ახალციხეში, რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში, პირველადი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს და სასწრაფომ კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, შენობაში ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან 12 ოჯახია გამოყვანილი. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელი რევაზ კუჭუხიძე ამბობს, შუახნის ქალბატონსა და შუახნის მამაკაცს აღენიშნებოდათ შოკი, პოლიტრავმა, მრავლობითი დამწვრობით. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება რეანიმაციული…

მეტი...

„გამორიცხულია, საქართველომ რუსული ვაქცინის შემოტანაზე იფიქროს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის რუსულ ვაქცინაზე არც უნდა იფიქროს. მისივე თქმით, რუსული ვაქცინა პუტინმა მოიხმაროს და მის მეგობრებსაც მოახმაროს. „რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც ამ ტიპის კვლევები არ კეთდება. ან თუ კეთდება, ის მიიჩქმალება და შეიძლება ნებისმიერი თანხის საფასურად გაამართლონ ის, რაც გაუმართლებელია. სამოქალაქო ზედამხედველობა არ არსებობს არც ერთ სფეროზე იმ სახელმწიფოში და არც მეცნიერებაზე. ამიტომ, გამორიცხულია, საქართველომ რუსული ვაქცინა განიხილოს. ამას უბრალოდ არ ვუშვებ. იქნება კოვაქსის პლატფორმაზე, მოიხმაროს ვლადიმერ პუტინის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა თავის მოსახლეობასთან, თურქეთმა და ასე შემდგომ! ჩვენმა სახელმწიფომ რუსულ ვაქცინასთან სწორება არ უნდა გააკეთოს” – აცხადებს…

მეტი...

პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.  განკარგულება სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. დეპუტატებმა საქართველოს მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით 85 ხმით დაამტკიცა.

მეტი...

“ვფიქრობ, პარლამენტში მინიმუმ სამი-ოთხი პარტია თებერვალში უკვე იქნება წარმოდგენილი” – ირაკლი კობახიძე

ჩემთვის იდეალური სურათი იქნებოდა, რომ პარლამენტში ყველა შემოვიდეს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთისა და „ევროპული საქართველოსი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და ვარაუდობს, რომ თებერვალში საკანონმდებლო ორგანოში სამი-ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი. „მე მგონია, რომ მინიმუმ სამი-ოთხი პარტია პარლამენტში უკვე თებერვალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში, მათ შორის, დახურულ ფორმატში. პროცესი მიდის. პარტიების რაოდენობას რაც შეეხება,…

მეტი...

„თუ ოპოზიცია არ შემოვა, ამ ნაბიჯისთვისაც მოვემზადებით“ – გიორგი გახარია

„თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება. „იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობაში ნამდვილად დაგვაკლდა, რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტიდან თეა წულუკიანის წასვლა მთავრობისთვის დანაკლისია. ამასთან, პრემიერმა არ დააკონკრეტა, როდის და რა ფორმით დაბრუნდება წულუკიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. „როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„მოქალაქემ, ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა, მათ დაავალა ჩემი თმენა” – გახარია ოპოზიციაზე

 “საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა. დიალოგი პერსპექტივა კი არ არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და დიალოგისთვის მზად არის. „მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი – ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?!…

მეტი...

“ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები” – ირაკლი კობახიძე

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დამტკიცებისას სიტყვით გამოსვლის  დროს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დანაკლისზე ისაუბრა: “მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია, ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასა და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად წამს, რომ “ქართული ოცნება” ჭეშმარიტად პროდასავლური პარტიაა “ნაციონალური მოძრაობა” კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ…

მეტი...

“ოპოზიცია პარლამენტში თუ შემოვა, იქნება სახელმწიფოს გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი” – გიორგი გახარია

თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება. „იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა 85 ხმით გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია – იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;…

მეტი...

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს

ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე  ზაზა გახელაძეს პატიმრობის ვადა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ. დაკავებულის ოჯახის თქმით, მათ კომუნიკაცია წითელ ჯვართან ჰქონდათ და სთხოვეს, რადგან პატიმრობის ვადა გახანგრძლივდა, საპატიმროში გარკვეული ნივთები და პროდუქტები მაინც შეეგზავნათ. როგორც ოჯახი აცხადებს, მათ ამშვიდებენ, რომ ყველა მიმართულებით მუშაობენ თუმცა, დღემდე შედეგი არ არის.    33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებულს „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან.

მეტი...

“სწორია, რომ ამერიკის ელჩმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა” – ივანე მაჭავარიანი

სწორია, რომ ამერიკის ელჩმა ოპოზიციას მოუწოდა, აუცილებელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მართალია, კელი დეგნანმა გუშინდელ განცხადებებში არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა, მაგრამ როოგორც მაჭავარიანი ამბობს, ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. „დარღვევებზე იყო საუბარი, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს მატერიალური, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არჩევნებზე არ მოუხდენია, იმდაგვარი ზეგავლენა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას შექმნოდა პრობლემა. შესაბამისად, არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც მანამდე არ იყო ნათქვამი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მეტი...

