ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იქნება

საზოგადოებივი არის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ადგილი დაიკავა და ამავდროულად, პოლიტსაბჭოს წევრიც გახდა. როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პოზიციის დაკავების შეთავაზება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. „თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქციაა თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი…

მეტი...

“ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგზე ისაუბრა. როგორ თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის, მოლაპარაკების შესაძლო შედეგები კი ოპოზიციაზეა დამოკიდებული. „რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენგან მოლაპარაკებების პროცესს უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ფასილიტატორ ელჩებს. რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს. ჩვენ ვამბობდით, რომ სტატუს კვო შეიცვლება, ხედავთ, რომ სტატუს…

მეტი...

“ქართული ოცნება”, როგორც ერთიანი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგად სიტუაციაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების თავმჯდომარე დღეიდან ირაკლი კობახიძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე, ცოტა ხნის წინ, პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან ბრძოლას გუნდი განახლებული ენერგიით დაიწყებს. პარლამენტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სამი ძირითადი ხედვა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. “ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების, ეს არის სამი ძირითადი მიმართულება: დემოკრატიის გაძლიერება; უსაფრთხოების, მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება. ამ სამი ძირითადი მიმართულებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან ერთად უზრუნველვყოთ პროგრესი,”-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. თავდაცვის მინისტრი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული…

მეტი...

დაკავებულია პირო, რომელსაც 2 მძევალი ჰყავდა

სპეცოპერაცია კასპში – ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად მისი მეწილეები აიყვანა. უთანხმოება სწორედ ბიზნესს უკავშირდება.

მეტი...

“პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა” – ირაკლი კობახიძე

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა, როდესაც პარტიას აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა. „დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი…

მეტი...

“სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ” – კახა კალაძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული გუნდის ყველა წევრისთვის. “მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მინისტრებს, დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ჩვენს ახალ წევრებს და რაც მთავარია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ძველ და გამოცდილ თანამებრძოლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლეთ და დღესაც ვიბრძვით. მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს, დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში გვიწევს ჩვენი ყრილობის ჩატარება.…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 20 წევრითაა წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: 1.კახა კალაძე 2.ვასილ მაღლაფერიძე 3.გიორგი გახარია 4.არჩილ თალაკვაძე 5.მაია ცქიტიშვილი 5.გიორგი ვოლსკი 6.ირაკლი ღარიბაშვილი 7.თეა წულუკიანი 8.მამუკა მდინარაძე 9.კახაბერ კუჭავა 10.ვახტანგ გომელაური 11.ეკატერინე ტიკარაძე 12.ივანე მაჭავარიანი 13.მაკა ბოჭორიშვილი 14.შალვა პაპუაშვილი 15.მარიამ ქვრივიშვილი 16.ნიკოლოზ სამხარაძე 17.სოზარ სუბარი 18.დიმიტრი სამხარაძე 19.თორნიკე რიჟვაძე

მეტი...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ყრილობას პარტიის 400-მდე დელეგატი ესწრება. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი. ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირობას გაძლევთ, მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“ – აქცია “ოცნების” ყრილობის დაწყებამდე

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“, „სისტემა კლავს!“ – ამ წუთებში ამ ტიპის შეძახილები ისმის აქციაზე. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს.

მეტი...

სოფელ ბუკნარში დღეს სიმშვიდეა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში პოლიცია დღესაც მობილიზებულია. სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი სოფელში მთელი ღამის მანძილზე პატრულირებდა. გუშინდელი შეთანხმების შემდეგ, სოფელში სიმშვიდეა, როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანული თემების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორი სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებს შორის შერიგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ. “ჩვენ ათეულობით წლებია ერთმანეთის გვერდით, მშვიდად და კეთილმეზობლურად ვცხოვრობთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ერთმანეთთან კონფლიქტის საფუძველი არ გვაქვს. ვისაც სურს ეკლესიაში ილოცებს, ვისაც უნდა – მუსლიმთა სამლოცველოში. რაც მოხდა, მესამე ძალის ჩარევის და პროვოკაციის ბრალია,”- აცხადებენ ბუკნარში.

მეტი...

შსს-მ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 712 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე. ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 916-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 189 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 15 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 177 პირს დაუდასტურდა, 837 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 208, პისიარ-ტესტით – 5 944. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 231 385 გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი. ამასთან, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი…

მეტი...

“Oxford-ის უნივერსიტეტის რეიტინგში საქართველო COVID-19-ის საპასუხო მოქმედებების მიხედვით მე-10 საპატიო ადგილს იკავებს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე მომზადებული მონაცემების თანახმად, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია. შესაბამის განცხადებას ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება. ინგლისის Oxford-ის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე. შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.). ა.წ.…

მეტი...

პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთი „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

18 იანვრიდან დიდი ბრიტანეთი მოგზაურებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება. ახალი შეზღუდვით, გაერთიანებულ სამეფოში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დასკვნა წარადგინოს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველას, ვინც ბრიტანეთის საზღვარს გადაკვეთს, მოუწევს, 10-დღიანი კარანტინი გაიაროს. ახალი შეზღუდვები, 18 იანვრიდან 15 თებერვლამდე იმოქმედებს. შემდეგი რეგულაციები კი ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული. ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია და ბოლო 24 საათში 55 761 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მზარდია გარდაცვალებულთა რაოდენობაც.

მეტი...

“საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა” – Washington Post

საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ი. „დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია. ახლა, 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს“, – წერია სტატიაში. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შთამაგონებელი ამბავია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით. „პრობლემა იმაშია, რომ ამის, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და რეგიონალური პოლიტანალიტიკოსებიდან…

მეტი...

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავცრელებიდან დღემდე, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 2 000 905 ადამიანია გარდაცვლილი. ეპიდემიის  გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 93 418 283 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ვირუსის გავრცელბის, ისე  ლეტალური შემთხვევების კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას მოჰყვება ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

მეტი...

აშშ 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება

აშშ-ში ინაუგურაციისთვის ემზადებიან. როდესაც ჯო ბაიდენი ისტორიულ ფიცს დადებს, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. თუ აქამდე პრეზიდენტის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის კიბეებთან 200 000 სტუმარი ჰყავდა, წელს მათმა რიცხვმა 1000-მდე იკლო. მიზეზი მხოლოდ COVID- 19 არ არის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმმა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გააასმაგა. ამერიკის ეროვნული ჰიმნის შესრულების პატივი წელს მუსიკალური სამყაროს გამორჩეულ ვარსკვლავს, ლედი გაგას ერგო, რომელიც ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გულშემატკივრობდა. ინაუგურაციის დღეს ის სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ერთადერთი ვარსკვლავი არ იქნება. ჯენიფერ ლოპესი გაგას სცენაზე ინდივიდუალური შესრულებით ჩაანაცვლებს. ჯო ბაიდენი ბიბლიაზე ფიცს კამალა ჰარისთან ერთად დადებს, რომელიც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში. ისინი სცენაზე ოჯახებთან ერთად…

მეტი...

კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – აცხადებენ შსს-ში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ასევე, ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან…

მეტი...