“არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს” – სალომე ზურაბიშვილი

“არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. “მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ…

მეტი...

“კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა” – თენგიზ ცერცვაძე

არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის გაზრდილი რაოდენობა – თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საკონტროლო კვლევები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. ე.წ. ბრიტანული შტამი საქართველოში 50 წლის ქალს დაუდასტურდა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ქვეყანაში ეპიდვითარებას სტაბილურად აფასებს, რაც მისი განმარტებით მოქმედი შეზღუდვების დამსახურებაა. “ახალი შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა. რამდენად მოიკიდა ფეხი, არ ვიცით, მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ყველა პაციენტს იმ ახალ შტამზე ვერავინ გასინჯავს, ძალიან რთული მეთოდია, სინჯავენ ამორჩევით, მაგალითად ყოველ მეათეს, მეასეს, ან ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაიმე გადაძაბვა, რაიმე კრიზისი კრიტიკული, რომლის მართვაც ჯანდაცვას უჭირდეს, როგორც ვხედავთ, არ…

მეტი...

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს სახელმწიფო დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმბოლოა.

მეტი...

ბაიდენი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში არეულობა დონალდ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში 6 იანვარს არეულობა პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული. შესაბამისი განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ბაიდენის თქმით, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობა წინასწარი იყო დაგეგმილი. „გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაზე. 244-წლიან ისტორიაში ასეთი რამ არასდროს გვინახავს. ეს დანაშაულებრივი თავდასხმა კოორდინირებულ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ის განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომელიც ძალადობისკენ ტრამპმა წააქეზა“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შეიარაღებული ამბოხის მონაწილეები უნდა დაისაჯონ. ამასთან, ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაცია და…

მეტი...

პროკურატურაში, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იმყოფებოდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იმყოფებოდა. როგორც საქმის ე.წ ოქროს მოწმე ამბობს, ის საგამოძიებო უწყებაში მივიდა, რათა გაერკვია თუ როდის დაუბრუნებენ ნივთებს, რომლების ჩამოართვეს. მისივე თქმით, როგორც გაარკვია ჩამორთმეულ კამერასა და ტელეფონს, საქმის დახურვის შემდეგ დაუბრუნებენ.

მეტი...

მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. კოვიდ – 19-ზე გეგმიური შემოწმება ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში კონტროლს ექვემდებარება.

მეტი...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება. მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის მინიმუმ ცხრა “რესპუბლიკელია”. ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

მეტი...