პოლიციამ რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 641 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.არის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 32 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 32 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 ტესტი, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 311 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 868 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 686, პისიარტესტით – 4 182. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 816 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 243 396 გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.…

მეტი...

“სალომე სამადაშვილმა ან რომან გოცირიძემ რა გააკეთა ამ 9 წლის განმავლობაში მაგ პარტიაში?” – თეა თუთბერიძე

თეა თუთბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით „ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენლებს მიმართავს: მიმართვა ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს! გადავწყვიტე რომ ნიუსებს აღარ ვუყურო, მაგრამ მეგობარმა დამირეკა ახლა და მომიყვა ერთ–ერთი აქტივისტის, გვარად ფანგანის, დაკავების ამბავი ბათუმში, რომელიც არჩევნების გაყალბების ამბებს აპროტესტებდა და თვეებია უკვე კარავში ათენებდა და აღამებდა. ხო და ამ აქტივისტს ვიღაც ნაციონალების სიით გასული ვინმე ჩავლეიშვილისთვის, რომელიც ამდგარა და დეპუტატად შესულა უზენაეს საბჭოში, ნაგვის ურნა დაუმხია თავზე (რაც მე თუ მკითხავთ კიდევ ცოტაა). ხო და ეს აქტივისტი დაუკავებიათ ქოცებს. ქოცები ახლა იქეთ იყოს. მაგათზე ლაპარაკს და დროის დაკარგვას არ ვაპირებ.…

მეტი...

“ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს, შევამზადოთ ადამიანები რევოლუციური განწყობისთვის” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ხალხში რევოლუციური განწყობის შექმნაა, თუმცა როგორც ის აცხადებს, ის არ გულისხმობს ძალადობრივ რევოლუციას. “უნდა დავარწმუნოთ ადამიანები რომ გარეთ გამოვიდნენ, გამოვიდეს იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე დღეს. ეს იყო თვითორგანიზებული აქცია. მე, ზურა და ელენე არ ჩავერიეთ ორგანiზებაში, რადგან ვთქვით რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსების აქცია, მაგრამ მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია რომ ამ ხალხს ბევრი ველაპარაკო. ჩვენ, ოპოზიციას, მუმდივად გვაქვს კოორდინაცია, მაგრამ მე ვთვლი რომ ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ, მშვიდობიანად რაა, მე არ ვამბობ რომ ნაჯახებით და ფიწლებით, მაგრამ ჩვენ უნდა…

მეტი...

“ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც” – ამირან გამყრელიძე

“ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ მე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით უფრო მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გავრცელების კონტექსტში მიზეზებსა და შეცდომებზე ისაუბრა. გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის მსგავსი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია, რომ ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ – “ძალიან მაგრები, ყველაზე მაგრები ვართ!” როგორც გამყრელიძე ამბობს, ბათუმს თავის დროზე ვერ მოუარეს.

მეტი...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს. მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. „ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსს, გენერალურ მდივან მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის…

მეტი...

იტალიაში 2 სუნამოს ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ ვერონაში 46 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „სეფორაში“ 2 სუნამო მოიპარა, რომლის ღირებულება 200 ეუროს შეადგენს. როგორც ირკვევა, ქურდობის შემდეგ მამაკაცის შეჩერება მაღაზიის დაცვამ სცადა, თუმცა მან თავის დაღწევა მოახერხა და გაიქცა, მოპარული ნივთები კი ქუჩაში დაყარა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიც დააკავეს.

მეტი...

“რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ესე იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში” – ვახტანგ მეგრელიშვილი

რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ესე იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. „არ წარმომიდგენია მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია ზოგადად, თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ შენ მზად უნდა იყო, ტირანია დაამხო და ტირანია იმის ტირანიაა, რომ ის ძალადობს. მსხვერპლობა რევოლუციის შემთხვევაში მე არ მინდა და თუ რევოლუციაა, რევოლუცია იყოს. რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს ძალის გამოყენებით. თავიდან ფორმები შეიძლება, იყოს მშვიდობიანი. შეიძლება, ერთს შეეშინდეს და უკან დაიხიოს, მაგრამ რევოლუციის კულმინაცია არის ძალა. რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ესე იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში,…

მეტი...

რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს აქციების წახალისებაში ადანაშაულებს

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის შიდა საქმეებში ერევიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დასავლური ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის ღრმა კრიზისის შედეგია. ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდაც. რუსი მომიტინგეების დაკავებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „ავტორიტარიზმისკენ სვლა“ უწოდა და რუსეთს წინააღმდეგ სანქციების…

მეტი...

“ევროსასამართლოს ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა” – შალვა ნათელაშვილი

მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნათელაშვილის აზრით, არარსებულ გამარჯვებებზე საუბარი უნდა დასრულდეს. „ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე, როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 -12 აგვისტოს, რადგან ისინი თურმე იცავდნენ…

მეტი...

თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „ამაზონზე“ მოხვდნენ

საქართველოს ორი უძლიერესი მეფე – თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ამაზონზე მოხვდნენ. თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდზე 21 იანვარს განთავსდა. კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მომზადდა და მასში საქართველოს ამ ორი უძლიერესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებია გაერთიანებული. გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის – “ოქროს ხანად” წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები. ქართველი მეფეების შესახებ გამოცემული წიგნი ამაზონზე 8 დოლარად იყიდება.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძე გამოიკითხებიან

სასამართლო პროცესები მცხეთასა და თბილისში – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, ერთდროულად, ორი სხდომა ტარდება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ, ამ საქმეზე განაჩენი ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს. რაც შეეხება, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს, რომელთა პროცესიც თბილისში მიმდინარეობს, იგეგმება მოწმეების მათ შორის მთავარი მოწმეების გამოკითხვა. თენგო ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძეც.

მეტი...

საფრანგეთში შესაძლოა, საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდეს საჭირო

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო. მისი თქმით, საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების კუთხით, საგანგებო ვითარებაა და გასული კვირა გასაკუთრებით კრიტიკული იყო. კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერების მიზნით ჟან-ფრანსუა დელფრეისი საფრანგეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების შემთხვევების 7-9%-ი ახალ, ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტთანაა“ დაკავშირებული. მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გასული შაბათ-კვირიდან ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს და მოქალაქეებს 18:00 საათიდან გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია და გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების…

მეტი...

საკანონმდებლო ცვლილება, რითაც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა ზუსტდება, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ზუსტდება და იცვლება მათი გამოთვლის წესები, რაც შეიძლება სასჯელის გადასინჯვის საფუძველი გახდეს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება. სხდომაზე, ასევე, განიხილავენ პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ბალანსდება საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებსა და საპარლამენტო ოპოზიციის უფრაქციო ჯგუფებს შორის კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობები. “განვიხილავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ნარკონივთიერების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, პროექტს რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით. ბალანსდება საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებსა და უფრაქციო დეპუტატების ჯგუფებს შორის კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობები. პარლამენტის ბიუროზე იქნება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი, რომელიც ეხება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებას,”-განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების…

მეტი...

“ისტორია ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს” – ნიკა მელია

ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს – ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირის დაკავებას ეხმაურება. როგორც მელია წერს, ხშირად „გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს“. “ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ, აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან…

მეტი...

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 97.46 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 13 688 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში მსოფლიოში კორონავირუსით 2 112 689 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 56 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 25 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 418 000-ზე მეტი კი დაიღუპა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება შემდეგი დეპუტატების – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა…

მეტი...