საჭირო ინფორმაცია – რომელ კლინიკებში ჩაგიტარდებათ ტესტი უფასოდ

საქართველოს მასშტაბით, 223 კლინიკაში „კოვიდზე“ ტესტირება უფასოდ ჩაგიტარდებათ.  ნებისმიერ მოქალაქეს, კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, შეუძლია იმ კლინიკებს მიმართოთ, რომელსაც დაავადებათა ონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს. ახალი წესის თანახმად, ტესტირებაზე მისასვლელად არ არის აუცილებელი ოჯახის ექიმის მიმართვა და 112 დარეკვა. დეტალების გასარკვევად დაუკავშირდით კონკრეტულ კლინიკას კლინიკაში ვიზიტისას აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები – გეკეთოთ ნიღაბი და დაიცავით დისტანცია სხვა ადამიანებამდე კლნიკების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/126085677479371/posts/3551957684892136/

მეტი...

ვირუსის მესამე ტალღა ცუნამი იქნება, რომელიც წაგვლეკავს – მედიკოსი

„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ის მესამე ტალღა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება და დამანგრეველი იქნება. მედიკოსი ამ პროცესს ცუნამს ადარებს და ამბობს, რომ, მას შიმშილი და სხვა დაავადებებიც დაემატება.    „განგაშია ასატეხი ე.წ. მესამე ტალღაზე,  რომელიც ბევრად მძიმე და დამაზიანებელი იქნება, ეს პროცესი ადრეულ გაზაფხულზე დადგება. თუ ახლა არ მოვემზადეთ, მესამე ტალღა წაგვლეკავს მთლიანად. ახლა რაც გვაქვს, ეს არის მოსული ცუნამი, რომელიც ახლა გვაზარალებს, თუმცა, „მესამე ტალღა“ კოვდთან ერთად იქნება ეკონომიკური კრიზისის ტალღა. ძალიან ბევრი დაავადებული გვეყოლება, თუმცა, ამაზე ბევრი გვეყოლება მშიერი და გაღატაკებული ადამიანი. კოვიდის გარდა, სხვა თანმდევი…

მეტი...

„ოქროს წესები“ ვირუსის მატარებელ სახლში მყოფი პაციენტებისთვის

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ე.წ. ოქროს წესებს გვიზიარებს, რომელიც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ სახლში მყოფ პაციენტებს ეხებათ.    ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს – ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებს. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია; ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ…

მეტი...

„ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – მეუფეს ქადაგება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის თქმით, ამ ეტაპისთვის, ღვთისმსახურების წესში გარკვეული ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. მეუფეს შეფასებით, ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო. თუმცა, ლოცვას ვერავინ აკრძალავს. ,,შემოდგომაც გავიდა, ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან. ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც“ – განაცხადა მეუფე…

მეტი...

„საქმიანი ეზო“ ბაკურიანში 33 სოფელს მოემსახურება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება   საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  „საქმიანი ეზო“  დაბა ბაკურიანში  გახსნა,  რომელიც დაახლოებით 33 სოფელს მოემსახურება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 17  ობიექტზე.  წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ…

მეტი...

თბილისი, იმერეთი და აჭარა ისევ ლიდერობს

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:  თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში – 491, იმერეთში – 564, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 433, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში –  76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

მეტი...

„კოვიდ 19“-ს 42 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში,  გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა. 

მეტი...

24 საათში 4 321 ახალი ინფიცირებული

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში  ჩატარდა  14 396 ტესტი. გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 4 301 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  162 475-ს. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  14 396 ტესტი, აქედან  5 816  ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  133 511-მდე.  

მეტი...

სასწრაფოს 24 ექიმი დაინფიცირდა

საჩხერეში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს „კოვიდ 19“ დაუდასტურდათ. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულია 24 სამედიცინო პერსონალი. დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი ე.წ. კოვიდსასტუმროებში გადაანაწილეს. საჩხერეში, სასწრაფოს თანამშრომლების დაინფიცირების გამო, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბრიგადა მუშაობს.

მეტი...