ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო. ინფორმაციას სუს- ის ანალიტიკურ დეპარტამენტში ადასტურებენ. დეფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუს-მა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც. ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ექვსი თვის წინ დააკავეს. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

მეტი...

„ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული“ – გიორგი გახარია

„ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იქ, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება და მათი ეფექტიანობის გაზრდა, მათი საკუთრების ფორმა არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ეს შესაცვლელია იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს. „როდესაც ვართ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, ჩვენ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. იქ, სადაც…

მეტი...

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“ – გიორგი გახარია

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგადასახადო სისტემაში არის უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. შესაბამისად, პრემიერის თქმით, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით დეტალურად უნდა იყოს განხილული ყველა შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობაა აღნიშნული ნაწილი გაძლიერდეს, ნაწილ შემთხვევაში კი გაუქმდეს. „ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს…

მეტი...

„მიდგომა – ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის“ – გიორგი გახარია

„მიდგომა – ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია, ვინაიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებიან და ეს რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის. „გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება…

მეტი...

„არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე“ – გიორგი გახარია

„არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, ვინაიდან ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება…

მეტი...

ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის მოზარდის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე საათია სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის მოზარდის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს. ოჯახმა სამართალდამცავებს დაუყონებლივ მიმართა, გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. “ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში. კარგი მოსწავლეა, არც უფიქრია გათხოვება. დილით ნათესავმა დაინახა, რომ პოლიციაში შეჰყავდათ. მაშინვე წამოვედი და ვნახე, რომ კარგად არის. არ მილაპარაკია, მაგრამ ტირილი დაიწყო, რომ დამინახა. ახლა პოლიცია კითხავს. ვითხოვ გამტაცებლის დასჯას. რატომ გააკეთა ეს? ჩემს შვილს მას ცოლად არ დავუტოვებ,” – ამბობს გოგოს მამა ისა ალიევი. გამტაცებლის მამის თქმით კი, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. ოჯახის განმარტებით, გატაცების შესახებ მათ…

მეტი...

პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა

პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.

მეტი...

„როცა ჟურნალისტებს დავუკავშირდი გამგებლის მოადგილემ ჩხუბი დამიწყო, რა ქვეყანა შეყარეო“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში მცხოვრები ინგა ფასანიძე ამბობს, რომ მედიკამენტების შესაძენი თანხა არ აქვს. სამი შვილის დედაა, რომელიც თითქმის დანგრეულ სახლში რამდენიმე მძიმე ავადმყოფთან ერთად ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს, როგორც ფასანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, პირადად მას მომიხსნეს დახმარება, რადგან სახლი, სადაც ცხოვრობენ მასზეა გაფორმებული, თუმცა მისივე განმარტებით სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ინგა ფასანაძე ამბობს, რომ სახლში რამდენიმე ავადმყოფი ჰყავს და ინფარქტ გადატანილი მეუღლე, ერთ – ერთი შვილს აქვს გულის დაავადება, მეორე ბავშვი კი როგორც თავად ამბობს უნარშეზღუდულია და წერა – კითხვა არ შეუძლია. „ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება, რამდენჯერმე დავუკავშირდი გამგეობას, თუმცა ჩემს მდგომარეობას…

მეტი...

რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ…

მეტი...

“მონა” – ამ შეძახილის ფონზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შედიან

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილის „მონას” ფონზე უწევთ. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი პერმანენტულად გაგრძელდება. „სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ხუსკივაძემ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს  შეადგენს. ბოლო 24…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 737 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553. ამასთან, 23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

მეტი...

300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება

300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 105 000 განაცხადი არის რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას ზუსტი ინფორმაცია დროულად მიაწოდონ. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. 

მეტი...

კორონავირუსის აღმოჩენას ძაღლები შეძლებენ

სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოსაჩენად იყენებენ, ამჯერად, კორონავირუსის აღმოჩენასაც შეძლებენ. ჩილეს აეროპორტში უკვე შეიყვანეს სპეციალური ძაღლები, რომლებსაც „კოვიდ 19“-ისთვის იყენებენ. მათ 3 მილიონზე მეტი სუნის რეცეპტორი გააჩნიათ და მათ სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებდნენ, მათ შორის, მალარიის, კიბოს უჯრედების თუ პარკინსონის გამოსავლენად.    ამ ჯიშის ძაღლებს ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენადაც იყენებენ. მათ „კოვიდ 19“-ს გამოსავლენად ავსტრიაშიც იყენებენ.

მეტი...

“არანაირი ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი და სხვა ამგვარი საკითხები არ განიხილება” – ანრი ოხანაშვილი

უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მათი ოპონენტების რიგებში იქნებიან ისეთი პირებიც, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლების მიერ მიღებულ მანდატებზე უარს არ იტყვიან და მათი ინტერესების გატარებაზე იზრუნებენ. პარალელურად, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართოს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა, თუმცა მათთვის წითელი ხაზი კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. “არანაირი ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი და სხვა ამგვარი საკითხები არ განიხილება. რაც შეეხება სხვა კონსტრუქციულ და დემოკრატიულ საკითხებს, ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის. მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც პირადი, არაჯანსაღი ამბიციებით არ ხელმძღვანელობენ და საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ, ასევე…

მეტი...

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ

მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს. „მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირებიის დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა,…

მეტი...

ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ყბა-სახის ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, გადავიყვანთ პალატაში და გააგრძელებს ჰოსპიტალურ მკურნალობას,“ – აცხადებს ექიმი.

მეტი...

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ. გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება; იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინა. ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა. ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მეტი...

ლაგოდეხში 16 წლის გოგო გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 16 წლის გოგო გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. გოგონა, რომელიც სოფელ კაბალში ქუჩაში გადაადგილდებოდა, მანქანაში ძალით ჩასვეს და წიაყვანეს. გოგონას მშობლები შვილის სახლში დაბრუნებას და გამტაცებლების დასჯას ითხოვენ. გატაცება 21 დეკემბერს მოხდა. როგორც მშობლები აცხადებენ, გოგონა გამტაცებელს არ იცნობდა და მისი შეყვარებული არ ყოფილა. მამაკაცი 21 წლისაა. გატაცებს ფაქტთან დაავშირებით შინაგან სამეტა სამინისტრომ გამოძიება 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დარჩენილია 30-მდე მოწმის დაკითხვა, მათ შორის არიან ე.წ. ოქროს მოწმეები და ასევე ექსპერტები. მისივე თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაახლოებით ასი მოწმეა, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში მკვლელობის ფაქტზე არ საუბრობს. როგორც ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. „დაიკითხებიან მოწმეები და შესაძლოა, ასევე ბრალდების მხარეს გამოიკვლიოს სხვა წერილობითი მტკიცებულებები. დარჩენილია დაახლოებით 30მდე მოწმე. უკვე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთი არ აძლევს სასამართლოს ისეთ…

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 29 მილიონს მიაღწია

„კოვდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა, მსოფლიო მასშტაბით კატასტროფულად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 80 მილიონს აღწევს. პლათფორმა „WORLDOMETERS”-ის ინფორმაციით,  პანდემიის დაწყების დროიდან „კოვიდ 19“-ით 1 737 629 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21 668 104 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის ინდოეთი, შემდეგ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.

მეტი...