საგარეო საქმეთა მინისტრს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კოვიდინფიცირებულია. როგორც მინისტრი საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ წერს, თვითიზოლაციაში იმყოფება.     “მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები”, – წერს მინისტრი.  

მეტი...

„ვაქცინის გაკეთებას 10-დამ 4 ადამიანი აპირებს, რაც ძალიან ცოტაა“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება რთულია, რადგან, მოსახლეობა ვაქცინას უნდობლობას უცხადებს და მის გაკეთებას არ აპირებს.   „ვაქცინა რომც შემოვიდეს, 10-დან მხოლოდ 4 ადამიანი აპირებს გაკეთებას. ეს შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს. 40% ძალიან ცოტაა და ის ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობაში მასიურ იმუნიტეტს და პანდემიის დამარცხებას. ამიტომ, ყველას ძალისხმევის გაერთიანებაა საჭირო. ყველამ ერთად უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებაში. ვაქცინა აუცილებელია და ის არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.      შეგახსენებთ, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოს…

მეტი...

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ბიზნესის“ – მაია ცქიტიშვილი

„ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს ისეთი სახით წარმართული პროცესი,რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“ – ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ეპიდემია წარმატებით უნდა იმართოს. „ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება“ – აღნიშნა მან. ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზე შეხვედრის…

მეტი...

შესაძლოა, საქართველოში ვაქცინირებული და ვირუსგადატანილი ტურისტები შემოვიდნენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე კვირას, მთავრობის ეკონომიკური გუნდა ტუროპერატორებს შეხვდება, რის შემდეგაც გადაწყდება ტურისტული ნაკადის მართვა როგორ მოხდება. „თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. ამ კვირაში ერთ-ერთი შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია გავლილი ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა. ამაშიც დავეხმარებით ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება კონკრეტული მოთხოვნები“ – აღნიშნა მინისტრმა. ვაქცინირებული  და „კორონაგადატანილი“ ტურისტების საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ინიციატივა „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ფრენების გახსნას აზრი არ აქვს, თუ ქვეყანაში რესტორნების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის…

მეტი...

შსს-ს გენინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ – გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„დღეს 250 000 ადამიანი არის სახელმწიფო კმაყოფაზე“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ ვთავაზობთ რომ ეს ადამიანები შესაძლოა დავასაქმოთ და ამ ხალხმა შეძლონ საკუთარი თავის რჩენა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე თვლის, რომ სარესტორნო ბიზნესი დი ხანს ვეღარ გაძლებს და ავტომატურად მოხდება ბიზნესის ლიკვიდირება. „დღეს 250 000 ადამიანი არის სახელმწიფო ხარჯზე და ამ რაოდენობის ადამიანის განაცხადია დაწერილი სუბსიდირებაზე. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც ჩაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქართველო მე – 8 ადგილზეა, სადაც ყველაზე მკაცრი რეგულაციებია მიღებული. ვერ გადაიტანს ამას ქვეყანა და ვერ გადაიტანს ბიზნესი, როდესაც ბიზნესი უყურებს, რომ პერსპექტივა არ გააჩნია ამ სფეროს, რომ მომავალში…

მეტი...

“რეგლამენტის ცვლილება არ არის რევერანსი საპარლამენტო ოპოზიციისადმი” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება და ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები არ არის მათ მიმართ რევერანსი. „რეგლამენტის ცვლილება იმით კი არ არის გამოწვეული, რომ მცირე რაოდენობით წარმოდგენილ ოპოზიციას რაიმე რევერანსი გავუკეთოთ, არამედ იმით, რომ პარლამენტმა, როგორც სახელმწიფოს საგანგებოდ მნიშვნელოვანმა სტრუქტურამ, ფუნქციონირება არ გააგრძელოს იმავე რეჟიმში, როგორიც ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს უნდა, პარლამენტი რომ იყოს. ანუ, ისინი პოლიტიკური საბოტაჟის ხელშეწყობისკენ მოგვიწოდებენ, ამ მიმართულებით განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ, ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც დაარწმუნონ. მაგრამ რეალობაა, რომ ქვეყანას სხვა რამე სჭირდება და ეს არ არის „ქართული ოცნების“…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. “ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები!”, “ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ”- ამ სლოგანით აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები არაკანონიერია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამასთან, აქციაზე სიმბოლურად იყიდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი ნივთები.

