“მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“ – პროკურორი

მოკლული არასრულწლოვნის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „ოქროს მოწმე“  გურამ ამირხანაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ხუთივე ბრალდებულს მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმე ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა. „დაიკითხა გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან“ – განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით,  როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევენ არასრულწლოვანი ზ.ხ.…

მეტი...

ტრანსპორტის აღდგენის და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეები და სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ გადის მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის 48 საათიანი ვადა. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.  “პანდემია არ უნდა ტყდებოდეს სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა დააყენოს საჯარო ტრანსპორტის აღდგენის საკითხი. ასევე, ვითხოვთ კომენდანტის საათის მოხსნას, რადგან ის ფორმა რაც გვაქვს, არის სრულიად არაჰუმანური,“ – ამბობს “მწვანეთა მოძრაობა”-ს წევრი, ლიზა ჟვანია. მოძრაობის “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს რეგულაციების…

მეტი...

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გათავისუფლდა

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ერთ პირს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით ბრალი წარუდგინა. “პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს…

მეტი...

პრემიერმა ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონში მომხდარი ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი, ერთიანი სამთავრობო ხედვის და პოლიტიკის კოორდინაციის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და სამომავლოდ, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მისი გამოყენების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ…

მეტი...

“თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება – რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის “ქართული ოცნებაც” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია  მმართველ პარტიას მოუწოდებს რეგლამენტით იხელმძღვანელონ და ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტონ. „ძალიან მარტივი მოცემულობაა და ვფიქრობ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი თქვა მასკარადში მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება. მმართველმა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს რეგლამენტით, რომელიც უკვე დარღვეულია და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის “ქართული ოცნებაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 28 თებერვალს ჩაინიშნა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაიჭრა. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.

მეტი...

„ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა” – მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის. როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს. „პანდემიისგან მიყენებული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე. პოლიტიკური შოუების და პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ჩვენ ძირითადად გვიწევს ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისთვის ხორციელდება. ნამდვილად ჯობია,…

მეტი...

“ვაქცინაციისთვის თითო ქალაქში მაქსიმუმ ორი-სამი კლინიკა საკმარისი იქნება” – თამარ გაბუნია

საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მზადება ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად, თუ რომელი კლინიკა იქნება პირველი, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის თითო ქალაქში ორი-სამი კლინიკა მაქსიმუმ საკმარისი იქნება. “სულ ბათუმში ერთი დაწესებულება იქნება ამისთვის საკმარისი, ქუთაისში ერთი ან ორი, თბილისშიც ორი-სამი დაწესებულება იქნება შერჩეული. შეიძლება განვიხილოთ ინფექციური, რესპუბლიკური და ა.შ. ერთი რამ მინდა დავაზუსტო – თვითონ საავადმყოფოში მინუს 70 გრადუსიანი მაცივრების არსებობის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, რადგან მაცივრიდან გამოღებიდან 5 დღეა შენახვის ვადა. თვითონ ამცრელ დაწესებულებაში ასეთი მაღალი მოთხოვნები არ არის, რომ ასეთი მაცივრები უნდა იდგეს,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ხალხმა აირჩია” – არჩილ თალაკვაძე

ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია – დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, – აღნიშნული განცხადება ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე, პლენარული სხდომის ფორმატში 2 თებერვლიდან იმსჯელებენ. “ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა…

მეტი...

„ალბათ სულხან-საბა ორბელიანი საფლავში გადატრიალდა“ – ნათელაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. „დღეს ალბათ სულხან-საბა ორბელიანი საფლავში გადატრიალდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართულ ოპოზიციას სტრასბურგში წარმოადგენს არც მეტი არც ნაკლები, ფრიდონ ინჯია, ხოლო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მეთაურია საყდრისის ამფეთქებელი და ივანიშვილის ოქროს საბადოთა მენეჯერი კახა კუჭავა. გიხაროდეს ერო ბედნიერო!“, – წერს ნათელაშვილი. ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს იხსნება და 28 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სესიას ახლადარჩეული პარლამენტი პირველად ესწრება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო…

მეტი...

“ენმ და “ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები, სავარაუდოდ, 2 თებერვალს შეუწყდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება და 51 დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. რიგგარეშე სესია 2 დღეშია ჩანიშნული, თუმცა პარლამენტი ამ საკითხს 27 იანვარს კენჭისყრაზე არ დააყენებს. უმრავლესობის განცხადებით, მიმდინარე კვირას საკითხი საპროცედურო კომიტეტზე გავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან შეფასებები გრძელდება. “გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთობლივად ქმნიან პოლიტიკურ კრიზისს და მისი მეგრელიშვილის თქმით, რევოლუციურ სცენარზე “გირჩი” პასუხისმგებლობას არ აიღებს. “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ერთობლივად მიაქანებენ ისეთ კრიზისში, რომლის განმუხტვა შესაძლებელი იქნება მართლა რევოლუციით. ეს…

მეტი...

