მესიმ მსოფლიოში უმხვილესი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის ჯილდო მიიღო

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ Values Award-ის ჯილდო მიიღო – ამ პრემიას ანიჭებენ სპორტსმენებს, რომლებმაც საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ჟიურიმ, რომელსაც სათავეში ედგნენ ესპანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალეხანდრო ბლანკო და ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, მესის პრემია მსოფლიოში უმხვილესი ონკოლოგიურ-პედიატრიული ცენტრის მშენებლობის დაფინანსებისთვის მიანიჭა. ეს ცენტრი ბარსელონაში სანტ ჟოან დე დეუს ჰოსპიტალშია განთავსებული. ორი წლის წინ, ლიონელ მესის ფონდმა ერთობლივად სტავროს ნიარჰოსის ფონდთან ერთად 2.6 მილიონი ევრო გადარიცხა სპეციალურ ანგარიშზე. პრემია Values Award-ის მესამე გამოცემაში ასევე აღნიშნეს კალათბურთელების – პაუ და მარკ გასოლების ფონდის მუშაობა ბავშვთა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში.…

მეტი...

დაიკარგა მინდბოთ აღზრდაში მყოფი მოზარდი

ახალციხეში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ. მოზარდი ბოლოს გუშინ, 8 იანვარს ქალაქის ცენტრში შენიშნეს. მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. 17 წლის ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, ბიჭი სახლიდან რამდენჯერმე წავიდა. “როგორც კი მოხდა ეს ფაქტი, განხორციელდა მყისიერი რეაგირება. ინფორმაცია მიეწოდა ყველა საჭირო სტრუქტურას და ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები,” – განაცხადა რეგიონული ცენტრის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო საანიშვილმა. მეურვემ მისი მოძებნა მაშინვე დაიწყო, თუმცა ვერ ნახა. მანვე გამოიძახა პოლიცია და საქმის კურსში ჩააყენა სოციალური სამსახური.…

მეტი...

ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.

მეტი...

საპატრიარქოში გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა პატრიარქს ტესტირება კორონავირუსზე

დღეს დილიდან საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან, ინფორმაციას ამირან გამყრელიძეც ადასტურებს. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება სჭირდება თუ არა ტესტი პატრიარქს.  “საპატრიარქოში დღეს მივიდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ, ვგულისხმობ ეპიდკვლევასა და ბიოლოგიური ნიმუშების აღებას. კვლევის შემდეგ გამოიკვეთება, რამდენ ადამიანს დასჭირდება ტესტირება. რამდენად ახლო ან შორი კონტაქტები ჰქონდათ მათ ინფიცირებულთან. არსებობს პროტოკოლი და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა შეთანხმებული უწმინდესთან,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ადგილზე ეპიდემიოლოგებმა მასობრივი ტესტირება უკვე დაიწყეს. პირველ ეტაპზე,…

მეტი...

პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას – “ევროპელ სოციალისტებს” ქმნიან

“პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. “ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გაიმართება. პარტიაში აანონსებენ, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” ძლიერ ოპონირებას გაუწევენ. “ქვეყნის დიდი ნაბიჯებით წინსვლა შეუძლებელია, თუკი საბოლოოდ არ აღდგება სამართლიანობა. ჩვენი ყველა პოზიცია დაეფუძნება ფაქტებს და ასევე, არგუმენტები დაყრდნობილი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე. ასე რომ, ჩვენთან ოპონირება ძალიან რთული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი დიდი დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენი მიმართულება კი, სწორედ ამ ოჯახისკენ იქნება,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი.

მეტი...

ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა

ახალციხეში, ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დღეს, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ, მკურნალობას დაექვემდებარა. “ხუთივე მათგანმა ისადილა და მოგვიანებით ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მოწამლულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამმა ბრიგადამ გადაიყვანა. თავს კარგად ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია” – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ. “ზოგი იწვა სავარძელში, ზოგი დივანზე, ზოგიც იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები, მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი…

მეტი...

გორში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი გარდაიცვალა​. 65 წლის უროლოგი მირიან არსაკიძე წლების განმავლობაში ქალაქის პოლიკლინიკაში მუშაობდა. კოვიდ 19-ის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში, ინფიცირებულმა ექიმმა კოვიდსტაციონარს თავადვე მიმართა. ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, მირიან არსაკიძე “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. “კლინიკაში შემოსვლისას ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მაშინვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა…

მეტი...