მეტი...

“მივმართავთ “ოცნებას”, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია” – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მმართველ გუნდს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.  “ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ “ოცნების” მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.  მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ – პოლიტპატიმრების…

მეტი...

„სამ მუშკეტერს“ არ ესმით, ბიზნესის შემოსავალი არ განისაზღვრება 200 ლარით“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გაიხსნა ზღვა ზამთარში და მთის კურორტებს ხსნიან ზაფხულში, რაღაც აბსურდში ვართ, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ქვეყნის გახსნის სადავეები ეპიდემიოლოგების ხელშია, მისივე განცხადებით ეკონომიკის სამინისტროში ზუსტ განმარტებებს არ იძლევიან, თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები. ბურჯანაძე ამბობს, რომ „ქვეყანა აბსურდშია.“ „გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში, ეს კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმშია,  მოთხოვნა იყო ეპიდემიოლოგებთან შეხვედრა, სამწუხაროდ დღეს მართვის სადავეები ეპიდემიოლოგებს აქვთ, ეს ჩანს ბევრი ნიუანსიდან. ჩვენ უნდა ავუხსნათ ეპიდემიოლოგებს, რომ ეს არ არის რაღაც განყენებული ბიზნესი და საზოგადოებაზე არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ ეპიდემოიოლოგიური კუთხით.…

მეტი...

“ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის, ევროკავშირის წევრი” – THE TIMES ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს

„2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ახალშექმნილი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიან მმართველობას“,- ამის შესახებ გამოცემა „THE TIMES“ წერს. ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს. „აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას ნატოში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა…

მეტი...

“ირაკლი კობახიძეს ყველა იცნობს როგორც მაღალი დონის პროფესიონალს” – კახა კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის მეორე ვადით არჩევა არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ საქართველოსთვის აქტუალური საკითხები საერთაშორისო ტრიბუნიდან გააჟღეროს. „ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ასამბლეაზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ირაკლი კობახიძეს ყველა ძალან კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. გუშინ, ჩვენი შეხვედრის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც ცალსახად აღნიშნა, რომ მას ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის იმედი აქვს. ასამბლეის მხრიდან მთლიანად დელეგაციის მხარდაჭერა მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უკვე ბიუროს სახელით თუ ნებისმიერი…

მეტი...

მიმდინარე სეზონზე, საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა

გასული წლის 8 დეკემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში, გასულ კვირაში სეზონური ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია ბე ტიპის ვირუსზე. ა ტიპის გრიპის ვირუსის, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ამ სეზონზე ჯერ არ დაფიქსირებულა. სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გასული კვირის სიტუაციას ასახავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუსის გარდა, ვეყანაში ასევე ცირკულირებს ბოკავირუსი, რინოვირუსები და სხვადასხვა სეზონური ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, ა ტიპის ვირუსი კი საერთოდ არ ფიქსირდება. მიზეზად სპეციალისტები…

მეტი...

“ამ დარღვევებმა, ასევე, აჩვენა, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა” – კახა კუჭავა

ხვალ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას, რომლის დროსაც, რუსეთის დელეგაციის წევრები იტყვიან, რომ ისინი იმსახურებენ საპარლამენტო ასამბლეის წევრობას, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ასამბლეას, ამ ინსტიტუციას ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუციას? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერმა კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ მათი უპატივცემულო დამოკიდებულების ნათელი დემონსტრირებაა. კუჭავამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს…

მეტი...

