რუსულ ხორბალს ვერ შევცვლით – „გაძვირების მიუხედავად, ის, ფასით ჩვენთვის მისაღებია“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

15 თებერვლიდან რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების დაწესებას გეგმავს, ასევე, იზრდება საბაჟო ტარიფები, რაც ქვეყანაში შემოტანილ ხორბლის ფასზე მნიშვნელოვნად აისახება.  ვინაიდან რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია, ხორბალზე გაზრდილი ფასები, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელზეც აისახება. ხორბლის გაძვირებასა და პურის ფასის მერყეობაზე “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრა. „დღეს. ხორბლის ახალი პარტიის შემოთავაზება 270 დოლარია, როდესაც სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება. 15 თებერვლიდან რუსეთი აწესებს კვოტირებას, ეს არის დაახლოებით 17 მლნ ტონის…

მეტი...

პირველ თებერვლამდე პური არ ძვირდება, რა იქნება შემდეგ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლევან სილაგავას განცხადებით, არსებული სუბსიდირება საკმრისია, რომ პურზე დღევანდელი ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს. რა უნდა გაკეთდეს ფასის შესანარჩუნებლად და რა იქნება პირველი თებერვლის შემდეგ, ამის შესახებ, სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპზე, პირველი დეკემბრიდან პირველი თებერვლის პერიოდში, 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზე არსებული ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. 25 იანვრისთვის კი უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ შემდეგ, ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი შენარჩუნდეს. „სახელმწიფო პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გრძელდება პირველ აპრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს…

მეტი...

„დაინტერესდეს პროკურატურა რატომ ძარცვავენ ჩინოვნიკები ფერმერებს“ – მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ზარალდება ზოგი ჩინოვნიკისგან და ხალხი კარგავს მთავრობის მიმართ ნდობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  „საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ,” გოგა ციცქიშვილმა განაცხადა. ციცქიშვილი აღნიშნავს, რომ აჭარელ ფერმერებს, გარკვეულმა კომპანიებმა, რომლებსაც ყოფილი ჩინოვნიკები მფარველობენ კუთვნილი პროდუქციის თანხა არ გადაუხადეს, მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი მეფუტკრის მიმართ კომპანიას 50 000 ლარი აქვს გადასახდელი: „აჭარელ მეფუტკრეს და მასთან ერთად რამოდენიმე ფერმებს, ჰქონდათ ხელშეკრულება კომპანიასთან, აწვდიდნენ პროდუქციას, შემდეგ ეს კომპანია ურიცხავდა თანხებს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღარ აუნაზღაურეს თანხა და ეს დავალიანება ავიდა 50 000 ლარამდე. ეს „შპს“ – ეუბნება, რომ ქსელურ მარკეტებს…

მეტი...

“მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ “ქართულ ოცნებას” და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ინდივიდუალურად მზადაა ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით შეხვდეს “ქართულ ოცნებას” და ხელის მოაწეროს შეთანხმებას. ელისაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ  მეხუთე რაუნდი ჩაიშლება. “ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში თუ ჩაიშლება ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ “ქართულ ოცნებას” და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში. სოფელ ტოლოშის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, შუა ხნის ქალს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. “ქალი ძროხას ეძებდა, ვერ დაინახა მანქანა და როგორც ჩანს, ვერც მძღოლმა შეამჩნია დროულად. დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ გააჩერა. შეშინებული ბიჭი ასპინძაში ჩავიდა და პოლიციას ჩაბარდა, ქალი შემომაკვდაო”, – ამბობენ ტოლოშში.

მეტი...

96 წლის კაცზე ძალადობის გამო, რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

თიანეთის სოფელ ჯიჯეთში 96 წლის კაცზე მისმა რძალმა და შვილმა იძალადა. ინფორმაციას ადვოკატიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქალმა არამხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, არამედ მასზეც იძალადა.  ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. 96 წლის ვარდო თათარაშვილი სათივეში ცხოვრობდა და ის ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ “ერთიანობა საქართველოსთვის” თბილისში ქირით გადმოიყვანა.  “ბატონი ბოლო 6 წელია ითხოვს საცხოვრებელში გადაყვანას და ადამიანური პირობების შექმნას, რადგანაც ის შეშვებული ჰყავთ საცხოვრებლად გომურში. ჩვენ გუშინ, ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს შევთავაზეთ, რომ თუკი მათ სურვილი ჰქონდათ, დარჩენილიყვნენ იმ უძრავ ქონებაში,  შეფასებულიყო ეს ქონება და ნახევრის ნებაყოფლობითი გადახდით, დამთავრებულიყო ეს დავა. ამ…

მეტი...

ჩოხატაურის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. „შეგვიშვან, ან გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი მტკიცებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ მომხდარა. ცოტა ხნის წინ, აქციაზე, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ყურანი და ბიბლია მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, რელიგიებს შორის დაპირისპირება სირცხვიალია. ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში ქრისტიანული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება. გუშინ , ჩოხატაურის მერიაში…

მეტი...