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა „ბასლაინებში“დაშვებულია

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში. როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. „კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით,…

მეტი...

„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით“ – გიორგი გახარია დაპაუზებულ მცხეთაზე

„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით. გამოსავალი მარტივია – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა“ – ეს განცხადება პრემიერ – მინისტრობის კანდიდატმა მცხეთაში, პრივატიზებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გამოსავალი მოსაძებნია. „პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 2021 წელს უნდა დავსხდეთ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და შეუძლებელია, გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. საჭიროა კომპრომისი როგორც მოსახლეობიდან, ასევე იუნესკოდან და სახელმწიფოდან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ამ კომპრომისის პირობები განვსაზღვროთ ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ, ვიდრე გენერალური გეგმა…

მეტი...

„სამართალდამცველების და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში“ – გიორგი გახარია

„სამართალდამცველების და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში და გაგრძელდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ კახა კახიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ხელფასის, ასევე სხვა სოციალური მიმართულებებით. „ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორც ხელფასის, ასევე სხვა სოციალური მიმართულებებით – ჯანდაცვა იქნება, საცხოვრებელი პირობები თუ სხვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“საჭიროა სწორი ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის” – პრემიერი საზღვრების დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხზე

ყველა ნორმალური ქვეყნისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან. „რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ ოთხი წლის განმავლობაშიც. ძირითადი ამოსავალი აქ იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია, რომელიც ფარავს ამ საკითხებს, უაღრესად აქტიური გახდება შემდეგი წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად არის…

მეტი...

“გახარიას ამ კომენტარით არ ვიცი, რა უნდა, წაქეზება თუ ნამუსზე აგდება…” – ზურაბ ჯაფარიძე

„გახარიას მხრიდან ოპოზიციაზე ლაპარაკი არის იმის მცდელობა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე ხელისუფლების 8 წლიან მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. “მას თუ მართლა ადარდებს ქვეყნის ბედი უნდა ხედავდეს რამხელა ღრმაა პოლიტიკური კრიზისი, მათი მიმართულების მიზანია, რომ ვიღაცას დაანახონ, რომ აქვს მრავალპარტიული პარლამენტი და ცდილობს ვიღაც შეიტყუოს პარლამენტში. გახარიას ამ კომენტარით არ ვიცი, რა უნდა, წაქეზება თუ ნამუსზე აგდება.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

“აბაშიძე-კარასინის” ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად”- გიორგი გახარია

“ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატს შეეხებოდა.  გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. „აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით…

მეტი...

„ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია აუმუშავებელი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს“ – გიორგი გახარია

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური განვითარებისა აუმუშავებელი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს მიწა და წიაღი. ორი ძირითადი კომპონენტია – როგორც ვმართოთ ეს სფერო ინტეგრირებულად, ისე რომ საბიუჯეტო შემოსავლებიც იყოს შესაბამისი, მაგრამ ბიზნესის განვითარების ნაწილშიც შეფერხებები არ იყოს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მისივე თქმით, დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ წიაღის რესურსის დიდი ნაწილი უბრალოდ უმოქმედოდ არის გაჩერებული სხვადასხვა მიზეზების გამო. „დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ წიაღის რესურსის დიდი ნაწილი უბრალოდ უმოქმედოდ არის…

მეტი...

მარნეულში 2 ადამიანი დაჭრეს

მარნეულში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

“მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი” – გიორგი გახარია

თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან. გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ მთის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოყენება ყოფილიყო გაადვილებული, შეიქმნა სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში. „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები მთის მოსახლეობისთვის გაძლიერებულია. მოთხოვნებიც შემცირებულია –…

მეტი...

„კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა“ – გიორგი გახარია

„კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თებერვალში დასრულდება. „კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ეს თებერვლის თვეს არ გადასცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“როცა გახარია ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, იქვე შეუძლია შეხედოს ბატონ ივანიშვილს და დაინახოს ზუსტად, თუ რა არის ვიწროპარტიულობა” – სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი გახარია როდესაც ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, „იქვე შეუძლია ბატონ ივანიშვილს შეხედოს და რა არის ვიწროპარტიულობა ზუსტად დაინახავს“. კაპანაძემ გახარიას ასევე ურჩია, რომ ვიწროპარტიულობაზე საუბრისას საკუთარ მთავრობის კაბინეტს გადახედოს, „რომელიც არა გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ნიშნითაა შერჩეული, არამედ ერთ კაცთან სიახლოვის მიხედვით“. „ამბიციურობას და ვიწოპარტიულობას რაც შეეხება, შეხედონ ბატონ ივანიშვილს, განსახიერებაა არათუ უბრალოდ ვიწროპარტიულობის, ერთი ადამიანის და ერთი კაცის ინტერესების და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ თავისი ინტერესები და თავისი ძალაუფლბა შეინარჩუნოს, მათ შორის წავიდა არჩევნების გაყალბებაზეც კი. ამრიგად, როდესაც ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, იქვე შეუძლია შეხედოს ბატონ ივანიშვილს და…

მეტი...

„სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს“ – გიორგი გახარია

„სრულიად ვეთანხმები, რომ სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს,“ -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ჰოლდინგების გაძლიერების პროცესი უკვე დაწყებულია და ამ პროცესს  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობის. „მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ნულიდან შეიქმნა რუხის კლინიკა, ბათუმში შეიქმნა კლინიკა, რესპუბლიკურში მიმდინარეობს განახლება. ეს უნდა იყოს ის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს კი არ შეუშლის კერძო ინფრასტრუქტურას, არამედ მიეხმარება. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ გარკვეული სამედიცინო დარგები სწრაფად…

მეტი...

„განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა“ – გიორგი გახარია

„განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პრემიერმა ყურადღება განათლების ექსპორტზე გაამახვილა. „განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი, რაშიც ჩვენ დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს და როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის უაღრესად დიდი გამოწვევაც და დიდი მიზანიც ვამბობთ იმიტომ,…

მეტი...

„ბალანსი არ უნდა დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს “ – გიორგი გახარია არსებულ შეზღუდვებზე

„შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს, სხვაგვარად უბრალოდ ჩიხში შევალთ“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბინიდან გააკეთა. „ყოველთვის, როცა რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, უნდა ვეცადოთ, ეს ისე გავაკეთოთ, რომ სხვა რაღაც არ გავაფუჭოთ; რა თქმა უნდა, შრომითი უფლებების ნაწილში ქვეყანამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო დონეზეც“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია დღეს, გარდა იმისა, რომ აშკარად პროგრესირებს, მან პანდემიასთან ბრძოლის ნაწილშიც ერთ-ერთი წამყვანი როლი და ფუნქცია შეასრულა. „როცა კითხულობთ, რაიმე საფრთხე ხომ არ არსებობს,…

მეტი...

როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი – გოგი მეშველიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შეთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი“ – აღნიშნული განცხადება გოგი მეშველიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ. დეპუტატის თქმით, გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წიაღის სექტორის სტრატეგია. „შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია. ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც  სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება,  აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს  ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს. თუმცა, გასაგები მიზეზების,  პანდემიური მოვლენების გამო,…

მეტი...

ნათია თურნავას განცხადებით, გახსნილი მაღაზიები მკაცრად კონტროლდება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, მაღაზიებსა და მოლებში, რომელიც დღეს დაიხსნა, ნაკადების მართვა ხერხდება და უხეში დარღვევა არ დაფიქსირებულა. „ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა იყო პანდემიის შეკავება და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. თუმცა, პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როდესაც ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, შეიცავს. ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა არასასურსათო, სავაჭრო სექტორი  მოლები, მცირე მაღაზიებიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეკონომიკაში დიდი შემომტანი ვაჭრობაა. ამიტომ ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს”, –…

მეტი...

„თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“ – გიორგი გახარია ოპოზიციას

„ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ – თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით“ – ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ დარბაზში არმყოფ ოპოზიციას.   მისი თქმით, ოპოზიციის კრიტიკის არავის ეშინია.   „არავინ არის კრიტიკის წინააღმდეგი და კრიტიკის არავის ეშინია, მაგრამ ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად  სახელმწიფოს…

მეტი...

„პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც ოპოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის“ – გიორგი გახარია

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით უპასუხისმგებლო ქმედებებს“ –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ არსებულ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ. „ჩვენ არაორდინარულ გარემოში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება; გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას…

მეტი...

სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა

მკვლელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში – მამაკაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა და გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მეტი...

“თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!” – გიორგი გახარია ოპოზიციას

“თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – არავინ კრიტიკის წინააღმდეგი არ არის და არავის, არავის კრიტიკის არ ეშინია!” – ამ სიტყვებით ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მიმართა. როგორც გახარიამ მათი მისამართით განაცხადა, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას, რაც რისკის წინაშე ქვეყნის მომავალს აყენებს. „სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის წამოდგენილი. ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. იმის მიუხედავად, რომ ზოგს…

მეტი...

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას“ – გიორგი გახარია

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. გიორგი გახარიას თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება. „პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და…

მეტი...

„ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი“ – გიორგი გახარია

„ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბოლო 2 წელი იყო ყველაზე დატვირთული და ინტენსიური წვრთნების წლები და მისივე თქმით, საქართველოს ჯარი გააგრძელებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო ყველაზე დატვირთული და ინტენსიური წვრთნების…

მეტი...

სიღნაღში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.  დაზიანებული და დანგრეულია ორსართულიანი შენობის ნაწილი. აფეთქების დროს დამწვრობა მიიღო ოჯახის ერთმა წევრმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

მეტი...

„შეჭირვებულ მოქალაქეს არ ჰქონდეს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე“ – გიორგი გახარია

„სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მისი თქმით, ეს სფერო მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას და განათლებას და გაერთიანებულია, რამდენადაც, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება. „ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება თანმიმდევრული და იმის შინაარსობრივი გაგრძელება, რაც დაწყებული იყო ბოლო 8…

მეტი...