„ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი“ – კახა კალაძის განცხადება  დანგრეულ სახლებზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ  აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო მიწების დატაცებაზე, რაც არავის შერჩება. კახა კალაძის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:     „თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, დღეს, სამგორის რაიონში, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდამრღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ თავადვე…

მეტი...

„არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული“ – კახა კალაძე სახლების ნგრევაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში დანგრეული სახლები დასრულებული არ იყო და იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ. „გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო და დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე ნაგებობები და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს“ – განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. მერის განცხადებით, მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია, შეუძლია სპეციალური პროგრამებით ისარგებლოს.…

მეტი...

„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა“ – ამერიკის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის. ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ჯანდაცვა, განავითაროს თავდაცვა, შექმნას სამუშაოები ქართველებისთვის. „სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, – განუცხადა კელი დეგნანმა მედიას.

მეტი...

„მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა განმარტა, პანდემიამ კულტურის სფეროს მწვავე პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობა. „კულტურის სფეროს წამომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ პრობლემები? ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ადამიანებს არ დავტოვებ მარტო ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა და თანადგომა. როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მომღერლები…

მეტი...

“შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას” – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც არსებული პანდემია და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები განიხილეს. როგორც კლინიკების ხელმძღვანელები განმარტავენ, დაწესებული შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს და არ უნდა მოიხსნას. “ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.  მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი…

მეტი...

მთავრობას შეზღუდვის დაწესებას კიდევ 6 თვით შეეძლება, კანონს ვადა გაუხანგრძლივდება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს მოქმედების ვადა კიდე  6 თვით გაუხანგრძლივდება. საუბარია კანონზე, რომლითაც მთავრობას შეუძლია შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს. მოქმედ კანონს კი ვადა წლის ბოლოს ეწურება. „ამ გამოწვევას, პრაქტიკულად, ვერც ერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე ვერ გაართვა თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენ მიერ წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა… ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს…

მეტი...

“მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო” – კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძეზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის ფაქტს ეხმაურება და მას კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობას უხდის. როგორც ჰარცელი აცხადებს, მომხდარის გამო ძალიან წუხს. “რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის,” – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

“ახლა რაც აქ ხდება, არის არაადამიანობა” – ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე

აფრიკის დასახლებაში, სადაც ადგილობრივები უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აპროტესტებდნენ, ვითარება ამ დროისთვის შედარებით დამშვიდდა. ტერიტორიას ტოვებენ როგორც სამართალდამცველები, ასევე მძიმე ტექნიკაც. ადგილზე იმყოფება “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც აცხადებს, რომ კახა კალაძე თვითნებურად იძლევა მშენებლობის ნებართვას, მათ შორის თაბორის მთაზეც. “კალაძე თვითნებურად აძლევს ნებართვებს მშენებლობაზე, მათ შორის თაბორის მთაზეც. აქ არის გაჭირვება, უამრავ ადამიანს აქვს აქ აშენებული, რადგან სახელმწიფოსგან არიან მიტოვებულები. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მათ შორის გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით და ახლა რაც აქ ხდება არის ცხოველობა და არაადამიანობა,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მეტი...

“ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული. იწყების ცნობით, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს. ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვები დაუშინეს.

მეტი...

“ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს იქნება დამაზიანებელი, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას” – მამუკა მდინარაძე გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე

“ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლა პარტიისთვის დამაზიანებელი იქნება. ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიმდინარე პროცესებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის ერთ-ერთ წინაპირობაა.  “ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს იქნება დამაზიანებელი, როდესაც თავმჯდომარე, კონკრეტული გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის კონკრეტული პარტიიდან, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას. ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც დაადგა ეს პარტია, როგორც ჩანს მისი ლიდერისთვის შემაწუხებელი აღმოჩნდა და მეორეა, რაზეც მან ვერ ილაპარაკა. როდესაც აღმოჩნდება პარალელურ რეჟიმში, რომ გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები. ეს არის უდიდესი სკანდალი, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იქნებოდა იმ ბევრ ფაქტორს შორის, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტილება…

მეტი...

„გახსნის დღე არც 15 დეკემბერი იქნება, არს 24 და არც 3 იანვარი“ – შოთა ბურჯანაძე

„სწრაფი რეაგირებაა საჭირო, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, იმაზე უარესი შედეგს მივიღებთ, ვიდრე შესაძლოა მიგვეღო. ამდენი დაკარგული სამუშაო ადგილი კი არსებულ სოციალურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.  შესაძლოა ისეთი პრობლემის წინაშეც დავდექით, რომელიც გადაწყვეტადი არც იყოს“ – ეს განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“  გააკეთა.   მისივე შეფასებით, რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არც დგას და სახეზეა ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების შედეგი. „რეგულაციების მოხსნის საკითხი არ განიხილება და არ განიხილებოდა მაშინაც, როდესაც ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ხშირად მითქვამს და ახლაც გაივმეორებ ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები 24 დღეს ვერ თვლიან, რა მოხდება ქვეყანაში. თუ…

მეტი...

“გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?” – კახა კალაძე ჟურნალისტებს

“გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რატომ ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებში ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მოსახლეობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებები აქვს. როგორც კალაძემ განაცხადა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ის პრობლემების პირისპირ მარტო არ დატოვებს. „გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო. მე ადამიანებს არ დავტოვებ…

მეტი...

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ხმაური გრძელდება აფრიკის დასახლებაში. ადგილობრივები სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.  არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი ცუდად გახდა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის უკანონო მიტაცება ხდება და სახლები უკანონოდ არის აშენებული. 

მეტი...

აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აფრიკაში განვითარებული მოვლენების პარარელურად განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დემონტაჟის პროცესი მერის დავალებით დაიწყო. “თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ხალხი შიმშილის ზღვარზეა, სულით კომკავშირლები კი, ხელფასებს იმატებენ“ – დავით ჭიჭინაძე

 „არავინ შეეგუება შიმშილით განადგურების და დამონების მცდელობას, ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრას დაიწყებენ ადამიანები“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. პოლიტიკოსი თვლის, რომ მთავრობას ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად პანდემიის მართვა გაექცა: „იმ „ქართული ოცნებისთვის“,   ვისთვისაც უხერხული არც არჩევნების გაყალბებაა და არც ხელისუფლების მიტაცება, არამგონია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადასვლა აღმოჩნდეს უხერხული, მაგრამ ბრძოლაში იბადება გამარჯვება და ამ უსამართლო ბრძოლაში „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიციას და ხალხს დღეს სწორედ ეს  უსამართლობის გრძნობა აერთიანებს მითუმეტეს, რომ  რეალობა  ასეთია: ქვეყანა დააქციეს, ეკონომიკა სრულიად ჩამოშალეს, კოვიდის მართვა გაექცათ, სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის პრივატიზაცია,  გრძელდება, ხალხი შიმშილის ზღვარზეა,…

მეტი...

“მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი იმავე შემადგენლობით დარჩება და რაიმე ცვლილება, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არ განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინ ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას, ჯერჯერობით, ამაზე განხილვა არ ყოფილა. “ჩვენ, პირველ რიგში, ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება…

მეტი...

„250 000 დაკარგული სამსახური მიბმულია ეკონომიკის ჩამოშლასთან“ – ჩაძირული სექტორი

„სექტორი გადარჩება თუ არა ეს არის ის კითხვის ნიშანი და ურთულესი საკითხი, რომელიც დავსვი. ვერ ვუყურებ პერსპექტივას, რომ მოთამაშეების დიდი ნაწილი  გადარჩება ამ ვითარებაში“ –  ეს განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საუბარია დაკარგულ 250 000 სამუშაო ადგილზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან.      „რაც უფრო გაწელილია დრო და „ლოქდაუნი“ გრძელდება, გადარჩენის შანსი ნულს უტოლდება იქიდან გამომდინარე, რომ ის ვალდებულებები, რაც ამ პერიოდში აქვთ ოპერატორებს, კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება. არც საბანკო რესურსია ხელმისაწვდომი და არც დანაზოგები.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეების დიდ ნაწილს…

მეტი...

აფრიკის დასახლებაში, სადაც უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე რამდენიმე სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია. ადამიანები, რომელთა მიერ აშენებული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ დაკანონების თაობაზე მიმართეს მერიას, თუმცა ინსპექციამ განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებს მიმდებარედ არსებული სახლების მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ დემონტაჟის გამო. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და მათ სახლები უნებართვოდ აქვთ აშენებული, გარკვეულ შემთხვევებში კი, მერიამ დაკანონების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი” – პროკურორი

“გუშინ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ „გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი,“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურმა, დავით ყაზაიშვილმა განაცხადა. ყაზარაშვილის განმარტებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის კვლევით ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო გიორგი შაქარაშვილის გვამზე. „სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ  მან არ გამორიცხა, რომ…

მეტი...

თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაწესდება

თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის მოსახლეობას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:00 საათამდე აეკრძალება. ერდოღანის განცხადებით, უკვე არსებულმა შეზღუდვებმა თურქეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგები მოიტანა. მისი თქმით, მთავრობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. თურქეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. მათ შორის, ვირუსს 16 646 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარტია “ქართული ოცნების” ოფისში არიან შეკრებილნი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარტია “ქართული ოცნების” ოფისში არიან შეკრებილი. უმრავლესობის წევრების შეხვედრა, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხს ეხება. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული თემების განსახილველად შეიკრიბნენ.