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია და პარტიული თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს: “ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის,” – წერს გიგლა ბარამიძე.

მეტი...

“უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს ამრევებთან, აზრი არ აქვს” – ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს ოპოზიციაში კონსულტაციები გამართოს მათთან, „ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს“. „ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას.  ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ…

მეტი...

“ქართული ოცნება” ყრილობისთვის ემზადება

“ქართული ოცნება” ყრილობისთვის ემზადება. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებიდან” ოფიციალურად წასვლის შემდეგ პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, წინასწარ არის ცნობილი, რომ ეს ირაკლი კობახიძე იქნება. ასევე გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია გუნდის პოზიციიდან გამომდინარეობს. “მე კანდიდატურაზე ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ წარდგენილია, თუმცა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემი პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი,”-აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ შაბათს…

მეტი...

“ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ იგი რუსი ბალერინაა” – ვლადიმერ კეხმანი

ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანის თქმით, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეთანხმების დარღვევა და ინტერვიუს მიცემა გახდა. როგოც სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავს, არსებობს გარკვეული ტრადიცია და გარკვეული შეთანხმება – და როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნები : “ნინომ ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ… მაგრამ მე მისი  ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიააა,” – აღნიშნა კეხმანმა. მისი თქმით, ანანიაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო.  “მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა [მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა] გამაცნო. შარშან…

მეტი...

“რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა” – არასამთავრობო ორგანიზაციები

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!” და „კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ. „ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა; პანდემიის დროს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისას და ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტური რიტორიკის უგულებელყოფა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ…

მეტი...

“სახელმწიფო დროშის სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა მომავლისა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლიდან მიულოცა, სადაც დროშის აწევის ცერემონია გაიმართა. „გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. მინდა, ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა – ეს უდიდესი ბედნიერებაა. საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა. ეს დღე მინდა, მივულოცო ჩვენს ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს. მინდა, ეს…

მეტი...

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია. ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

მეტი...

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს თბილისის საკრებულოც შეუერთდა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს სახელმწიფო დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმბოლოა. აღნიშვნას, ტრადიციულად, შეურთდა თბილისის საკრებულოც. დეპუტატებმა შენობის აივნებიდან დროშები გადმოფინეს. მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. “საქართველოს სახელწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი ოჯახების, ეროვნულობის, თვითმყოფადობის სიძლიერის სიმბოლო. 14 იანვარს ჩენ გვაქვს შესაძლებლობა…

მეტი...

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია” – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩვენებები არ შეუცვლია. როგორც ჭკადუა განმარტავს, მან გამოძიების ეტაპზე გარკვეული დეტალები დააზუსტა და ის დღესაც მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. „ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები“, – განაცხადა ჭკადუამ.

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს” – იაგო ხვიჩია

ჩვენ პარლამენტში შესვლის პირობა დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი და არ შეგვიცვლია. პირველივე დღიდან ერთი და იმავე აზრზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მარტო „გირჩის“ შესვლას და უმცირესობაში ყოფნას დიდი აზრი არ გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „ზოგადად, საარჩევნო რეფორმა და ცესკო-ს ადმინისტრაციის რეფორმა მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ჩვენ ამას ყოველთვის ვაღიარებდით, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ხვიჩიამ. მისივე…

მეტი...

„ტენდერის პირობები თუ არ შეიცვალა, პურის ფასი გადაიხედება“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში”

„დღეს ხორბლის განსაბაჟებლად,  25 ევრო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფქვილის მიწოდება მოხდეს, საბაჟო გადასახადი სავარაუდოდ 50 ევრო იქნება, პარიზის ბირჟაზე დღეს დაფიქსირდა 220 ევრო ერთ ტონაზე, რაც მაქსიმუმია ბოლო წლების განმავლობაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ,”საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი ხორბლის მიწოდების ფასს ზრდის, რაც შესაბამისად საქართველოზეც ნეგატიურად აისახება. მისივე განცხადებით, დასუბსიდირებული ფქვილის მიწოდების ვადა ქარხნებისთვის თებერვლიდან იწურება, რის შემდეგაც საჭირო გახდება ახალი ტენდერის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხევაში, მისვე ინფორმაციით შესაძლოა პურის ფასის გადახედვა გახდეს საჭირო: „ჩვენ რადგან, საერთაშორისო ბაზრებზე…

მეტი...

სასამართლომ ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმეს, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმე გამოეყო. შესაბამისად, აღნიშნული საქმეები ცალკე წარმოებად განიხილება. აღნიშული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატ სოსო ჯანაშიას თქმით, დაცვის მხარისთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად. როგორც სოსო ჯანაშიამ განაცხადა, სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიებაც გადაისინჯა, თუმცა მოსამართლემ ბიძინა ესებუა პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. საქართველოს ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული…

მეტი...