„მცირე და საშუალო ბიზნესი, უბრალოდ გაკოტრდება“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„მალე ჩვენ 13 მილიონი გვექნება გასასტუმრებელი და ეს იმ ფონზე, როცა ეკონომიკა არ გვაქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა. ივა ჭყონიას მიაჩნია, რომ სარესტორნო სექტორმა რესურსი ამოწურა, იგი იმ მოცემულობაზეც საუბრობს, რაც დღეის მდგომარეობით ქვეყანას ეკონომიკის კუთხით გააჩნია: „რესტორნები ელოდებიან გახსნას და უღირთ რომ იჯარის საფასური გადაიხადონ, ეს მათთვის ზარალია, მაგრამ მომავლის იმედად აკეთებენ ამას, ამ ადამიანებმა ეს რესურსიც ამოწურეს, რაც უფრო ღრმად ჩავარდება ადამიანი ჭაობში, მით უფრო ძნელია ამოყვანა. მალე ჩვენ 13 მილიარდი გვექნება გასასტუმრებელი და ეს იმ ფონზე, როცა შიგნით ეკონომიკა არ…

მეტი...

შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ფაიგ გულიევთან. ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.

მეტი...

“ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს. მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა. „გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი…

მეტი...

“იაგო ხვიჩია რომ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე მეტყველებს” – გოგა ხაინდრავა

იაგო ხვიჩიას რაც შეეხება, სასაცილოა, რასაც ვუყურებთ. არანაირი კავშირი მათ პოლიტიკასთან არ აქვთ, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ თემის კომენტირებისას. „ეს არის სექტა, ყველა ეპისკოპოსია და რეზინის ეკლესია აქვთ, ჯარიდან ხალხს ათავისუფლებენ და ა.შ. ზუსტად ამ პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე და დეგრადირებაზე ის მეტყველებს, რომ იაგო ხვიჩია არის პოლიტიკური ფიგურა და მთელი საზოგადოება, როგორც წარმოუდგენიათ მედიასაროსკიპოებს, არის გატრუნული იმის იმედით, რომ იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი შევლენ პარლამენტში; არის ერთი ვნებათაღელვა – ჯანდაბაში გზა ქონიათ. არანაირი საჭიროება და სიკეთე პარლამენტში მათი ყოფნისგან არ იქნება, ამიტომ იმ ჭაობში უნდა…

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს. “მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს…

მეტი...

“ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა. „ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – აცხადებს ტიკარაძე. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ამასთან, როგორც ტიკარაძე…

მეტი...

„ქვეყანა უნდა გაიხსნას, მორჩა! – კონკრეტული მოთხოვნები აღარ გვაქვს“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„ბიზნესი მზად არის თავის თავზე, თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს, აქ მთავარია იყოს მთავრობის ნება, გადაწყვეტილების მიმღები არის მთავრობა და არა ეპიდემიოლოგები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა. ჭყონია თვლის, რომ ხელისუფლება ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მისივე მოსაზრებით მალე ყველა სექტორი გაკოტრდება: „ ვართ ბიზნეს – სექტორი, რომელსაც გვაქვს პრობლემები, ეს ჯაჭვია და ვისაც არ ეხება იმათაც შეეხება, ნებისმიერ სექტორს სერიოზული პრობლემები აქვს. მთავრობა არის პასუხისმგებელი გახსნას ქვეყანა. მთავრობას იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველა მოვლენაზე რა ხდება ქვეყანაში ხარ პასუხისმგებელი. ქვეყანა უნდა გაიხსნას, მორჩა – კონკრეტული…

მეტი...

