„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს. ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა). აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები.

მეტი...

„ვაქცინები ყველასთან უნდა მივიდეს, პირველ რიგში შეჭირვებულებთან“ – რომის პაპის ქადაგება

რომის პაპის საშობაო ქადაგების ერთ-ერთი  მთავარი გზავნილი „კოვიდ 19“-ს ვაქცინებს დაეთმო. პაპი სახელმწიფოს მეთაურებს მიმართავს, რომ ნათელი შუქი ყველასთან მიიტანონ და ვაქცინა ყველას შეახვედრონ. „როცა  გვაქვს ეკოლოგიური კრიზისი და მძიმე სოციალ-ეკონომიკური დისბალანსი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი მივიღოთ დებად და ძმებად. დღეს პანდემიის სიბნელისა და გაურკვევლობის პერიოდში, იმედის სხვადასხვა ნაპერწკალი ჩნდება, როგორიც არის ვაქცინების აღმოჩენა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ შუქმა გაანათოს და იმედი მოუტანოს მთელ კაცობრიობას, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – იქადაგა პაპმა. პაპი ფრანცისკე  ქვეყნების ლიდერებს მიმართავს, რომ დისბალანსი გაათანაბრონ. „ყველას ვთხოვ – სახელმწიფოთა მეთაურებს, კომპანიებსა და საერთაშორისო…

მეტი...

ოკუპანტები საქართველოსთან საზღვარს აძლიერებენ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“  ე.წ. ხელისუფლება  ახალ წელთან დაკავშირებით მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კონტროლს აძლიერებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გამკაცრებული ნორმები დაახლოებით 17 დღე შენარჩუნდება. „26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ვკითხულობთ  ინფორმაციაში, რომელსაც დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მეტი...

თვითმკვლელობა ოზურგეთში – კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა

ოზურგეთში ქალაქის ტერიტორიაზე 58 წლის მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. როგორც მამაკაცის ახლობლები ამბობენ, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

მეტი...

“ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას” – კახა კალაძე

ჩემი, როგორც მერის ამოცანაა, თბილისი იყოს მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტით, უკეთესი სოციალური დაცვის მექანიზმებით, ძლიერი ეკონომიკით, მოწესრიგებული განაშენიანებით, კომფორტულიდა სიცოცხლით სავსე ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება. „მერწმუნეთ ეს მხოლოდ ჩემი, როგორ მერის ამოცანა არ არის, ეს პირადი ამბიცია და მიზანიც გახლავთ, რომ თბილისი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წლებში, რათა ჩვენს მომავალ თაობებს კომფორტული, ევროპული ტიპის, ისტორიით, ტრადიციებით, სიმწვანითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი დავუტოვოთ. თბილისმა, პირადად…

მეტი...

“გამიხარდებოდა საკრებულოში რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“გა­მი­ხარ­დე­ბო­და აქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცო­ტას გა­ვერ­თო­ბო­დით”, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ის არ­ყოფ­ნას. კა­ლა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს და ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია. “მათი გა­და­სა­წყვე­ტია, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ირ­ჩევს თა­ვის გზას. მე გა­მი­ხარ­დე­ბო­და აქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცო­ტას გა­ვერ­თო­ბო­დით, თუმ­ცა, მათ არ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ისი­ნი არ იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე და იმ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა თბი­ლისს და თბი­ლი­სე­ლებს” – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ. ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის 2021 წლის…

მეტი...

“ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით” – კახა კალაძე ISFED-ზე

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით,” – ამის შესახებ თბილისის მერმა ISFED-თან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე მარტივად დასანახი იყო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არასწორ მონაცემებზე საუბრობდნენ. „არ ვიცი საერთოდ, სერბეთი რა შუაშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება და პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით,…

მეტი...

„რა ვუყო ამ ეშმაკისეულ თანხას?“ – ნატო ჩხეიძე სადეპუტატო ხელფასზე

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ამბობს, რომ ხელფასი ჩაურიცხეს, მაგრამ არ იცის სად წაიღოს ეს თანხა.   „ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, ოცნებისგანაც ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც – არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით. გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა…

მეტი...

რატომ ჩაურიცხეს პარლამენტში არშესულ დეპუტატებს ხელფასები – პარლამენტის განმარტება 

საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატების  ნაწილისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. როგორც პარლამენტის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ, ხელფასი მხოლოდ მათ ჩაურიცხეს, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო. „გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა,…

მეტი...

სახელმწიფო მიწების დატაცებასთან დაკავშირებით მერიამ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს. „სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და…

მეტი...

