STOP COVID-ს ვადა ამოეწურა და გაუქმდა

პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი აპლიკაცია – STOP COVID გაუქმებულია. ხვალიდან, დაინტერესებული პირებით აპლიკაციით  ვერ ისარგებლებენ და კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაცის ვერ გაეცნობიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აპლიკაციის გაუქმების მიზეზი ვადის ამოწურვაა. გარდა აღნიშნულისა, უწყების განმარტებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. აპლიკაციის გაგრძელების საჭიროება არ არსებობს.

მეტი...

“რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში” – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო. მისი განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მათ მოწოდებას რუსეთის მიმართ – “შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”. “ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე შევიტყვე კარგი ამბავი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს კიდევ…

მეტი...

“საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას” – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო გახლავთ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნატო-ს შტაბ-ბინაში მორიგი სტუმრობა საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს. “ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნატო-ს შტაბ-ბინაში, სასიამოვნოა თქვენი ხილვა და თქვენი აქ დასწრება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა. საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს. გამოწვევების, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, ნატო და საქართველო აგრძელებენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ნატო-საქართველოს…

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში” – გიორგი გაბუნია

როცა დაკვეთა პუტინიდან და კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გაბუნია განმარტავს, მან დღეს პირველად ნახა მის საქმეზე დაკავებული ვასამგებ ბოკოვი. მისივე თქმით, ბრალდებულს მისთვის კითხვები არ დაუსვამს. „კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა ამასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა გეგმის მიხედვით, ნახევარ საათს გასტანს, რის შემდეგ მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ასევე, ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 2 დღის წინ ეწვია. ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,…

მეტი...

“პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიმარჯვა საქართველომ” – ალეკო ელისაშვილი

პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას გამარჯვებაა. „ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ყველას მადლობა, ვინც იყო ჩართული და რა დოზითაც იყო ჩართული სააკაშვილი იყო, წულუკიანი იყო, თეა ბურჯალიანი იყო, ყველას დიდი მადლობა. მოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და სიძულვილი გვერდზე გადავდოთ. ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე როგორც ერთი მოქალაქე მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი…

მეტი...

“გაიხსნას რესტორნები, საზღვრები და კურორტები” – ბიზნესსექტორი

საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბიზნესსექტორი. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვები უფრო უნდა შემსუბუქდეს და მუშაობის უფლება მიეცეს რესტორნებს, გაიხსნას საზღვრები და სამთო-სათხილამურო კურორტები. “პირველ რიგში, ეს არის სამთო-სათხილამურო კურორტების უპირობა გახსნა. აღარ შეიძლება ამის გადადება, ეს არის ბოლო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ რამე შემოსავალი ჰქონდეს საკურორტო ზონებს, მეორე ეს არის კოვიდინფიცირებულების იზოლაცია, ერთერთი მიზეზი რატომაც არ არის საქართველოში უკეთესი ეპირვითარება, არასწორი მენეჯმენტი არის კოვიდინფიცირებულების. ასევე გვინდა, რომ რესტორნებს მიეცეს საშუალება, იმუშაონ ყველა რეკომენდაციის დაცვით. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკამ დაიწყოს მუშაობა, გაიხსნას საზღვრები, პირველ რიგში, სახმელეთო საზღვრები,”- აცხადებს კომპანია “Inn ჯგუფის”…

მეტი...

“პარლამენტში უკვე არის პირველი ოპოზიციური პარტია, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია უკვე არსებობს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, წინა პარლამენტშიც ჰქონდა ზუსტად იგივე პროცესებს ადგილი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო უკვე პარლამენტში შესვლის შემდეგ პოლიტიკური პარტია, თუ ეს მაშინ იყო შესაძლებელი, შესაძლებელია, დღესაც. „ჩვენ პარლამენტში ველოდებით ყველას ოპოზიციიდან, ვინც აირჩია ხალხმა და გადაწყვიტა, რომ ისინი ყოფილიყვნენ პარლამენტში. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია იქცევა უპასუხისმგებლოდ. ისინი ამბობენ უარს მონაწილეობაზე. წინა პარლამენტშიც გახსოვთ, რომ ისინი წელზე მეტი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ბოიკოტი არის მათი უფლება, თუმცა პარლამენტი…

მეტი...

