კლინიკების ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად მოსახლეობის ტესტირება დაიწყოს

კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „პრობლემის არსი: ა) საქართველოს ჯანდაცვის სისტემა (პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კლინიკური სექტორი) პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს!!! ბ) პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი!!! სამოქმედო ღონისძიებები: 1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება ,,კარდაკარის” პრინციპით,…

მეტი...

იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძრების ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია

იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძრების ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის ყველაზე დიდი კერა იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და სოფელ ზარათში, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე ლიკვიდირებული იქნება. ზვიად შალამბერიძის თქმით, ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და სავარაუდოდ, დილისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იქნება“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. ზვიად შალამბერიძე შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შსს-ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთა, სულხან…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 02:26 საათზე 3.5 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.

მეტი...

საშობაო ლიტურგიის გამო, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს არ იმოქმედებს

დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება იყო მიღებული 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ერთ, ახალი წლის ღამეს იყო მოხსნილი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.

მეტი...