„ძალიან ვფრთხილობთ“ – ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების გახსნაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითი გადაწყვეტილი არ არის და ეს დამოკიდებულია პანდეიის მხრივ არსებულ ვითარებაზე. აღიშნულ თემასთან დაკავშირებით, თურნავამ არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოსმინა. „სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე – საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი…

მეტი...

სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის,“ უკვე პარლამენტშია

გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა. სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: 1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;  2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;  4. თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი; 5. იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე; 6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან…

მეტი...

მთავრობის შემადგენლობა უცვლელი იქნება

საქართველოს პარლამენტს მთავრობის კანცელარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრების შემადგენლობა უკვე წარუდგინა. მთავრობის წევრების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. იუსტიცის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც დეპუტატი გახდა, მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს. მთავრობის სხვა წევრები არ იცვლებიან.

მეტი...

„თუ არ ვიცით, რომ გაამართლებს, რატომ შემოვიტანეთ? – მაია ბუწაშვილი „კოვიდ პრეპარატს“ შემოტანაზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში “კოვიდის” სამკურნალო საცდელ პრეპარატთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს კვლევაა და მოსალეობა გაფრთხილებული უნდა იყოს.   “გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია „რემდესივირის“ საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ “გაამართლებს”, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო: 1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, “გაამართლებს” თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ? 2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა,…

მეტი...

შესახლებულ შენობებს თბილისი მერია არ ანგრევს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გარკვეულ მედიისა თუ ორგანიზაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს რომ იმ შენობებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მერია არ ანგრევს.  „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგამიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის,…

მეტი...

მერიამ უკანონო მშენებლობისთვის კიდევ 7 ოჯახი გააფრთხილა და დემონტაჟი მოთხოვა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად  მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა.  ინსპექციის თანამშრომლებმა,  ვინაიდან  კანონდამრღვევები  ტერიტორიაზე  არ  იმყოფებოდნენ,   ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. „კანონის  მოთხოვნის  თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად  დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ  ერთხელ    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ  და…

მეტი...

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ამ დროის მდგომარეობით შესული არ არის, თუმცა არსებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე შევა. განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მეტი...

“გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს” – ნიკა მელია

“მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართება. მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება. „ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების იდეა გადარჩეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისი თანმდევი ცვლილებებით – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო კანონმდებლობა. არავის არ მიეცემა საფუძველი იმისა, რომ თქვას, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში. „ქართული ოცნება“ შლის…

მეტი...

“ჩვენი მოწოდება შეზღუდვების მინიმალურად მოხსნა იქნება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები მინიმალურად უნდა მოიხსნას. ტიკარაძის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება. “ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში, კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს კორონავირუსის ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს კორონავირუსის ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გუშინ გაიმართა ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, სადაც იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ ვინ მიიღებს პირველ რიგში კორონავირუსის ვაქცინას. „მუშაობა გრძელდება და მივალთ შეჯერებულ გადაწყვეტილებაზე, ყველა იმ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვამზადებთ ჩვენ სისტემას ყველა ვაქცინის მისაღებად, სისტემაში ჩატარებულია აუდიტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალურად შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით შევძლოთ და გავაკეთოთ ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი “,- განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“როდესაც პარტიები უარს აცხადებენ მანდატებზე და მაინც სურთ ფულის მიღება, ეს პოლიტიკური მორალის თემაა” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუკი პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ.  “როდესაც ოპოზიცური პარტიები უარს აცხადებენ იმ მანდატების ათვისებაზე, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა, მაგრამ მაინც სურს ამ მანდატებს შესაბამისი ფულის მიღება, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მორალის თემაა. სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს ამ კოვიდის პირობებში არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე. ჩვენ გვახსოვს წარსულში შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ყალბად განაცხადა არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დადიოდა სხდომებზე, მაგრამ ხელფასს მაინც იღებდა,” – აცხადებს თეა წულუკიანი.  პარტიებს საპარლამენტო მანდატებთან ერთად სახელმწიფო…

მეტი...