“21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. “21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა დაბლა – ვითვლით 7 ან 14-დღიან საშუალოს 100 ათას მოსახლეზე და 11 იანვრიდან ეს პლატოზეა გადასული.  ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ, რაღაცის შემსუბუქება თუ მოხდება – აუცილებელია 2 კვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება და იმის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ.,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

“პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია” – მამუკა მდინარაძე

შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს – პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, გარკვეული დეტალების გარდა, არსებობს შეთანხმება და ამ კუთხით ნაკლები პრობლემა ჩანს. “ჩვენ მათ ვეუბნებით, ის რაც რაციონალური, სახელმწიფოებრივად სწორი და იურიდიულად გამართულია, ყველაფერზე მოგყვებით. მათ შორის როცა საარჩევნო საკითხების სიღრმეში ჩავდივართ, იურიდიულად გამოუმართავ საკითხებში ვერ წავყვებით. დღევანდელმა შეხვედრამ იმის თქმის…

მეტი...

“1 კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწვეტილებებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ” – არჩილ თალაკვაძე

რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ პოზიტიური შეთანხების იმედი აქვს. “ასევე ვთვლით, რომ თუკი ასეთი შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ამ შეთანხებამ შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაუხსნას გზა. რეგლამენტის გათვალისწინებით, დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტი იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, ვინც განცხადებები შემოიტანა. რეგლამენტი პროცედურულად გვავალდებულებს…

მეტი...

“ახლა ვართ პლატოს პერიოდში” – თამარ გაბუნია

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება. „ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში. ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა…

მეტი...

“დაგუგლეთ და ნახეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები. მისივე თქმით, ევროპის არც ერთ ყველაზე ცნობილ ქვეყნებში ზამთრის კურორტები ამ დრომდე გახსნილი არ არის. „რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომელია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია – აბა მითხარით, ნახეთ, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ამ ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონდე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა, ერთადერთი გახსნილია მხოლოდ ავსტრიაში ადგილობრივებისთვის და რა უცხოელი ტურისტებისთვის და ამავე დროს იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რადგან ადგილი არ ჰქონდეს შეკრებებს,…

მეტი...

“ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს” – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ ვთვლით რომ პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც წყდება, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ- არა. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც კითხვებს ობიექტური პასუხები უნდა გაეცეს. „ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. “მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება: პირველი თებერვლიდან: 1 ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება · მუნიციპალური ტრანსპორტის, · სკოლების, · მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა; 2.თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში · 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები; · სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის…

მეტი...

1-ელი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება. „1-ელი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა. ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს.…

მეტი...

სკოლების გახსნის პარალელურად, სავალდებულო ხდება მასწავლებელთა ორ კვირაში ერთხელ ტესტირება

სკოლების გახსნის პარალელურად, სავალდებულო ხდება მასწავლებელთა ორ კვირაში ერთხელ ტესტირება. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა. „ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში ერთ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის…

მეტი...

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. შესაბამისი განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. „თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა პირველი თებერვლიდან აღდგება.

მეტი...

“თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა” – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემსუბუქების პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება. მაია ცქიტიშვილის თქმით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა. “შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები. კერძოდ დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის…

მეტი...

21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა პირველ მარტამდე ძალაში რჩება

21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება პირველ მარტამდე.

მეტი...

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. „პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მეტი...

1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება

საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პირველი თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.  “ვინაიდან შემსუბუქების ნიშნები არის, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მეტი...

ალეკო ელისაშვილის და “ქართული ოცნების” შეხვედრა დასრულდა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია და მომდევნო „რაუნდები“ გაგრძელდება: „მე და ლევან იოსელიანი ვიყავით მოსული გაგვერკვია ჰქონდა თუ არა „ქართული ოცნება“ წასულიყო კომრპომისებზე, მე – 5 რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა, ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტ პატიმრების არსებობას, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად მოვედით, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით არის მზაობა რომ სერიოზულ დათმობებზე წავლენ,  აქ არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისაზე საუბრობენ ისევ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ლევან იოსელიანის ინფორმაციით შეთანხმებას თუ…

მეტი...

“სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა” – სტრასბურგის გადაწყვეტილებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს ლინკევიჩუსი გამოეხმაურა. “მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართველების უკანონო დაკავების საქმეზე, მათ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი სახლებიდან საქართველოს მოქალაქეების განდევნაზე- რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს. ბრალდების მიხედვით რუსეთი დამნაშავეა,” – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერზე”. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდიც. “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი,”- წერს მარინა კალიურანდი.

მეტი...

„ყველაზე მეტად საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩემი დაკვირვებით საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა, მათთან კოვიდი მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს თუმცა თავს იჩენს მოგვიანებით მის სინდრომის სახით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა დირექტორმა.ლიკა მუმლაძემ განაცხადა, ლიკა მუმლაძე იმ გართულებებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ შემდეგ ბავშვებში თავს იჩენს „მულტი სისტემურ ანთებით სინდრომის“  სახით, რომელიც ორ ან მეტ ორგანოს აზიანებს: „ყველაზე მეტად საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა, რაც გვაქვს პრაქტიკაში დაძლევადია ეს დაავადება, თუმცა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს, აზიანებს რამდენიმე ორგანოს და რთულად მიმდინარეობს, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მედიკოსი ასევე მესამე ტალღის შესაძლო გამეორებაზე საუბრობს…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილმა ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ დაზიანებებს წყალში ვერ მიიღებდა” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოცხადდება. მხარეებს მოწმეთა უმრავლესობა უკვე დაკითხული ჰყავთ. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი განახლდა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით. საუბარია 112-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე. საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამტკიცებს, რომ კომისიის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული, რაც გამორიცხავს ამ დაზიანებების წყალში მიღების შესაძლებლობას.  “კომისია პირდაპირ უთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილმა მის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთამდე ინტერვალში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, წყალში არანაირად არ არის მიყენებული და ეს დროც ადასტურებს ამას,”-აცხადებს პროკურორი.  არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ…

მეტი...

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. „ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა“, – აღნიშნულია მთავრობის ახალ დადგენილებაში. მთავრობა, პირველი ხარისხის ფქვილს 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებს. პროგრამა ოთხთვიანია და დეკემბერი-მარტის თვეებს მოიცავს.…

მეტი...

„კოვიდ გადატანილი პაციენტების შემობრუნება მასიური არ არის“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მძღოლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში თითქმის არ არიან, აღარაა არც საწოლების პრობლემა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით კოვიდ გადატანილი პაციენტების ხელმეორე მიმართვიანობა ნაკლებია, როგორც მედიკოსი განმარტავს, მათი მიმართვიანობის მიზეზი ხშირად ნერვული ფონია: „მეორად მოყვანილი პაციენტების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, თუმცა კოვიდს ახასიათებს გარკვეული გართულებების ნიშნები, ეს უფრო ქრონიკული დაავადებების მქონდე პაციენტებთან შეინიშნება, შეინიშნება ასევე ცხელების ხელმეორედ დაწყება. სტატისტიკა ჯერ არ არის შესწავლილი რა სიხშირით ვლინდება გამწვავება პაციენტებში, ერთ თვეში ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამწვავდეს. იყო ასევე ცრუ განგაში, თითქოს სუნთქვის…

მეტი...

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის 109.5%-ია, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდით 5 262 009.4 ათასი ლარის მიღება მოხდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 85%-ია. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მიღებული საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები შეადგენს 1 416 422.2 ათას ლარს, რაც საპროგნოზო მოცულობის 137.2%-ია. გასულ წელს საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები კი 3 845 587.0 ათასი ლარია, რაც საპროგნოზო მოცულობის 74.6%-ია ანგარიშის თანახმად,…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ. შეგახსენებთ, ელისაშვილმა გუშინ “ქართულ ოცნებას” შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ მიიღებს პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც მმართველი გუნდისგან მოისმენს, აპირებს თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დათანხმებას. ამასთან, გუშინ ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა, რადგან ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. გადაცემაში ელისაშვილმა კიდევ ერთხელ დაასახელა ის წინადადებებიც, რომელზე თანხმობასაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მეტი...