საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 196 220 გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 747, PCR ტესტით – 6 908. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –5 969, ხოლო…

მეტი...

თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება

თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით, ახალ წლამდე იმოქმედებს. „პანდემიიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნით ესაჭიროება გადაადგილება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომეტებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მეტი...

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს. რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, შობას ულოცავს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ. „საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ! განსაკუთრებით ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებს და ექთნებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის!“ – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

მეტი...

კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. კერძოდ, განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევის და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე იგეგმება ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის დაწყება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება,…

მეტი...

საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს, მანმადე კი რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ. დეპუტატების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაა. „ქართული ოცნების“ წევრები საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრიბის მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას გეგმავენ. „საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია, რომელიც ერთი კვირის წინ დაინიცირდა პარლამენტში, დღეს უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე. ამ რეზოლუციაში გაწერილია ის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ექნება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.…

მეტი...

გერმანიასა და დანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ვირუსი რამდენიმე დღის წინ ლონდონიდან ფრანკფურტში ჩაფრენილ პირს დაუდასტურდა. ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამით ინფიცირების 33 ფაქტი გამოვლინდა დანიაშიც, რის შემდეგაც ტუნისმა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. ვაქცინაცია დაიწყო მექსიკაში, ჩილესა და კოსტა-რიკაში. კომპანია “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო უკვე სერბეთმა. თურქეთი კი ამერიკულ-გერმანული ვაქცინის 4 მილიონზე მეტ დოზას მარტის ბოლომდე მიიღებს.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა

თბილისის მასშტაბით 19 აფთიაქი გამოვლინდა, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა. აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით” – თეა ახვლედიანი

სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თე ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკასა და ქმედებებს. „სამწუხაროდ, როგორც ცნობილია საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე. იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პარტიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესობა ნიკა მელიას დანიშვნას უჭერს მხარს. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

მეტი...