სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა დღეს არ ჩატარდება

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს – უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურებას ჩასატარებლად უკვე მივიდა. წირვის შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს იქადაგებს. დღეს სამების ტაძარში პანდემიის გამო საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება, თუმცა უახლოეს მომავალში დასახელდება თარიღი, როდის იქნება შესაძლებელი ტრადიციული რიტუალის ჩატარება. ნათლისღების დღესასწაული ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღინიშნება, თუმცა საზეიმო რიტუალი პანდემიის გამო წელს განსხვავებულად მიმდინარეობს. 

მეტი...

ბიჭი რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩადან გაიტაცეს ნაცემი იყო

მორიგი გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიიდან. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი პირი – მათ შორის ორი ქალი ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან დააკავეს და უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, ისინი ამბობენ, რომ დაკავება საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მოხდა. “ყვიროდნენ, გვიშველეთ სადმე დარეკეთო. თავიდან არ მეგონა რუსები, თუ იყვენენ და 112-ში ვრეკავდი. მერე დავინახე, რომ ბიჭი გამორბოდა და ყველა ერთად მისდევდა. სამნი იყვნენ, არ ვიცით სად მიდიოდნენ ვიცი, რომ გამოქცეულები იყვნენ და შველას ითხოვდნენ. ბიჭს ეტყობოდა რომ ნაცემი იყო,” – აცხადებს ხურჩის მცხოვრები ელისო შამუგია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სუს-მა…

მეტი...

COVID-19-ის ე.წ ბრიტანული შტამი ჩეხეთსა და იაპონიაშიც დადასტურდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 96 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ის ე.წ ბრიტანული შტამი დადასტურდა ჩეხეთსა და იაპონიაში. მონაცემები მზარდია გერმანიაში, სადაც შესაძლოა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს. გასულ დღე-ღამეში, ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა პორტუგალიაში. ჩინეთში კი ზედიზედ მეშვიდე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ს აჭარბებს. მონაცემების მატების გამო ე.წ კომენდანტის საათის ორი კვირით დაწესება იგეგმება კოლუმბიის დედაქალაქში. ავსტრიის კანცლერის გადაწყვეტილებით კი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში პირბადის ტარება 25 იანვრიდან სავალდებულო გახდება. ვაქცინაციის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებსა და მწარმოებელ კომპანიებს ვაქცინის სამართლიანად გადანაწილებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

კორონავირუსის გამო, პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო

პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა „კოვიდ-19“-ის გამო 2 აპრილამდე გადაიდო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დისნეილენდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, პარიზის დისნეილენდი, როგორც დაგეგმილი იყო, 13 თებერვალს არ გაიხსნება. თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენ პარიზის დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს ხელახლა გავხსნით“, – შესაბამისი განცხადება დისნეილენმა „ტვიტერში“ გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამ მილიონს აღწევს. პანდემიამ ქვეყანაში 70 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც „როიტერი“ წერს, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 422 000-ზე მეტ ადამიანს გაუკეთდა.

მეტი...

კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა

კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა,- CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული. ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ. „საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, – წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია. კვლევის ავტორების…

მეტი...

მე-5 რაუნდი, ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია

“ქართულ ოცნებში” ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისთვის კონსულტაციების გამართვა, რომელსაც რეალური შედეგი მოჰყვება – მნიშვნელოვანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს.  “რა თქმა უნდა, ჯობია მოლაპარაკება შედგეს, წითელი ხაზი ჩვენი მხრიდან რაც არის კვლავ უცვლელია. უსაფუძვლოდ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ არის სწორი. თუ ვინმეს გააჩნია კითხვის ნიშანი არჩევნების მართლზომიერებასთან დაკავშირებით იქნება ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაირკვეს. ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზება ადგილობრივი არჩევნების პლებისციტის სახით გამოყენებასთან დაკავშირებით რაც არის ამ მოსაზრებას მე კატეგორიულად არ ვეთანხმები,”- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 049 238 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 68 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 328 747აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

მეტი...

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში, ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილი ღონისძიების მიზანი პანდემიის პერიოდში ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციაა. კონცერტში ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, დავით ევგენიძის ბენდიც ქნება ჩართული. მისი ლაივ რეჟიმში ტრანსლირება პრეზიდენტის ფეისბუკგვერდის საშუალებით მოხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორბელიანების სასახლე წლების წინ კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო და სასახლე ტრადიციას იბრუნებს.

მეტი...

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს, თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთს – ნათლისღებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წყალკურთხევის რიტუალს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ საუფლო დღესასწაულზე, მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. დღეს, ტაძრებში წყლის კურთხევაც…

მეტი...