო ხვიჩიას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. საუბარია ხვიჩიას იმ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ოცნება“ ქართულ პარლამენტარიზმს ანგრევს. „მის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გამიჭირდება, ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გავუგზავნო საქართველოს კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, სადაც მისი განცხადების ზუსტად საპირისპირო წერია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა,  რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.

მეტი...

“ქვეყანაში ვითარება დინამიურად უმჯობესდება, დადებითობის მაჩვენებელი იანვრის განმავლობაში გვაქვს 8.5 პროცენტი” – ამირან გამყრელიძე

დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მასთან ერთად, არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდში თავისუფალი ადგილები, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა ამ მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. „ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო…

მეტი...

“კვირის ორი დღე მობილობა მნიშვნელოვნად დაეცეს, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა” – ეკატერინე ტიკარაძე

ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, კვირის ორი დღე მობილობა მნიშვნელოვნად დაეცეს, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებტან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ სახელმწიფოს მიდგომაა, გადადგას მეტი ნაბიჯი ეკონომიკის გახსნისკენ. ​ „ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავხსნათ სრულად აჭარა და დავაკვირდეთ იქ მიმდინარე პროცესებს; შევინარჩუნოთ დადებითობის მაჩვენებელი ისეთი დაბალი, როგორიც დღესდღეობით გვაქვს და ჩვენ გვაქვს ეს მაჩვენებელი სამ პროცენტზე ნაკლები. დღეს გვქონდა კომუნიკაცია და ავხსენით, თუ რა არის სახელმწიფოს მიდგომა. ეს არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი ნაბიჯი გახსნისკენ…

მეტი...

“ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ” – ნათია თურნავა

წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რამ განაპირობა არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ჯერჯერობით ძალაში რჩება. „არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ის სფერო, რომლებსაც ყველაზე პირველებს ვხსნით. 1-ელ თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნებიან. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. პირველი, რომ წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და კარგად…

მეტი...

“1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა – აღდგება გასახდელების ფუნქციონირება” – მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება. „დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების მეპატრონეებთან. ბუნებრივია, ეს არის ის ბიზნესი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, ქუთაისშიც და რუსთავშიც. ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა შეეხო იმას, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ ქსელებმა, რომ ინფექციის სწრაფი გავრცელება არ დავუშვათ. ძალიან კარგად გავიხსენეთ ყველამ ის…

მეტი...

“მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ” – ტედროს გებრეიესუსი

მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება. „ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“,  – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება. ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი.

მეტი...

“2024 წელი მოვა, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე შეიძლება გაიმართოს. „მოლაპარაკება შეიძლება გაიმართოს ერთადერთ საკითხზე, ახალი არჩევნების თარიღი, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით ჟვანიას გარეშე. მანდატები რომ არ შევიწყვიტოთ, მერე შეექნება მოლაპარაკებებს პრობლემა, მერე გვეტყვიან, პარლამენტი შედგა, მანდატები არ შეიწყვიტეთ, რა გინდათ ახლა? 2024 წელი მოვა, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი, ამასობაში ქვეყანა დაიცლება. მერე იქნება სწორედ უაზრობა, მოლაპარაკება. გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა დასაშვები საშუალება მასობრივი სახალხო მოძრაობის სახით ჩვენი ქვეყნის ყველა ქუჩაზე, ყველა სოფელსა და ქალაქში, რა თქმა უნდა, დიდი საერთაშორისო მობილიზაცია ჩვენი…

მეტი...

“ოპოზიციას ხახლი ქუჩაში ვერ გამოჰყვას…თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან და თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!” – მეუფე იაკობი

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, – ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან. „უფალსა და წმინდა ნინოს შევთხოვ, ქართველებს, აბსოლუტურად ყველას, გონიერება და გონიერი გული გვქონოდეს ყველასთან, გაგვეკეთებინოს ის, რომ საქართველო…

მეტი...

პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს. არსებული ინფორმაციით კახეთში დაინიშნა გურიის პოლიციის მოქმედი უფროსი კახა მურადაშვილი. მას სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე შეცვლის. ვინ იქნება სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი, ჯერჯერობით, უცნობია. შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მერაბ ბერძენიშვილის მოადგილე შეასრულებს.

მეტი...

„ვადამდელი არჩევნები, სანამ დროა“ – ქუთაისში აქცია გრძელდება

„ბრძოლა იქნება უკომპრომისო და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი გვალიამ განაცხადა. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება ქუთაისში და მას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეურთნდნე, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო კარავი ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე იქნება გაშლილი: „უზურპატორი ხელისუფლება უნდა დასრულდეს, ამ ბრძოლაში ქუთაისი თავის სიტყვას იტყვის,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

„ეკლესიამ, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ოპოზიციას ქუჩაში ხალხის გამოყვანა არ შეუძლია. მისი თქმით, შესაძლოა, სასულიერო პირების ჩარევაც გახდეს საჭირო და მათ იმაზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ, ვიდრე მთლიან ოპოზიციას.    „რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ. დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს შერიგება, დიდი შერიგება. აბსოლუტურად, საქართველოს…

მეტი...

