პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დაპირისპირება მოხდა. პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები რკინის კონსტრუქციებზე სხვადასხვა წარწერების – „ბიძინას მონებო“ და საბჭოთა სიმბოლიკის გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირებისას  2 სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

„კოვიდ ჰოსპიტლის“ მძარცველებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ძარცვისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მათი ჩხრეკისას ნარკოტიკებიც ამოიღეს.   „2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან…

მეტი...

„რას ნიშნავს „სახელი სჭირდება?“ – „გირჩელები“ ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზებაზე

„ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგეთ რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა და თვითონ დარჩეს პარტია?“ – კითხულობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს, რომელმაც “გირჩელებს” დაზავება და მშვიდობიანი, „ცივილური გაყრა“ შესთავაზა. „თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო იმიტომ, რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ შინაარსი არ მესმის ბოლომდე. „ფეისბუქ ფეიჯი“ რასაც ნიშნავს გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია. ჩვენი მხრიდან ბევრი…

მეტი...

ზურა ჯაფარიძე „გირჩელებს“ ცივილურად გაყრას სთავაზობს და ვადას აძლევს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის წევრებს ცივილურად გაყრას სთავაზობს და აცხადებს, რომ „ფეისბუქ“ გვერდსა და პარტიის სახელს ვერ დათმობს. ის, პარტიის წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად დროს დღის ბოლომდე აძლევს.  „სალამი მეგობრებო კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს – ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც “გირჩს” მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ…

მეტი...

ვირუსის ახალი, დადასტურებული შემთხვევა 5 000-სს გადაცდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი. შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. „მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი...

4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის, საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

მამაკაცს, რომელმაც 4 რასრულწლოვან გოგონასთან და მათ შორის საკუთარ შვილთა გარყვნილი ქმედება ჩაიდინა საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუგდინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე. სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება – სამი ეპიზოდი) 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება), 126 პრიმა…

მეტი...

რატომ ტოვებდა მთავარი ინფექციონისტი სამსახურს – თენგიზ ცერცვაძე მინისტრთან დაპირისპირებაზე

თენგიზ ცერცვაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ტოვებდა ის დაკავებულ პოზიციას და რატომ არ სურდა სისტემაში დარჩენა. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იყო.   “ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ…

მეტი...

„ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ ადამიანს ტემპერატურა 38-ს გადაუცდა, მათ „ემერჯენსის“ ოთახი აუცილებლად უნდა გაიარონ. „ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს  მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ-ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო…

მეტი...

“ვაქცინა კოვიდის დამარცხებას არ ნიშნავს, რთული გზაა გასავლელი“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პოზიტიურად უყურებს, თუმცა, არა მოკლე პერიოდში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს, რომ ვირუსს დავამარცხებთ და ყველაფერი დასრულდება. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ქვეყნის მთავრობების ქმედებები განსაზღვრავს როდის დასრულდება ვირუსი. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი დადებით განწყობას გვიქმნის, შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია ვაქცინის შექმნით სრულდება. ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ… გასაგებია,…

მეტი...