ზონალური პარკირება ყველგან დაინერგება და სხვადასხვა ფასი ექნება  

თბილისის მერის განცხადებით, ზონალური პარკირების პროგრამის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგება. როგორც კახა კალაძემ საკრებულოში განაცხადა, მერიის  ყველა საპილოტე პროექტით საზოგადოება კმაყოფილია. “ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი. ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ წლობით კონკრეტული ავტომობილები ეყენა, ლპებოდა, პრობლემას წარმოადგენდა, ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას. რა თქმა უნდა, ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

“2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია” – მერის მოადგილე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. როგორც მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, უკვე მეოთხე წელია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე ნაკლები არ არის. „ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია მილიარდ 50 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც მომავალი წლის პირველივე თვეს, დაახლოებით, 50-60…

მეტი...

თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წაარდგინა

თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის წოდების მიხედვით გაზრდილ ხელფასებზე, გაუმჯობესებულ სოციალურ მიმართულებაზე, დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისთვის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრზე და შეძენილ სამხედრო ჯავშანმანქანებზე ისაუბრა. მინისტრმა აქცენტი დაგეგმილ პროექტებზეც გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში კიბერუსაფრთხოების ახალი ცენტრი შეიქმნება, ასევე, მომავალ წელს ქართული ჯარი სრულად აღიჭურვება ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. განახლდება და გარემონტდება საჰაერო თვალთვალის რადარები. უწყება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებს დრონებს შეიძენს.

მეტი...

„ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა” – გიორგი გუგავა

„ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა, საერთოდ რა შუაშია არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ეს არჩევნები ტოტალურად გააყალბა. „ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო „ისფედმა“ რა შეცდომა დაუშვა, თუ არ დაუშვა თუ პირდაპირ ხელოვნურად მოახდინა ხელისუფლებამ ზეწოლა ამ ორგანიზაციაზე. არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ეს არჩევნები ტოტალურად გააყალბა, ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, როდესაც ამ საქმეში ჩარეული იყო უსაფრთხოების სამსახური. იყო ძალადობა, მოსყიდვა, იყო ოქმების გადაკეთება, შედეგების არასწორი…

მეტი...

“ევროკავშირთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, 2021-27 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განსასაზღვრად” – მაკა ბოჭორიშვილი

რამდენიმე წუთში პარლამენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს პირველი მოსმენით უყრის კენჭს. “ამჟამად ევროკავშირთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, 2021-27 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განსასაზღვრად. 2024 წლამდე, ასოცირების შეთანხმების დაჩქარებული იმპლემენტაცია იქნება პირველი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ჰქონდეს ამბიცია 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე,” – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 14 პუნქტში ჩაიდო ის მთავარი საგარეო პრიორიტეტები, რაზეც მომდევნო 4 წელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იმუშავებს. “პუნქტების უმრავლესობაში შესულია დაზუსტებები, რაც შეეხება ახალ პუნქტს, ის გაჩნდა საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აწარმოებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ასევე ორად გაიყო…

მეტი...

“ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთან” – პაატა იმნაძე

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძე ამბობს, ამ დროისთვის მსოფლიოს ძალიან მცირე ნაწილია აცრილი, რაც თითქმის არაფერს ნიშნავს. „დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის. სამწუხაროდ, პირბადე და დისტანცია მაინც აუცილებელია. დღეისთვის მსოფლიოში აცრილია 0,04% პოპულაციის. ეს მსოფლოისთვის არაფერი არ არის მაშინ, როდესაც ზოგადად უნდა აიცრას 70%“,- აცხადებს პაატა იმნაძე. იგი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, ახალი წელი ვიწრო წრეში აღნიშნოს. „მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი. ბებიებთან-ბაბუებთან. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება მთელი…

მეტი...

“რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა” – ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, რთული დასაჯერებელია, რომ “სამართლიანი არჩევნების” მიერ დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ISFED-ის ხელმძღვანელის გადადგომასთან და ორგანიზაციის გამგეობის ბრიფინგთან დაკავშირებით გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით: “გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” გამგეობის ბრიფინგს, ორგანიზაციის მიერ პარალელურ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ. დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა სამწუხაროდ მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ…

მეტი...

გოგი მეშველიანი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43-ე  წლისთავს  ულოცავს

 საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს.   „უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!  ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“- ვკითხულობთ მილოცვის ტექსტში.

მეტი...