ირაკლი ფანგანს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გირაოს გარდა ფანგანს  დამატებით ვალდებულებები დაეკისრა. ირაკლი ფანგანს ეკრძალება დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაცია და საქმის დასრულებამდე ეზღუდება საზღვრის კვეთის უფლება. დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფანგანის უფლებადამცველის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ცვალებადია” – ეკატერინე ტიკარაძე

ოთხპროცენტიანი მაჩვენებელი არ არის ერთადერთი, თუმცა არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ. ეს მაჩვენებელი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ ოთხპროცენტიან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. „ამასთან, ინციდენტობას ვაკვირდებით, როგორ 7-დღიან, ასევე 14-დღიან ჭრილში, ვინაიდან, დადებითი დინამიკა დინამიკა 7-დღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური, აქედან გამომდინარე, ვუყურებთ 14-დღიან ჭრილშიც და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა არის ცვალებადი მაჩვენებელი. აჭარაში გვაქვს ოთხ პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი,…

მეტი...

“კაჩაობა” მართლა არ მოსულა…” – მეგრელიშვილი ნიკა მელიასა და იაგო ხვიჩიას კონფლიქტზე

მუქარა, თუ გაუგებრობა – იაგო ხვიჩია ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტის დროულად და საჯაროდ გარკვევის მომხრეა. მანამდე კი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი “კურიერთან” ორი პოლიტკური პარტიის თავმჯდომარეებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზს ყვება და აცხადებს, რომ იარაღის ტარების უფლება ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუმცა “კაჩაობა არ მოსულა”. “ნიკასთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ერთად ვიაროთ შეთანხმებისკენ, ანუ მოლაპარაკებისკენ და ნიკას სანაცვლო თხოვნა იყო, რომ რაღაცნაირად “ევროპულ საქართველოსთან” და ვაშაძესთან მიმდინარე ჩვენი წინა კვირის კონფლიქტი დაგვესრულებინა. სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკის გარეშე არ გამოვა. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ვამთავრებთო ამ თემასო, ნიკამ…

მეტი...

“თბილისში დადებითობის მაჩვენებელი თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ ” – გიორგი გახარია

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4 პროცენტს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია დაჩქარდეს. „როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა,…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილი, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა ოპოზიციას და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს” – შალვა ნათელაშვილი

ალეკო ელისაშვილი, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა ოპოზიციას და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. „ეს ბატონი, რომელიც მიხსენეთ, როცა უნდოდა თანამშრომლობდა, მათ შორის პირადადაც, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა, როცა დასჭირდება, შესაძლოა, ისევ მოემიჯნოს“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს. შალვა ნათელაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მოეჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას დაემუქრა. „ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური…

მეტი...

“დადებითობის მაჩვენებელი თუ ოთხ პროცენტზე მეტია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბრები არის ჭორაობა” – გიორგი გახარია

მას შემდგომ, რაც გავაკეთეთ მიზნობრივი შეზღუდვები, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში. „დღეს უჩვეულო ფორმატში ვიკრიბებით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ვეცადეთ, გაგვეერთიანებინა ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ნაწილი, ამიტომ, ჩვენს პარლამენტარებს ვთხოვეთ, რომ დასწრებოდნენ ამ შეხვედრას. ეს არ არის ეკონომიკური საბჭო, უბრალოდ, აქ ჩვენ გვინდა, იმ ამოცანებზე ვისაუბროთ, რომელიც…

მეტი...

“როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს” – გიორგი გახარია

შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4% ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს…

მეტი...

ევროკავშირი კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტის წესების გამკაცრებას აპირებს

ევროკავშირი კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას აპირებს. ჯანდაცვის კომისრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანია AstraZeneca-ს მხრიდან ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია. ვაქცინის ექსპორტის მონიტორინგის ინიციატივით გამოვიდა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრიც. ევროკავშირის წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან შეხვედრას ხვალ გამართავენ.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 133 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის ხუთი საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ…

მეტი...

“გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულებები” – კახა კუჭავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ. საკითხის მნიშვნელობაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა. „დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხის განხილვა. ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც საქართველოს რუსეთის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 202 იმერეთში, 98 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 202 იმერეთში, 98 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 244…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 050 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 857, „პისიარ“ ტესტით – 11 492. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 244 446 გამოჯანმრთელდა, 3 096 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 პირი. ამასთან, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 096-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  1 050 პაციენტი.

მეტი...