“გვირაბის ბოლოს სინათლე შეინიშნება, რადგან უკვე არსებობს იმედი ვაქცინის მიღებაზე” – ჰანს კლუგე

“სინათლე შეინიშნება გვირაბის ბოლოს, რადგან უკვე არსებობს იმედი ვაქცინის მიღებაზე, მაგრამ ამას მაინც დასჭირდება დრო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ევროპასა და საქართველოში გააგრძელონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შესრულება,”- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მარტივია ისეთი ზომების დაცვა, როგორიც არის ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენა, სოციალური დისტანცია, ნიღბის ინტენსიური ტარება, თუმცა ამ ელემენტარული წესების დაცვას მრავალი ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლის დაცვა შეუძლია. „მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პოზიტიური ეფექტი აქვს, მაგრამ ჩვენ ეს…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით სასულიერო პირი, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ზურაბი გარდაიცვალა. სასულიერო პირი თბილისში, კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილს  ბორჯომში დღეს, კერძოდ კი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ. მამაო დაახლოებით 2 კვირა მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

მეტი...

„ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს“ – ტიკარაძე შეზღუდვის მოხსნაზე

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც არსებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხი უნდა განიხილონ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, არსებული აკრძალვის შემსუბუქება დამოკიდებულია პანდემიის მხრივ ქვეყანაში არსებულ რეალობაზე. „ჩვენი მოწოდება იქნება, შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად. ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

„ვმუშაობთ ამ თემაზე, მოხდა მისი ძმის დაკავება“ – შს მინისტრი ძებნილ ბადრი ესებუაზე

შინაგან

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, დღეს 2020 წელი შეაჯამა და ანგარიში წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძებნილ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. „კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვიხადო. წინაზეც იყო ეს შეკითხვა და ხედავთ, რომ ვმუშაობთ ამ თემაზე. მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძალული ნივთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის, შსს-მ ბადრი ესებუაზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება  ტერორისტულ აქტის განხორციელება, მძევლად ხელში ჩაგდებას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ბადრი ესებუას ძმა კი…

მეტი...

“შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები 22% -ით, მკვლელობის მცდელობა 5%-ით“ – მინისტრის ანგარიში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს დანაშაული 10-%-ით შემცირდა. მინისტრმა წლის ანგარიში დღეს წარადგინა და  დანაშაულის იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც მატებაა. როგორც ვახტანგ გომალეურმა აღნიშნა, გარკვეული ჯგუფების განცხადებები დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით, პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობაა. „რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ…

მეტი...

ხელოვნურ სუნთქვაზე 427 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350.  ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში – 523, აჭარაში – 134, იმერეთში – 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 – თბილისში, 1 062 – აჭარაში, 124 – იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

49 ადამიანი გარდაიცვალა, 2 244 კი განიკურნა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 171 526-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა – 230, იმერეთი – 338, ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მეტი...

24 საათში ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„ბოლო 24 საათში, ჩატარებული 16 870  ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ  დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს“ – ეს განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

მეტი...

რუხის კლინიკაში კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუხის კლინიკაში კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს, რომელიც საკუთარ სახლში მკურნალობდა, თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.  მისივე ინფორმაციით, კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, აღენიშნებოდა ფილტვების დაზიანება. მამაკაცი კლინიკაში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა. კორონავირუსით რუხის კლინიკაში კიდევ ერთი, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.

მეტი...

“ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს, ჯანმრთელ მომავალს” – კახა კალაძე

“ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთებისას განაცხადა. „მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებენ თვალს! განსაკუთრებით მივესალმები პატარებს – სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს დღესასწაულად აქცევს. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას…

მეტი...

მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

როგორ გადანაწილდება ადგილები მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. “მომავალი კვირიდან იქნება უკვე საკომიტეტო მოსმენები დაწყებული მთავრობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან წარდგენა მოხდება სწორედ მომავალ კვირას, პერსონალური შემადგენლობაც მის მიერ იქნება გაცხადებული,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა თუ ვინ დაიკავებს ადგილს თეა წულუკიანის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე. “გვაქვს გარკვეული კონსულტაციები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული,” – აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

მეტი...