“ხმების დათვლისას გამოყენებული იყო სერბული მოდელი” – სამართლიანი არჩევნები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს, – ამის შესახებ „ისფედის“ გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღევანდელ პრესკონფერენცია განაცხადა. თამარ სართანიამ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვილის (PVT) მეთოდოლოგია პერიოდულად იცვლება და ამჟამად აღებული იყო, მოდელი რომლითაც ერთ-ერთი ბოლო არჩევნები ჩატარდა, კერძოდ სერბეთში 2020 წლის ივნისში. „ეს არ არის ქართული ნოუჰაო, ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და მუდმივად ხდება ამ მეთოდოლოგიის განახლება. კითხვა დაისვა ასეთი, საქართველოში ბათილ ბიულეტენებს ძალიან დიდი ხანია, არ ვითვლით და…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საახალწლო ჰუმანიტარული ამანათები რეგიონებში ჩაიტანეს

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლო დღეებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატურად ახორციელებენ,“ – ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნთქვამი, დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დეპუტატებთან ვახტანგ ყოლბაიასთან, ნუგზარ მგალობლიშვილთან, რაისა ქარაიასთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონს საახალწლო ამანათებით ეწვივნენ. ჰუმანიტარული დახმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე 300-მდე დევნილ ოჯახს გაეწევა.„აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება. საახალწლო ნობათი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით რამდენიმე მოწყვლად ოჯახს…

მეტი...

“სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა” – ბექა ფერაძე

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ბექა ფერაძე საზოგადოებას მოუწოდებს წინასაახალწლო დღეებში მაქსიმალურად დაიცვან წესები.  “განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან,” – აცხადებს ბექა ფერაძე. 

მეტი...

“25 ნოემბერი დაბადების დღე 25 დეკემბერი მძინარე თემირლანზე თავდასხმა – თემირლანმა დამისვა კითხვა ადამიანის თვალები ფერებს თუ იცვლისო” – მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანზე

„25 ნოემბერი დაბადების დღე 25 დეკემბერი მძინარე თემირლანზე თავდასხმა, არეული სპეც რაზმთა ბრბოსი,“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს და თემირლანს იხსენებს: „10 იანვარი მისი აპარატიდან გამორთვა 14 დღის ტყუილების მერე ეს ყველაფერი იმდენად ახლოსაა ერთმანეთან ეს მოკლე პერიოდი გონებას მიბინდავს და სულს მიხუთავს, ზუსტად სამი წლის წინ ზუსტად ამ დროს 11 საათზე თემირლანმა დამისვა კითხვა ასეთი ახლა ახლა მახსენდება ადამიანის თვალები ფერებს თუ იცვლისო მაშინ თემირლანის კითხვამ ცოტა არ იყოს დამაბნია და ვკითხე რატომ მეკითხები მეთქი მისი პასუხი ბოლო მის სიცოცხლეში არ ვიცი რატომღაც მე თვალებში ფერები…

მეტი...

“პანდემიის პირობებში დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა” – გიორგი არსოშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, 112-ში ზარების შემცირების შესახებ ისაუბრა. როგორც არსოშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში 112-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა, ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ცოტა ხნის წინ, 30 000-მდე ზარი შედიოდა. „მინდა, გაგაცნოთ 112-ში არსებული მდგომარეობა მომართვიანობის თვალსაზრისით. ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა დანაყოფი, 112-იც პანდემიის პირობებში მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს შესაბამისი დახმარება. 112-მა პანდემიის ფარგლებში შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა, ნებისმიერ…

მეტი...

“შესაძლოა 2021 წელი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიახლეები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა 2021 წელი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს. “იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წელი იქნება პანდემიის დასრულების დასაწყისი, გვაძლევს ის პოზიტიური სიახლეები, რომელიც არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა იმისათვის, რომ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ვაქცინა არ მოხსნის ყველა პრობლემას ერთდროულად. ვაქცინაციამდე მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება ძალიან აქტიური და ფრთხილი ცხოვრებით. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ვაქცინა ეპიდემიის დაუყოვნებლივ დასრულებას არ ნიშნავს. მოგვიწევს მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება, მით უფრო, რომ გაჩნდა ვირუსის ახალი…

მეტი...

“ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მცირედი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, მივიდნენ კლინიკაში და გაიკეთონ ტესტი. “სამწუხაროდ მიმართვიანობა გამოკვლევებზე ძალიან ეცემა, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება, მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი. დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 20-22 000 ტესტის გაკეთება და ეს უნდა გამოვიყენოთ. მივიდეთ მცირედი სიმპტომების შემთხვევაშიც კლინიკაში და ვთხოვ საზოგადოებას გაიკეთონ ტესტი,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“არ მგონია ახალ შტამს იმაზე მეტი გავრცელება ჰქონდეს, რაც გასული სამი კვირის წინ გვქონდა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებას “კოვიდ 19”-ის ახალი შტამის გადაჭარბებულად არ უნდა ეშინოდეს. მისივე თქმით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება ისევ პირბადე და დისტანციაა. პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 2020 წელი პანდემიისთვის ბოლო წელი იქნება და საზოგადოებას მოუწოდებს სტუმრიანობისგან ახალ წელს თავი შეიკავონ. “გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, არ მგონია ახალ შტამს იმაზე მეტი გავრცელება გვქონდეს, რაც გასული სამი კვირის წინ გვქონდა. მთავარი თავდაცვის საშუალება რჩება იგივე, პირბადე და დისტანცია სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძის თქმით, ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის დიდი…

მეტი...

“კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც სტაბილიზაციის ნიშნებზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საწოლფონდის რაოდენობა იმატებს.  “საყურადღებოა, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ინფიცირების ყველა შემთხვევა დროულად გამოვლინდეს. ამიტომ, თხოვნა მექნება ყველასთან, რომ თუკი ოდნავ მაინც თავს შეუძლოდ გრძნობთ, მიდით და ტესტირება ჩაიტარეთ.  რაც შეეხება საწოლების რაოდენობასა და დატვირთვას, გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება, დილის მდგომარეობით, კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 ადამიანი და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. გარკვეულად, საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება,”- აცხადებს თამარ გაბუნია. 

მეტი...

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 453 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

მეტი...

“თქვენი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და ხალხი, გვეხმარება სირთულეების დაძლევაში” – არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს! თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ. თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!“- აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში. 25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, პანდემიის…

მეტი...

“თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ ჩართოს საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი” – ნათია თურნავა

თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მოღვაწეებს გაუხარდებათ პანდემიისგან შექმნილი რთული პერიოდის გამო. „მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, მკაცრად არის აკრძალული სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას…

მეტი...

„შეტევის და აგრესიის მსხვერპლი გახდა დედაჩემი, მგლოვიარე ქალი“ – კობა კობალაძის საგანგებო განცხადება მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფიზიკური სივრცის უფლებას, არამედ, ამ სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასაც. პიროვნების სახლის მისამართი არის პირადი მონაცემი, ამდენად, იგი დაცულია და  არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ჟურნალისტების მხრიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა,  კობა კობალაძემ განაცხადა. კობალაძე საკუთარი ოჯახის მაგალითზე ყვება თუ რა ზიანი მიაყენა კონკრეტულმა. მისივე აზრით ადამიანებთან სახლში მივარდნა, ამორალურია: „ევროპული პრაქტიკისთვის სრულიად მიუღებელი და ამორალურია, სენსაციის მოპოვების მიზნით, ჩვეულებრივი მოქალაქის სახლში მივარდნა და 80 წლის ქალს-დედას, რომელსაც 54 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა;…

მეტი...

„დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ“ – კობა კობალაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მედიის წარმომადგენლები მიიჩნევიან საზოგადოებრივ მოდარაჯეებად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მათ აქვთ ვალდებულება, გაავრცელონ ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნონ ყველა საინტერესო საკითხი, რომლის მიღების უფლებაც საზოგადოებას გააჩნია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ განაცხადა. კობა კობალაძე მედიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მედიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა თუ ის მიკერძოებული არ არის: „დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ და ვიყავი და ვარ მზად ვარ თანამშრომლობისათვის. ეს არ ეხება პირადი ან პარტიული გამორჩენის მიზნით აჟიტირებული კვაზი ან ფსევდო ჟურნალისტების…

მეტი...

„ნაგავსაყრელზე აშენებული სახლი რატომ არის უკანონობა და ეს სასახლეები კანონიერი?“ – დათო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით. მწერლისთვის გაუგებარია რატომ უდნა ითვლებოდეს უსახლკარო ადამიანის მიერ აშენებული „ქოხები“ არაკანონიერად: „ეს თბილისი, რომ ბეტონის ჯოჯოხეთად გვიქციეს ეს კანონიერია და ნაგავსაყრელზე, რომ საცოდავი ხალხი სახლს იშენებს ეს უკანონობაა,? გაიძახიან უკანონობააო და აგარაკებიაო, თვითონ რატომ იშენებენ წყნეთში აგარაკებს, ადამიანს, რომ ოთხი და ხუთი სახლი ჰქონდეს რატომ აიშენებს სახლს ისეთ ადგილას სადაც აიშენეს. ნაგავსაყრელზე აშენებული სახლი რატომ არის უკანონობა და ეს სასახლეები კანონიერი?“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 863 თბილისში, 97 აჭარაში, 259 კი იმერეთში დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ჯამში 2 313 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში „კოვიდ-19“-ის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 515 პირი გამოჯანმრთელდა.

მეტი...