„ცალ-ცალკე სირბილს მათთან არავინ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა“ – უგულავა მდინარაძეს  

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანს ბაზრის „რაზვედჩიკს“ უწოდებს და „ამხანაგ მდინარაძის“ საყურადღებოდ განცხადებას აკეთებს. „ბაზრის “რაზვედჩიკ” ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის პოზიცია მათ იციან. ცალ-ცალკე სირბილს მათთან არავინ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა, სჯობს ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას და რეალობას შეხედოს ისე, როგორც არის. რეალობა ძალიან მძიმეა. თუ საუბარი უნდათ, ვისაუბროთ იმ მთავარ საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივ აუცილებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ეს კი არის რიგგარეშე არჩევნები. 51-ზე მეტ დეპუტატს თვეზე მეტია შეტანილი აქვს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება და…

მეტი...

გიგი უგულავას საქართველოს საზღვარს ვერ კვეთს – შსს-ს განცხადება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას  საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ეძლევა. მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ ის საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა. უგულავა ამბობს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება შსს-ში გააკეთეს და შეზღუდვის მიზეზები განმარტეს. „შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა…

მეტი...

მიწისძვრა თბილისში

საქართველოში მიწისძვრა დფიქსირდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 58 კმ- ში, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

ვირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 267  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 892 პირი ქვეყანაში, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  252 972-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  240 629-მდე.

მეტი...

„ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება, მაგრამ, მერე დაიწყებენ ყვირილს ხალხი არ ადარდებთო“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური  დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები ჩინური ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგ გამოდიან, აზერბაიჯანი „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ არ დაელოდა და სწორედ ჩინური ვაქცინებით დაიწყო აცრა. მისივე თქმით, თუ ვინმეს უკეთესი გამოსავალი აქვს, ვიდრე ეპიდემიოლოგებსა და მთავრობას, გააკეთოს შეთავაზება. „დიახ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენ თითქოს ჩაციკლულები ვართ და არ უნდა გავბედოთ სხვა ვაქცინის შემოტანა. საზოგადოების ცალსახა მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს ჩინური ვაქცინა.  პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. აზერბაიჯანმა კი სხვა გზა აირჩია…

მეტი...

„შეიძლება, სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული“ – პრემიერი ახალ შტამზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული შტამი“ შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლების გამოყენებითაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს, ეფექტურია. თუმცა, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული,“ – აცხადებს პრემიერი. ე.წ. ბრიტანულმა შტამმა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეაღწია. მათ შორის, ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა.

მეტი...

გარდაბანში დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. დ​ანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ.მ.-ის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 42 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

ინტერნეტ ბანკიდან 9 500 ლარი მოიპარა და საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების მოიპოვა, უკანონოდ გამოყენებასა და ქურდობას ედავებიან. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ: „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი…

მეტი...