მეტი...

“გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია” – არჩილ თალაკვაძე

“გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია,” – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით სოციალური ქსელით გაავრცელა.

მეტი...

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტის დროს აქციის ორი მონაწილე: ხათუნა ბერიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერების -“გაყალბებული არჩევნები” გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, რაც შეეხება აქციის მონაწილეებს ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან რჩებიან და საყვირებით პროტესტს აგრძელებენ. ისინი “ქართული ოცნების” დეპუტატებს “მონებს” უწოდებენ. “უკანონოდ დააკვეს 2 პირი. სტიკერების გაკვრა დანაშაული არ არის “,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ ჯო ბაიდენს საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, შეძლებენ დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის გადაწყვეტას რეალურად შეუწყონ ხელი. პუტინის განცხადებით, ქვეყნებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ მზად, არის ბაიდენთან ურთიერთანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის.

მეტი...

“გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ” – სალომე სამადაშვილი

“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას,” – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას. როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს. „ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”,- წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

მეტი...

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოკდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

 „250 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არსებობს ამიტომ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის განმარტებით, დღეს სფერო გადარჩენას საჭიროებს: „პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ სფეროს შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მეორე „ლოკდაუნიდან“ ისევ დაღმასვლა მოხდა და სფეროსთვის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. დღესაცაა ეს კითხვის ნიშანი, თუ საბოლოოდ რამდენი რესტორანი და სფეროს პროფესიონალი დარჩება ქვეყანაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოკდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში” როგორც ბურჯანაძე ამბობს, ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და პირველი…

მეტი...

“სუსტი და მატყუარა ხარ, შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე” – ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა. ზვიად კუპრავამ გრიგოლ ვაშაძეს სუსტი და მატყუარა უწოდა.  “როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ. როცა 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე,”- წერს ზვიად კუპრავა.  გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. 

მეტი...

“გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია “ნაცმოძრაობაზე” ვსაუბრობთ” – კახა კუჭავა

„გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვსაუბრობთ. მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” წევრი კახა კუჭავა “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლის საკითხს. როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა. “მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავი ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად ძალიან კარგად მოხდა…

მეტი...

“თამარ ჟვანიას ვურჩევდი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა” – თეა წულუკიანი

თამარ ჟვანიას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თამარ ჟვანიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. „თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში იქნებიან, ისინი ჩვენს იდეას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დიდი სიამოვნებით აიტაცებენ, კომისიას დააკომპლექტებენ და გამოიძიებენ კიდეც, ელენე ნიჟარაძემ რატომ არ იცის, არითმეტიკა და რატომ ჰყავს ცუდი ე.წ. აიტიშნიკი. ეს არის შეცდომა, თუ განზრახ ჩადენილი მავნებლობა. ბოდიში მოსახდელია და ეს არის პროგრამა მინიმუმი „სამართლიანი არჩევნებისთვის“.…

მეტი...

“იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს” – თეა წულუკიანი

“იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა პარლამენტი ცოტა ხნის წინ განუცხადა. თეა წულუკიანი თავს იკავებს კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან, თუ კონკრეტულად ვინ იქნება მისი შემცვლელი იუსტიციის მინისტრის პოსტზე. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თეა წულუკიანი ახალი მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 461 თბილისში, 646 იმერეთში, 263 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 461 თბილისში, 646 იმერეთში, 263 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 883-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 105 პაციენტი. 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 105 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 164 786 გამოჯანმრთელდა, 1 883 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 969 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 710, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 734. ამასთან, 14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.

მეტი...

“ვერ შევეგუები, პარტიის გარშემო და მის შიგნით ისეთ ოდიოზურ ფიგურებს რომლებიც ჩავაბარეთ წარსულს, მათთან ერთად ვერასდროს მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას” – გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ის ოდიოზური ფიგურები ახსენა, რომლებიც მისივე თქმით, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდნენ.  “ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას,”- წერს გრიგოლ ვაშაძე. 

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ჰუმანიტარული დახმარების აქციას განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებმა განაახლეს ჰუმანიტარული დახმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის. ორგანიზაციამ „დევნილთა  მოძრაობა-მშვიდობიანი მომავლისათვის“ წარმოადგინა ინფორმაცია და სია  განსაკუთრებულად მოწყვლადი ოჯახების შესახებ. უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით, დედაქალაქში მცხოვრებ აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებულთა 20 ოჯახს მიეწოდა საახალწლო ნობათი სასურსათო პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით. აქციაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია.  დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა კი ამ დღეებში საახალწლო ნობათით 12 მარტოხელა ხანდაზმული მოინახულა თბილისში, წყნეთსა და რუსთავში. პანდემიის პირობებში, სურსათის დარიგება ხდება  რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე…

მეტი...