„თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები. თუმცა, მნიშვნელოვანია, ბოლოს, ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს. „ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში. ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ…

მეტი...

„მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 10 დღე, 2 კვირა“ – გიორგი გოცაძე

“რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ამ დასკვნების გაკეთებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება” – , – ამის შესახებ ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მოსახლეობის მობილობა შემცირდა და ამან შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ეპიდემიის გავრცელებაზე. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, გიორგი გოცაძის შეფასებით, თითოეულ ინტერვენციას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სჭირდება ორიდან სამ კვირამდე, რომ რეალური შედეგი აჩვენოს. „თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად ეს შეზღუდვები და მობილობის შემცირება,…

მეტი...