საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 2 182 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 740 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 740 პირი

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„ეს ამნისტია 90% ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც არის მკვდარი მუხლები“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„პოლიტიკოსები აქტიურობენ, თითქოს ხელისუფლება კრიმინალთან არის გარიგებული და ამნისტიით სამადლობელ ნაბიჯს დგამს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა. ადვოკატი პოლიტიკოსების მხრიდან ამნისტიის კანონზე ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემული კანონპროექტი მცირე მასშტაბებს მოიცავს: „ეს ამნისტია 90% ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც არის მკვდარი მუხლები, ეს კანონპროექტი ეხება იმ მუხლებს, რომელიც საერთოდ კრიმინალთან ახლოს არ არიან, აქ არის შრომის უსაფრთხოების დარღვევა, ფალსიფიკაცია, დეზერტირობა, უკანონო ნადირობა, ანუ ისეთი მუხლებია, რომელიც არის შემთხვევითი ხალხის ჩადენილი და არა კრიმინალების. ეს არც რურუას მუხლს ეხება და არც ილიჩოვას მუხლს, მე ვფიქრობ,…

მეტი...

ისრაელში 17 წლის პალესტინელმა ბიჭმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა – მოზარდი საპასუხო სროლის დროს დაიღუპა

სროლა იერუსალიმში. ქალაქის ძველ ნაწილში “ტაძრის მთის” შესასვლეთან 17 წლის პალესტინელმა ბიჭმა ცეცხლი ისრაელის პოლიციას გაუხსნა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მოზარდი სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლის დროს დაიღუპა. მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. ისრაელის სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ეხმარებოდა.

მეტი...

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, საიდანაც სამს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

“ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია: „ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი დღეს გაგრძელდება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაახლოებით 50 მოწმე უკვე დაიკითხა, თუმცა უფლებადამცველის თქმით, მათ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. „ამ ეტაპისთვის დაკითხულია დაახლოებით 50 მოწმე. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. დარჩენილია დაახლოებით ამდენივე მოწმე. გვაქვს მოლოდინი და დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინიც ვერაფერს ისეთს ვერ მიაწვდიან სასამართლოს, რაც ბრალდების მხარეს დაეხმარება ბრალის დადასტურებაში.…

მეტი...

ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა. აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.

მეტი...

პარლამენტში დღეს, მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება

მინისტრობის კანდიდატების მოსმენითა და სამთავრობო პროგრამის განხილვით გაგრძელდება დღეს საკანონმდებლოო ორგანოში მუშაობა. კანდიდატებს დეპუტატები ამჯერადაც საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა საკმაოდ მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანია. “4 ძირითადი მიმართულება არის გამოკვეთილი ამ პროგრამაში. ეს ეხება საგარეო პრიორიტეტებს, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას და ევროკავშირის სვლას. ამავდროულად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ მთელ რიგ ნაბიჯებს და ღონისძიებებს, ეკონომიკის აღორძინებას, სწრაფ განვითარებას – ეს ის ძირითადი მიმართულებები არის, რაზეც იქნება ორიენტირებული მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მთავრობის მუშაობა,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან…

მეტი...