„2021 წელი მოგვადგა – მე-11 არმია ისევ თბილისშია“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„1921 წელი – სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, თბილისში შემოსული მე-11 არმია, ბათუმიდან გემით გაქცეული დეზერტირი ელიტა, “ტყეში გასული” პატრიოტთა მცირე ნაწილი და ა.შ,“ – წერს სოციალური ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს „100 წელი გავიდა და ისევ იქ ვართ“: „2021 წელი მოგვადგა – მე-11 არმია ისევ თბილისშია ხელისუფლებაში ღრმად გამჯდარი. ამჯერად არა აზერბაიჯანიდან შემოჭრილი, არამედ უფრო დახვეწილი მეთოდებით, 100 წლის წინ გაქცეული ელიტის შთამომავლების თუ სხვა ფრანგულ-რუსულ, თუ კიდევ კაცმა არ იცის რა, პასპორტიანების სახით. 100 წელი გავიდა და ისევ იქ ვართ – სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ.“ – წერს ირაკლი…

მეტი...

myauto.ge-ს გამოყენებით თაღლითობისთვის დაკავებულია 3 პირი

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს, დაკავებულია სამი პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი: – 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი…

მეტი...

ზურა დოიჯაშვილის საქართველოში რეანომობილით დასაბრუნებლად კულტურის პალატა თანხას აგროვებს

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა რეანომობილისთვისსაჭირო თანხის შეგროვებისთვის დახმარებას ითხოვს.პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, შესაგროვებელია 66 000 ლარი. „ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით! მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან,ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი…

მეტი...

“მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი, ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ეპიდვითარებაზე” – თენგიზ ცერცვაძე

“ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოშია ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული,” – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება, ხოლო იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები. „ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. მოდის ეს ერთი ახალი წელი. კი, ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ…

მეტი...

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი – 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მეტი...

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მდი­ვან­მა მეთ ჰენ­კოკ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უკვე აც­ნო­ბეს და ახლა მისი დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო. „მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის,…

მეტი...

ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა. შესაბამისი განკარგულებები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოხსნილ იქნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით). განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის საქმეზე დღეს 10-მდე მოწმე გამოიკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. ამჯერად პროცესზე ბრალდების მხარის 10-მდე მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მათ შორის არიან პირები, რომლებიც აგარაკის მონაკვეთზე ფლობენ ინფორმაციას, ასევე ბიოექსპერტი და ერთი გამომძიებელი.

მეტი...