“ეს არის ბოლო „გაფართხალება,“ ქართული რაგბის ბედს ამ ადამიანს ვერ გადავაყოლებთ” – პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, რადგანაც ამისი საჭიროება არ არსებობს და ვიღაცის სურვილით ეს ვერ მოხდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ირაკლი აბუსერიძემ და რაგბის ეროვნული ნაკრებ შვიდკაცას მწვრთნელმა პალიკო ჯიმშერაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.    „ყრილობამ პრეზიდენტად ამირჩია, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის შეტანილი საჩივრის საფუძველზე შემიჩერდა რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით. იურისტებთან ერთად გავდივარ ახლა, მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ დოკუმენტაციას. ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ 7 დეკემბერს ერთ-ერთი კანდიდატი ულტიმატუმის ენით სთხოვს სპორტის სამინისტროს და გამგეობას განმეორებითი ყრილობის თარიღის დანიშვნას და…

მეტი...

“პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია” – გიგა ბოკერია

“არ შევაფასებ საერთოდ მაგ ხალხს,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპელი სოციალისტების“ დღეს დაგეგმილ სადამფუძნებლო ყრილობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ თქვა, რომ პარლამენტი არ გამოდის ორპარტიული. „ორპარტიული არ გამოდის, ერთპარტიული პარლამენტია და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის, ის უტიფრად სასაცილო და სამარცხვინო ნიუსლეთერი, რომელიც თუ არ ვცდები, ჩვენს პარტნიორებს დაუგზავნა ზეიმით მთავრობამ, რომ ნახეთ, რა კარგი ხალხი შემოვიდა, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო. ეს არის დასტური ამ სამარცხვინო, ერთპარტიული პარლამენტის, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით ხაზს უსვამ იმას,…

მეტი...

როგორ აპირებს ახალი პრეზიდენტი ლეგიტიმაციისა და კანონიერი არჩევნების დამტკიცებას – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამო უთხრეს, არც მოგვარებადია. „ყველა წერილი იქნება წარდგენილი, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე,  კარანტინი, არსებული  შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. სწორედ ამის საფუძველზე იქნა სარეკომენდაციო თხოვნა მთავრობიდან, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა“, – განაცხადა აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რატომ აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები მაშინ, როცა ეს პირველ კრებაზე დღის წესრიგში…

მეტი...

“ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა. როგორც ნათელაშვილი წერს, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია, რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განაცხადა იმ ორგანოში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც გაყალბდა. “საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20%-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა,”-აღნიშნავს ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა. “ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან და დააწესონ სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოსთვის,”- წერს ნათელაშვილი. 

მეტი...

პატრიარქისთვის ამ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. „დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

მკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა სამეგრელოში – დანაშაული ამჯერად ჩხოროწყუში მოხდა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, შვილმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. დანაშაულში მხილებულმა მიიყენა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები სხეულზე, ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. 

მეტი...

„ჩემი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბის კავშირის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა. აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს, როგორც ის ამბობს, რეესტრის გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და ეს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამოსწორდება. „ჩემი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა, ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა…

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია. „ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა…

მეტი...

, კერძო მანქანების მძღოლები ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებამდე, კერძო მანქანების მძღოლები ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის…

მეტი...

“საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა” – თანგიზ ცერცვაძე

საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და მეტად იცავდა რეგულაციებს. „აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს.…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 09:00 საათზე, საქართველოში 4.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გურჯაანთან დაფიქსირდა.

მეტი...

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. „მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – აღნიშნულია ნოვოსიბირსკის ოპერისა…

მეტი...

ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იქ ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ, – ამის შესახებ ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც წინა დღეებში გაგრაში საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა, გასულ ღამეს ჩააქრეს. „ღამემ მშვიდად ჩაიარა. ცეცხლის რამდენიმე კერა ჩავაქრეთ, მაგრამ დილით ძველი გაგრის რაიონში ახალი ალი გაჩნდა და ის ვრცელდება. ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ხელებით ცდილობს“, – განაცხადა დავით ბგანგამ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 808 თბილისში, 363 იმერეთში, 183 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 808 თბილისში, 363 იმერეთში, 183 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე. ბოლო 24…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 095, „პისიარ“ ტესტით – 7 054. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 718 გამოჯანმრთელდა, 2 750 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 512 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 867, კლინიკურ სასტუმროში – 754. ამასთან, 8 იანვრის, მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

მეტი...