დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის გამოძიება დაიწყო  

ბათუმში, დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის ურნის დამხობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, საქმე ხულიგნობის ბრალდებით არის აღძრული. საუბარია 156-ე  და 239-ე  მუხლებზე. თავად დეპუტატს ამ ეტაპისთვის დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ის უკვე გამოკითხეს. რაც შეეხება შემთხვევას, გუშინ  მოხდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წარმომადგენლებმა პროტესტი გამოუცხადეს და თავზე ნაგავით სავსე ურნა ჩამოამხეს. როგორც ჩავლეიშვილი აცხადებს, ეს მათი კულტურისა და აღზრდის პრობლემაა და სს პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ითხოვს.

მეტი...

„გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და გავხსნით სავაჭრო ობიექტებს“ – აქცია ლილოში

მთავრობის კანცელარიის პარალელურად, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც. ბაზრობაზე დასაქმებულები სავაჭრო ცენტრების გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობით იმუქრებიან. „როგორც სხვა მოლები, ისე გვინდა, გაიხსნას ლილო მოლი. მოვალთ პირველ თებერვალს, გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და გავხსნით ჩვენს სავაჭრო ცენტრებს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. აქ ყოველ დღე შევიკრიბებთ, პირველ თებერვალს კი დავიწყებთ მუშაობას“ – აცხადებენ მოვაჭრეები. შეზღუდვების მოხსნას ითხოვს და მოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებს „ლილო მოლის“ ხელმძღვანელი გიორგი კვარაცხელია. „6 თვეა დახურულები ვართ და ძალიან მძიმე ვითარებაა. ვაჭრობის სფერო სექტორებად არ უნდა იყოფოდეს. თუ გახსნაა, ყველა უნდა იხსნებოდეს. აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ…

მეტი...

„თუ შეზღუდვები არ მოიხსნება სიღარიბის ჭაობში ჩავიძირებით“ – ზურაბ ჯაფარიძე

სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა, პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს. „თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, სიღარიბის ჭაობში ჩავიძირებით. დღევანდელი აქციის მიზანია, ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით.  თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი.…

მეტი...

მსოფლიოში 99 მილიონზე მეტი ინფიცირებულია

მსოფლიოს მასშტაბით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ   99.3 მილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2 130 000 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 71.3 მილიონს აღწევს. კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე ამერიკაა, შემდეგ ინდოეთი მოდის, მესამე ადგილზე კი  ბრაზილიაა.

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ქვეყანაში ვირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  11 248  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 456 პირი ქვეყანაში, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  253 518-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 242 085-მდე.

მეტი...

შსს-მ 24 საათში 764 ჯარიმა გამოწერა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ…

მეტი...

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება

დღეს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა ერთია – მოიხსნას ქვეყნაში დაწესებული შეზღუდვები და ბიზნესსა და მოქალაქეებს მიეცეთ არსებობის და გადარჩენის შესაძლებლობა. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებაა.“  პარტიის ხელმძღვანელის,  ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს გაბრაზებული ადამიანების ძალა და შესაძლებლობები. „ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან; ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ“. აქციაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.

მეტი...