“ამ გზით მაინც მოვხვდე სხვა სამყაროში” – შალვა ნათელაშვილი “კოსმოსში მოხვდება”

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საკუთარ თავს ძველით ახალ წელს საჩუქარი გაუკეთა. მარსმავალის ეკრანზე, რომელიც პლანეტაზე 17-18 თებერვალს დაჯდება შალვა ნათელაშვილის სახელი იქნება აღბეჭდილი. “ძველით ახალ წელს ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი და ამერიკული მარსმავალის ეკრანზე, რომელიც 17-18 თებერვალს დაჯდება ამ პლანეტაზე აღბეჭდილი იქნება ჩემი გვარი და სახელიც. ამ გზით მაინც მოვხვდები სამყაროში, სადაც მოგზაურობის ფიქრებში ცხოვრება გავიდა ლამის”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მეტი...

“სამღვდელოება ჩავიდა ბუკნარში ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში ” – შემოქმედელი მიტროპოლიტი

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მიტროპოლიტი იოსები აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 იანვარს სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები ჩასვლას აპირებდნენ, ადგილზე ვითარების განსამუხტად სამღვდელოება გაგზავნეს. „სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან – ზოტიდან და სხვა სოფლებიდან – 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად…

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტს წლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი ანგარიშს და გეგმას როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს. არჩილ თალაკვაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტს პირველი ანგარიში და გეგმა გასულ წელს, 18 თებერვალს წარუდგინა. მის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

მეტი...

შრომის ინსპექციამ გამოავლინა პირი, რომელიც თბილისში ღამის კლუბის საქმიანობას ახორციელებდა

შრომის ინსპექციის მიერ იმ ფიზიკური პირის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც თბილისში ე.წ. ღამის კლუბის საქმიანობას ახორციელებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  “მიმდინარე წლის 13 იანვარს, შრომის ინსპექციის მიერ გეგმური მონიტორინგისას განხორციელდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, რომელიც ქ.თბილისში ორგანიზებას უწევდა სოციალურ ღონისძიებას და ახორციელებდა ე.წ ღამის კლუბის საქმიანობას.  COVID რეგულაციების გათვალისწინებით, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიება მიჩნეულია მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, რომელიც მასობრივად უქმნის საფრთხეს ადამიანთა სოცოცხლესა და ჯანმრთელობას შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 322 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა ღონისძიების ორგანიზატორის 2000 ლარით დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება.  შექმნილი ეპიდემიოლოგიური…

მეტი...

“საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებასა და უდიდეს სიამაყეს აღძრავს” – გიორგი გახარია

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება. „ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული…

მეტი...

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია. 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ებრაელ პეტერ პალჩიკს აჯობა. მასტერსის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბექა ღვინიაშვილი, საბოლოოდ კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 561, აჭარაში 112, იმერეთში კი, 196 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარაში 112, იმერეთში 196, ქვემო ქართლში 69, შიდა ქართლში 111, გურიაში 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში 131, კახეთში 84, მცხეთა-მთიანეთში 41, სამცხე-ჯავახეთში 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც, 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 756, აჭარაში – 337, იმერეთში – 746. „ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 808, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 21 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ  21 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 867 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

“არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რა დროსაც მოსახლეობის ორი შტო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. „ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე. საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ. არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და…

მეტი...

“თუკი მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება” – გიორგი ვაშაძე

თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო. “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის აზრით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა. “ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის – დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს კორონავირუსის საკითხზე საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 14 იანვარს კორონავირუსის საკითხზე საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსგავსი სხდომა უკვე მეექვსედ გაიმართება. სხდომის შემდეგ ექსპერტები რეკომენდაციებს გამოაქვეყნებენ. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 5,2 ათასით გაიზარდა და გლობალურად დაღუპულთა რაოდენობამ 1,94 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 90 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული კვლავ აშშ-შია, სადაც „კოვიდ-19“ სულ 22 მილიონ 428 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამე ბრაზილია, ხოლო მეოთხე რუსეთი. პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს…

მეტი...

აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოვლინდა

კონტრაბანდული თამბაქო ქართულ ბაზარზე – აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

“პანდემიის მეორე წელი შეიძლება, უფრო რთულიც კი იყოს, ვიდრე პირველი” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა ქვეყნის მაგალითის შესწავლა და კომბინირებული მიდგომის შემუშავება, რათა ვირუსთან ბრძოლა უფრო ადვილი იყოს. „პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყო, თუ გავითვალისწინებთ ვირუსის გადაცემის დინამიკას და ზოგიერთ ფაქტორს, რომელსაც ვხედავთ. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ პოზიტიურ მხარეზე, უნდა შევხედოთ იმ ფაქტორებს, რამაც თითოეულ ქვეყენაში იმუშავა და შედეგი გამოიღო. შემდეგ ეს ცოდნა სხვებს უნდა გადავცეთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ…

მეტი...

შსს-მ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით…

მეტი...