საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 227 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 გამოჯანმრთელდა, 2 140 კი გარდაიცვალა. ამასთან, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი.

მეტი...

„ელჩების კონფერენცია 2020“ ონლაინფორმატში დღეს გაიხსნება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ ონლაინფორმატში დღეს გაიხსნება და 23 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. „კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას. კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს,…

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 100 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროზე გადის

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროზე გადის, რის შემდეგაც განხილვის პროცესი უკვე კომიტეტებში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ კანონის საბოლოო ფორმირებისთვის საჭიროა განხილვებში სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებიც ჩაერთონ – მათ შორის ადვოკატების, არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული, პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს, კონსულტაციების შედეგად, სხვა მუხლებიც დაემატოს. პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება – ძალაში გაზაფხულამდე უნდა შევიდეს. თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში,” ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის თქმით, ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი და პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა იქნან გათავისუფლებული, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, წარმოდგენილი ფორმა…

მეტი...