“საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ხარისხიანი ვაქცინა” – გიორგი გახარია

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი არის, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი ლოგისტიკური. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს…

მეტი...

შსს-მ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 137 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 137 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 149 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 988 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 496 თბილისში, 187 იმერეთში, 105 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისში, 187 იმერეთში, 105 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე. ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 893-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 357 პირს დაუდასტურდა, 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 205 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 265​, პისიარ ტესტით – 7 940. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 245 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 229 196 გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი. ამასთან, 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით განახლდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით განახლდება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენებას სამედიცინო ექსპერტები მისცემენ, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედრაზე ჩაატარეს ექსპერტიზა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

მეტი...

“კომისია თუ დაადგენს, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, დაუყოვნებლივ დაინიშნება განმეორებითი არჩევნები” – გია ვოლსკი

არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი და გადახრებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ეს არის დღეს ჩვენი პოზიცია, სავსებით ლოგიკურია და სამართლებრივად არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ეს იქნება შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, გადაწყვეტილების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. რაც შეეხება, სამართლებრივი საფუძველის ძებნას ერთგვარ პლებისციტში, შესაძლოა ეს თემა განხილულ იქნეს. თუმცა, რა საკვირველია, ეს თემა საკმაოდ სუსტია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საპარლამენტო მუშაობის პირობებში. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე ასეთი არ…

მეტი...

როდის დაიწყება სწვლა დიდ ქალაქებში – პაატა იმნაძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქებისას, სწავლა შესაძლოა, ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”, – ამბობს იმნაძე.

მეტი...

N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

ინტენციური PCR ტესტირების ფარგლებში 13 იანვარს ტესტირება ჩატარდა N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში. N16 დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო N12 დაწესებულებაში 272-მა პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც სხვა დაწესებულებებში, მოცემულ დაწესებულებებშიც PCR ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდისინფორმაციას.

მეტი...

“იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყნდება, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ” – პაატა იმნაძე

იმუნიზაციის გეგმა გამოქვეყნდება, შეიძლება, ერთ-ორ დღეში გამოვაქვეყნოთ ეს გეგმა, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ჯგუფი, ვინც აიცრება იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე – მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე -75 წელს გადაცილებული ადამიანები, მეოთხე – 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ა.შ. მან ასევე განაცხადა, რომ ვისთვისაც კოვიდისასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

მეტი...

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს 15 იანვარს აირჩევს. როგორც საპროკურორო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნანა ხუნჯუამ 12 იანვარს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მას უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება, შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. საპროკურორო საბჭოს მომდევნო სხდომა დღეს, 15 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც ახალ თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

მეტი...

“გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია” – ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც ელჩებიც მონაწილეობდნენ, შესრულდა. „ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი...

გელათის რეაბილიტაციის საკითხს განათლების კომიტეტი გასვლით სხდომაზე ქუთაისში განიხილავს

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი. მხარეები სახურავის დამონტაჟების დროს მომხდარი ხარვეზების მიზეზებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რამაც წვიმის დროს ფრესკების დაზიანება გამოიწვია. კომიტეტზე ასევე ისაუბრებენ კომისიის შექმნაზე, რომელიც დაზიანებებს შეისწავლის. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომისია არსებულ სიტუაციას დეტალურად შეისწავლის და ხარვეზების გამოსწორებას სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სწორედ…

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლები თეთრი სახლის ოფისებს ცლიან

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე თეთრი სახლის თანამშრომლები თავიანთ ოფისებს ცლიან. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის თანამშრომლებს საკუთარი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადააქვთ. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. ცნობილია, რომ ღონისძიებას დონალდ ტრამპი არ დაესწრება.

მეტი...

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია 7 ადამიანი

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია ასობით მოქალაქე, დანგრეულია შენობები. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენთან ახლოს მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად მაჯენში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 637 კი – დაშავდა. სამი ადამიანი კი, მეზობელ მამუჯუს რაიონში დაიღუპა. მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს დანგრეული შენობები და პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. ერთ-ერთ ვიდეოში მამაკაცი ადამიანებს ნანგრევებში მოყოლილი შვილების გადარჩენაში დახმარებას სთხოვს.

მეტი...

იტალიაში მაფიის 66 წლის ბოსს ბრალდება წაუყენეს – ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი

იტალიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოს წინაშე, კრიმინალური სინდიკატის, “ნდრანგეტას” 355 წევრი და მათთან დაკავშირებული კორუმპირებული ჩინოვნიკები და ბიზნესმენები წარსდგებიან. მათ ბრალად ედებათ 1990 ან 2019 წლამდე ჩადენილი, უამრავი ძალადობრივი დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, ნარკოვაჭრობა, რეკეტი, ფულის გათეთრება და სხვა. პროცესის მთავარი გმირი, 62 წლის ცნობილი იტალიელი პროკურორი ნიკოლა გრატერი იქნება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიება 2019 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, დაკავებების სერიით დასრულდა. გამოძიების მთავარი მიზანი, ნდრანგეტას სინდიკატის ყველაზე მძლავრი კლანის, მანჩოზოს ოჯახის განეიტრალება იყო.  ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდა კლანის მმართველი, 66 წლის “ბაბუა” ლუიჯი მანჩოზოც. იტალიაში, მსგავსი მასშტაბების სასამართლო პროცესი 1987 წელს გაიმართა.…

მეტი...

მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის შეწყვეტას ასაჩივრებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებას შეიტანს. მიხეილ რამიშვილი საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილებებს და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შეჩერებას გაასაჩივრებს. მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებები უკანონოა და იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძე რეაგირებას არ მოახდენს, საქმეში საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩართავს. “გარკვეული ინფორმაციაც თან დაერთვება, რომელზეც ვალდებული იქნება გამოძიება, რომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. თუ შოთაძე ვერ შეძლებს ამ საჩივრის დაკმაყოფილებას და არ გააუქმებს დადგენილებას და არ დაუბრუნდება საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ გამოძიებას და საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩავრთავთ,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მეტი...

ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. კონგრესის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1400 აშშ დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების მასშტაბურ ვაქცინაციასა და ამ მიზნით, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი, ვაქცინაციის პუნქტების მოწყობისთვის იქნება გამოყოფილი. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 100 მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი…

მეტი...

“მე ყოველთვის ვიქნები დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ყოველთვის იქნება დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე. ამის შესახებ აღნიშნულია ტრამპის წერილში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.  „აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 19-წლიან მინიმუმზეა. ანალოგიურად, ერაყსა და სირიაში მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მე ყოველთვის ვიქნები დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე. დიდი პატივი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენა და უნიფორმაში მყოფი ჩვენი მამაცი კაცებისა და ქალების მხარდაჭერა. 2.5 ტრილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდა, მათ შორის შესანიშნავ ახალ აღჭურვილობაში, ყველაფერი აშშ-შია დამზადებული“, – ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაზაზე რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინის 500-ს დოზას გამოიყენებენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ტარდება. რუსეთის სამხედრო ბაზის 200-მდე მოსამსახურე აცრეს ოკუპირებულ ცხინვალშიც. რუსული ვაქცინის გაკეთების მზაობას გამოთქვამს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც. შეგახსენებთ, რუსული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის.

მეტი...