მოსწავლეების ნამუშევარი კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით

თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პროექტ “მე და კონსტიტუციის”  ფარგლებში ნახევარფინალში გავიდნენ, კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით პოსტერი მოამზადეს. კოვიდ პანდემიის პირობებში,  მოსწავლეებს შრომა დაუფასდათ და ნახევარფინალშიც მოხვდნენ. როგორც მოსწავლეები გვიყვებიან, ისინი, აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში და ეს პროექტიც ერთ-ერთი მათი წარმატებული მომავლის საწინდარია. პოსტერი საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით კი საქართველოს მოქალაქეობას ეხება. “მედიაცენტრი მთავარი” მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდებს.  

მეტი...

აჭარაში აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ცოტა ხნის წინ აქციაზე ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მეტი...

საქართველოს საზღვრიდან 52 კილომეტრში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ-ში მოხდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.

მეტი...

თეთრიწყაროში ქმარმა ცოლი მოკლა

თეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. 

მეტი...

თუ ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ოპოზიციის ნაწილი მზად არის შეხვედრას დაესწროს

თუ ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ოპოზიციის ნაწილი მზად არის შეხვედრას დაესწროს. პარტიების ნაწილის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ISFED-მა დაადასტურა, რომ პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმების შემდეგ პარტიების მიერ არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერა, პროცენტებში, ცესკოს მონაცემებს თითქმის სრულად ემთხვევა. “ამ მოლაპარაკების შეწყვეტის ღია, პირდაპირი განცხადება იყო კობახიძის განცხადება, როდესაც ის მოლაპარაკებების პარალელურად, საჯაროდ დაემუქრა “ნაციონალურ მოძრაობას”. დიდად პოზიტიურად განწყობილი ამ მოლაპარაკებების მიმართ არ ვარ. თუ შედგება მსგავსი შეხვედრა, რა თქმა უნდა მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაშინ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მე წარმოდგენა არ…

მეტი...

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, 4-ჯერ გასროლა გაიგონეს, თუმცა ფაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილი ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების მისვლის დროს, თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი გონზე იყო.   

მეტი...

“სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია” – მეუფე იოანე გელათის გადახურვაზე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, გელათში ფრესკები ნამდვილად დაზიანდა, თუმცა ჩამორეცხვა არ მომხდარა. მისი თქმით, ფრესკების დაზიანების მასშტაბი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როგორც მეუფემ განაცხადა, ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის. “მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ, იქ ჩამოსული წვიმა არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა, სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის რასაკვირველია, გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს…

მეტი...

“ამ სიტუაციაში, ჩემთვის ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვარჩევ მტყუანს და მართალს” – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს შეეხო და თქვა, რომ საქართველოზე წინ არავინ დგას, არც საერო და არც სასულიერო პირი.  “საქართველოზე წინ არავინ დგას, არც თითოეული ჩვენთაგანი და არც არავინ, ეს უნდა გავითავისოთ. ამ სიტუაციაში, ჩემთვის ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვარჩევ მტყუანს და მართალს, ვიცი გარჩევა შავის და თეთრის, მაგრამ ეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთის მხარეს ვერ დავიჭერ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ. ამიტომ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ერს, შევრიგდეთ, თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა. ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება, არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის…

მეტი...

“ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია” – პაატა იმნაძე

“მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას” ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ფეისბუქზე“ წერს. ფეისბუქპოსტით იმნაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. „ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC-ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით…

მეტი...

არსებული შეზღუდვების დარღვევისთვის 867 ადამიანი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინეს და დამრღვევები დააჯარიმეს. “დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“ – ცხადებენ შსს-ში. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული…

მეტი...

მძიმე პაციენტიების რაოდენობა 1 074-ია

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში, „კოვიდ 19“-ით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  29 727 ია. აქედან  6 869 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 – თბილისში, 1 386 – აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

ვირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში,  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

3 942 ახალი ინფიცირებული 24 საათში

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  189 726-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 158 183-მდე.

მეტი...

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. „სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

„თუ 5-6- დღის განმავლობაში კარგად ხართ, ნუ ჩათვლით, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„კორონავირუსს ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს და  სიმპტომების მატება, შესაძლებელია, დაავადების გამოვლენიდან მეშვიდე, მაქსიმუმ მე-11 დღეს გამოვლინდეს“ – განუცხადა თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“ მის თქმით, მოსახლეობის 87%-ში კორონავირუსი ყოველგვარი გართულებისა და საავადმყოფოში მოთავსების გარეშე სრულდება. „სიმპტომების ჩამონათვალი არ გახლავთ ტიპიური. მოზრდილებში ხველება და ტემპერატურის მატება აღენიშნება პაციენტების უმრავლესობას, 50%-ზე მეტ შემთხვევაში. ასევე, ძალიან ბევრია შემთხვევები, რომელიც  მიმდინარეობს ყელის ტკივილით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვით. ბოლო პერიოდში, მეორე ტალღის მიმდინარეობისას, საჭმლის მომნელებელი სისტემაც ჩაერთო პროცესში. ეს არის ნაწლავთა მოქმედებს გახშირება, ღებინება, თავის…

მეტი...

5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კი  რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში იყო, კერძოდ კი ჩეჩნეთში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა და ბიძგები საქართველოშიც საგრძნობი იყო.

მეტი...