გიორგი გახარია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშნავს ულოცავს. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება. „ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

მეტი...

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს – სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. „იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა…

მეტი...

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს. ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” სუს-იდან აცნობეს. “გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი…

მეტი...

“ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. „შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაინიცირდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისა და მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება, შემოტანილი იქნას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა. ამასთანავე, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების, ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის, თუ სამედიცინო დაწესებულების…

მეტი...

“ქართველი ხალხი ბრძენია და საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ” – იაგო ხვიჩია

„ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ენდიაის“ კვლევას. „სწორედ ამას ვცდილობ, ამ სიყრუეს გავემიჯნო, რომ მომავალში თქვენთან მოსვლის და პირნათლად თქმის საშუალება მქონდეს, რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ. რაც შეეხება „ენდიაის“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გახარიას არაფერი გაუკეთებია, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო. „ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ, გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო,…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი დღესაც გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღესაც გაიმართება. გახელაძის ოჯახი დამატებითი ინფორმაციას პროცესის დაწყების დროზე, ან განსახილავ საკითხებზე არ ფლობს.  საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს. ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მეტი...

“2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ოპოზიციის პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლების დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე“. „ამასთან დაკავშირებით „ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდათ გარკვეული წინადადებები. ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს…

მეტი...

“შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი – წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განმარტა, იყო „ლელოს” წარმომადგენლებისა და გიორგი ვაშაძის განცხადებები, „რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს”. „წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება – არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალს და მისი საქმიანობის ეფექტურობას. დიდი კითხვის ნიშანი წარმოიქმნა…

მეტი...

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13…

მეტი...

“გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” – NDI

როგორია თქვენი მოლოდინები ახალ პარლამენტთან დაკავშირებით?! – NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება – 32%. კვლევაში პროცენტული მაჩვენებლები კი ასე განაწილდა: არ ვიცი -27%; უარი პასუხზე -1%.

მეტი...

“გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა” – NDI

ენდიაის“ კვლევის მიხედვით, 45 პროცენტს შეადგენს გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიაა. კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი პასუხობს, რომ დიახ, 42 პროცენტი პასუხობს, რომ არა, ხოლო არ იცის – 12-მა პროცენტმა. 2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 59-დან 42 პროცენტამდე შემცირდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატია არ არის. ხოლო 33-დან 45 პროცენტამდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც პასუხობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის. „ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,…

მეტი...

“კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართულ ოცნება”, 5%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა” – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა. კვლევის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა გამოკითხულთა 77-მა პროცენტმა მიიღო. მათი 92% ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები კარგად იყო დაცული, მათგან განსხვავებულად კი 7%…

მეტი...

“უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილო კორეის პარლამენტი” – ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის პროცესს ეხმაურება. ნადირაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცხადება აქვთ დაწერილი, საპარლამენტო სხდომებს ისედაც არ ესწრებიან. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა საბოლოოდ ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილო კორეულ პარლამენტს. „ეს არის ფორმალური საკითხი, რადგან ისედაც ის დეპუტატები, ვისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაც უნდა დადგეს, მაინც არ ესწრებიან სხდომებს და ხმამაღლა აქვთ გაცხადებული, რომ არ თვლიან თავს პარლამენტის წევრებად. ამიტომ, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა, „ქართული ოცნება“ ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ადამიანებს, ვისაც მანდატის დათმობა…

მეტი...

პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება  ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა  და  კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი…

მეტი...

“გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს” – NDI

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? – 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები. ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის…

მეტი...

ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52-ში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს

ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის 52 / კონსტიტუციის ქუჩის 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში შეჭრილ, იძულებით გადაადგილებულ და ასეთი სტატუსის არმქონე სხვა პირებს გამგეობა კერძო საკუთრების დატოვებას და სანაცვლოდ, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შენობაში შეჭრილი ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თავის დროზე დაკმაყოფილებულები არიან სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართებით და ფულადი კომპენსაციებით. „აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც პრივატიზებულია კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით და ამჟამად კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე სახელმწიფოსგან საკუთრებაში აქვს…

მეტი...

„პაციენტის საჩივრის შესასწავლად ექსპერტს უხდიდნენ 33 – დან 35 ლარამდე“- „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სამედიცინო სერვისების ხარისხი გაწერია გაიდლაინებში, თუმცა ყოველივე ამას აფასებს ექსპერტი თუ პაციენტის მხრიდან იქნა შეტანილი საჩივარი, 2013 და 2017 წლამდე ხარისხის შეფასებას ახდენდა გაერთიანებული სამედიცინო ასოციაციები, თუმცა მათ უარი თქვეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ ნანა სანაიამ განაცხადა. ექსპერტების მიერ საჩივრების შეფასებაზე უარის თქმის მიზეზად ნანა სანაია სხვა ფაქტორებთან ერთად მცირე დაფინანსებით ხსნის: „2018 წლიდან შეფასებას აწარმოებდა თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩვენ დავინტერესდით რატომ განაცხადა უარი გაერთიანებულმა სამედიცინო ასოციაციებმა, ერთ – ერთი მიზეზი არის ის რომ თითო რეცენზიაზე კომისიის წევრს უხდიდნენ 33 – დან 35-…

მეტი...