ბიზნესი მთავრობას ხვდება

ყველას ერთიანი მოთხოვნაა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები, ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავენ. ტრანსპორტის თემა ერთ-ერთია, რომელიც ყველასთვის საერთოა.    შეხვედრა მთავრობის ეკონომიკური გუნდთან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ბიზნესი ასევე ითხოვს, მუშაობის შესაძლებლობა მისცენ ყოველ დღე,  შაბათ-კვირის ჩათვლით; მისცენ შეღავათები ქონების გადასახადზე და გადაიწიოს ე.წ. კომენდანტის საათი.

მეტი...

„10 000-მდე კვების ობიექტიდან მხოლოდ 10% ფუნქციონირებს, ბიზნესი თანამშრომლებს დაითხოვს, ის ლიკვიდურია“ – რესტორატორთა ასოციაცია

„რესტორნები ავტომატურად  დაიხურება, დიდი უმრავლესობა კი უკვე დახურულია“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ გააკეთა მისი თქმით, ათასობით კვების ობიექტიდან მხოლოდ 10-% ფუნქციონირებს და ისინიც ყოფნა-არყოფნის წინაშე დგანან. „როდესაც პერსპექტივაში არ არის გახსნა, ბიზნესი თანამშრომლებს დაითხოვს და ეტყვის, რომ მას მეტის გადახდა არ შეუძლია. ეს არის ერთი პრობლემა; მეორე – როდესაც, საქართველოში არსებული რესტორნების 95% იჯარითაა აღებული, ეს იჯარა, პანდემიიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში არის შეღავათით, რიგ შემთხვევებში კი შეღავათის გარეშე. ის რესტორნები, რომლებიც შეღავათის გარეშე ფუნქციონირებდნენ, უკვე გამოუშვეს ფართიდან. ვინც შეღავათითაა, მოიჯარე ამ შეღავათს მეტს ვეღარ აგრძელებს,…

მეტი...

თბილისის მერია 180 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. „ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის, 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები. თუმცა, ამით ვერ მივაღწევთ იმას,…

მეტი...

თუ ტაქსს ტექინსპექტირება არ ექნება, ნებართვა გაუუქმდება

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით,…

მეტი...

„ტურისტები ეპიდემიოლოგების სახლებში დაისვენებენ და ბაზრებში ივლიან, რომ იკვებონ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს ეპიდემიოლოგების აბსურდს უკავშირებს და ამბობს, რომ მათთვის ამ აბსურდის რეალობა დასამტკიცებელია. როგორც ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, წარმოუდგენელი აბსურდია, როცა ზამთარში საზღვაო კურორტი იხსნება, ზაფხულში კი სათხილამურო.       „შეგვიძლია, ყველაფერი გადავწიოთ, მაგრამ ბუნებრივ რეალობას ხომ ვერ გადავწევთ.  ზამთარი გუდაურში იწყება ნოემბრიდნ და მთავრდება მაქსიმუმ მარტამდე.  დღეს თუ არ გაიხნა მთის კურორტი, როგორ შეიძლება გუდაურს შესაძლებლობა მიეცეს, იარსებოს? გაიხსნა ზღვა ზამთარში და გვეუბნებიან. რომ მთის კურორტებს გახსნიან ზაფხულში. მე ამ ლოგიკას ვერ მივყვები. იხსნება ცა და არ იხსნება სასტუმროები და რესტორნები . ველოდებით ტურისტებს…

მეტი...

“კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1500-მდე ოჯახი დაკმაყოფილებულია, 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები დაუკანონდა” – კახა კალაძე

საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიამ დაახლოებით 1400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა. “მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა დაკანონების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მისი დაკანონება ვერ მოახერხეს. ჩემი მერობის პერიოდში 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები ერთ ლარად გადავეცით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს…

მეტი...

“კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. “რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა,” – აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. “მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას…

მეტი...

“სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროცესში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არასდროს დამიყვია” – კახა კალაძე

არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენ ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში დახმარებების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი წერილი შემოდის. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნული თემით კონკრეტული ტელევიზიებისა და ოპონენტების მხრიდან მანიპულირება ხდება. „რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იყოს ქვეყანაში, თუმცა…

მეტი...

„გამოვდივართ ქუჩაში რადიკალური ფორმებით“ – ქუთაისში “დაუმორჩილებლობის კარავი” იშლება

ქუთაისში დღეიდან საპროტესტო კარავი დაიდგმება. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აწყობენ, მათი თქმით ქვეყანაში დიქტატურა უნდა დამთავრდეს.“ „ვაპროტესტებთ საქართველოში რაც ხდება, ხმები და სახელმწიფო მიტაცებულია ივანიშვილის და მისი ბადნ ფორმირებების მიერ, რასაც ხელისუფლებას უწოდებენ გამოვდივართ ქუჩაში რადიკალური ფორმებით,“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ქუთაისის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, ირაკლი გვალია. ამ წუთებში ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება.

მეტი...