“ამირხანაშვილი არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე” – პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დღეს ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს უსმენენ. ორივე ეპიზოდზე ორი პროცესი მცხეთასა და თბილისში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. გურამ ამირხანაშვილი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა და კომენტარი არ გაუკეთებია. მისი უფლებადამცველი ინგა ჩალაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის კიდევ ერთხელ ზედმიწევნით გაიხსენოს მომხდარი და მისცეს ჩვენება. ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გური ამირხანაშვილი საქმეში ყველაზე არასანდო მოწმეა და სასამართლოს მხარეებს ის ვერ მიაწვდის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას.  გური ამირხანაშვილის გამოძიებისთვის 5 ჩვენება აქვს მიცემული, ხუთივე ჩვენება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.  საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა,…

მეტი...

“რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს, ეს არის სპონტანური აქტი” – სერგო ჩიხლაძე

რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს, ეს არის სპონტანური აქტი, ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს ვინმე რევოლუციას აწყობს, არ არის სიმართლე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციების გამართვა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ კვირაში კონსულტაციები ექნებათ, რომელზეც საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან. „კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ გაფართოებულ ფორმატში გვექნება შეხვედრა, მათ შორის მედიისთვის. რევოლუციაზე არ გვქონია მსჯელობა. რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს ეს არის სპონტანური აქტი, შესაბამისად, ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს რევოლუციას აწყობს ვინმე, არ არის სიმართლე. არანაირ რევოლუციაზე მსჯელობა არ გვაქვს. რაც შეეხება აქციებს, დემონსტრაციებს,…

მეტი...

„ერთ მხარეს დგას დაშინებული ექიმი, მეორე მხარეს კი უსამართლოდ გაბრაზებული პაციენტი“ – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“

„თითოეულ მომსახურებას სჭირდება ხარისხის შეფასება, ამ მხრივ პრობლემები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა. არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ ქვეყანაში არ ფასდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რის გამოც ხშირად ზარალდება, როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, სალომე ლოლუას მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად: „ერთ მხარეს დგას დაშინებული ექიმი და მეორე მხარეს უსამართლოდ გაბრაზებული პაციენტი, სამედიცინო მომსახურების ხარისხი უნდა იყოს შეფასებული. არცერთი საექიმო შეცდომა არ უნდა იყოს დაფარული, უნდა იყოს სწორად შეფასებული და ექსპერტების მიერ დასკვნა დადებული. ვთვლით, რომ…

მეტი...

“21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის 20 წლით უკან დახევა იქნება” – ნინო წილოსანი

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა, თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. „ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი საცივში გქონდა თავი ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან ინდივიდუალურად ადასტურებ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს, მაგრამ სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დააქმევს, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბენ გურიონის აეროპორტში ფრენები 26-დან 31 იანვრამდე შეწყდება. ისრაელში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება სწორედ 31 იანვრიდან იგეგმება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აეროპორტში ფრენების აკრძალვა არ შეეხება სატვირთო თვითმფრინავებს, გადაუდებელი დახმარების თვითმფრინავებსა და საჰაერო ხომალდებს, რომლებიც გადაადგილდებიან ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე. ისრაელის მთავრობა აეროპორტის დახურვის პერიოდში მილიონი მოქალაქის აცრას გეგმავს. ისრაელის მოსახლების მეოთხედზე მეტმა 19 დეკემბრის შემდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო. ისრაელი ეკონომიკის გახსნას თებერვალში გეგმავს.

მეტი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა – ის საქართველოში ვიზიტსაც გეგმავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ბაქოში ჩავიდა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს “ჩრდილოეთ-სამხრეთის” და “სამხრეთ-დასავლეთის” დერეფნების რეგიონულ საკითხებს განიხილავს. ბაქოში ჩასვლის შემდეგ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აპირებს რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს ეწვიოს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჯავად ზარიფის ვიზიტის მიზანი რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მეტი...

“რატომ ვატყუებთ მოქალაქეებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ორ თვეში ყველაფერი გაიხსნება?!” – გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საუბარი შეზღუდვების 2 თვეში მოხსნაზე ხალხის მოტყუებაა, რადგან 2023 წლამდე კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს. “ერთადერთი რაც არის სწორი ნაბიჯი, ეს არის ღია, გამჭვირვალე საუბარი მოქალაქეებთან, არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, ორ თვეში გაიხსნება ქვეყანა, არ გაიხსნება, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება. ერთადერთი გამოსავალი არის ვნახოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. ფხაკაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადის მოხმარებაა და აუცილებელია მათი…

მეტი...