ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ დღის წესრიგში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა 7 დეკემბერს გაიმართება და მას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბჭო შეაჯამებს ბოლო საერთაშორისო მოვლენებს, კერძოდ საქართველოში არჩევნების შემდგომ სიტუაციას, ვენესუელაში საპარლამენტო აჩვენებს, თურქეთთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების საკითხს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და განსაზღვრავენ ევროკავშირსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის მომავალ პრიორიტეტებს. მინისტრები, ასევე განიხილავენ…

მეტი...

დაინფიცირებული ტაქსის მძღოლი და თანმხლები პირი დააჯარიმეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მასთან ერთად მყოფი პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. „ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების…

მეტი...

პოლიციამ კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. უწყების ცნობით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. “ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა. ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა,…

მეტი...

“ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება”  – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ოპოზიციასთან მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პროცესები რთულად მიდის.    „ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ელჩი ფიქრობს, რომ დისკუსია გრძელდება და „ჯადოსნურ“ გამოსავლამდე მივლენ. „შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიცია საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ. გვქონდა დისკუსია…

მეტი...

“გირჩიდან” უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება” – გოგა ხაჩიძე

პოლიტიკური ცენტრ “გირჩის” და “გირჩი TV-ს” დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ “გირჩი” არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა. გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, “გირჩიდან” უნდა წავიდნენ. “გირჩი” არის იდეა, მართლაც უნიკალური იდეა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე არის ზურაბ ჯაფარიძე. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული სიო და ა.შ. და ასეთ დროს ასე ორსიტყვიანი მსგავსი ფორმით ასეთ რამეს აკეთებ არაერთგზის უკვე, და ათასობით ადამიანი, რომლებიც წავიდნენ და კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცეს შენ გამოდის და გლანძღავს,…

მეტი...

“ვრჩები “გირჩის” ლიდერად” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე მიზეზებზე ისევ არ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს “გირჩის” კეთებას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად. “”მე გირჩი” არ დამიტოვებია. პარლამენტში შესვლა-არ შესვლა საერთოდ საკითხი არ არის. პარტია არ ვარ მე, არ არიან ადამიანები, ვინ იქნება “გირჩში” მაგას გადაწყვეტენ“გირჩის” მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული “გირჩში”. ვრჩები “გირჩის” ლიდერად. მე არ მითქვამს გაიყო მეთქი, ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, მიწერია, რომ მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ “გირჩის” და ამ საქმის კეთებას. არ ვიცი ეგ რამდენად არის ულტიმატუმი, მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი,…

მეტი...

112-ს უახლოეს დღეებში 140-150 ოპერატორი დაემატება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 112-ში ზარების მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, 7-6 წუთზე ავიდა. მინისტრი ამბობს, რომ სერვისს ახალი ოპერატორები დაემატება. “ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6-5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა. გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 112-ში გამართული შეხვედრაზე გომეალურთან ერთად ეკატერინე ტიკარაძეც…

მეტი...

ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა. 

მეტი...

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს ფოთის საქალაქო სასამართლომ, დღეს ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ ბრალდებას პოლიციელზე თავდასხმის შესახებ არ ეთანხმება და თვლის, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს. დაცვის მხარე სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო, გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამოდენიმე დღის წინ პირად სოციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც პოლიციელებზე ძალადობრივი ზემოქმედების მოწოდებას შეიცავდა. 

მეტი...

“მჯერა, „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი გაყალბებულ პარლამენტში არ შევა” – ნიკა მელია

“მჯერა, რომ „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონფლიქტები პარტიებში მომხდარა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ „ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება“. „ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის შიდა პრობლემები, რომლებიც უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე. მჯერა, რომ „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. თუმცა სამწუხაროა, მე თითოეულ მათგანს ვიცნობ, პატივს ვცემ. მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა ეტაპებზე,…

მეტი...

“ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს” – კარლ ჰარცელი

“ამ დროის განმავლობაში, ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განუცხადა. მისივე თქმით, პროგესის მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. „ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვნოთ გამოსავალი, რომელიც პარტიების შეშფოთებებს უპასუხებს. ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ”,- განაცხადა ჰარცელმა.

მეტი...

სტუდენტები ვირუსის გამო ახალგაზრდების გახშირებულ სიკვდილიანობას აპროტესტებენ

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან – სტუდენტები covid – 19-ით გარდაცვლილი ახალგაზრდების გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ და ჯანდაცვის სამინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ. შეკრებილებმა ყურადღება გაამახვილეს სისტემის გაუმართაობაზე. მათ შენობაში შესვლა სურდათ, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

მეტი...

„დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი“ – იაგო ხვიჩია

„გირჩში“ დაწყებულმა დაპირისპირებამ და გაყრამ, შესაძლოა, პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხს წერტილი დაუსვას. კერძოდ, პარლამენტში „გირჩის“ ლიდერია, ზურაბ ჯაფარიძის შესვლის კუთხით.  პოლიტიკურ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებაზე თავად პარტიის წევრებიც არ არიან საქმის კურსში და ვერ გაუგიათ, ვინ და რატომ უნდა დატოვოს პარტია. „მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება“ – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისივე თქმით, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო, თუმცა, ბოდიშს იხდის. „დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი. მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე…

მეტი...

„ჯანდაცვის მინისტრზე შეტევა მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა“ –  მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრზე მიზანმიმართული შეტევა ხდება. როგორც მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეს იგივეა, რომ კორონავირუსის გვერდით დადგე. „მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კოვიდ19-ის შედეგებთან გამკლავება. ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ, გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში…

მეტი...

„არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ“ – მმართველი გუნდი ოპოზიციაზე

მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება არსებობს და ეს ცხადია. როგორც მდინარაძემ განმარტა, ქართულ ოცნებას „წითელი ხაზები“ გააჩნია და ეს ხელახალ არჩევებს ეხება. „ისინი ცდილობენ, რომ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა – არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა…

მეტი...

არსებული რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტ გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, 28 ნოემბერი – 3 დეკემბრის პერიოდში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, ხოლო…

მეტი...

223 დაწესებულება ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს

უწყებათაშორისმა საბჭომ, 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობაზე, ბოლო 24-საათში როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელსა და ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა. საბჭო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს – 17 ათასს გადააჭარბა. კვირის ბოლოდან კი, ყოველდღიურად, დაახლოებით,  20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. მათ შორის, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა…

მეტი...

“გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები” – იაგო ხვიჩია

გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია თანაპარტიელებთან გამიჯვნის შესახებ პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას. ხვიჩია დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს სიგიჟეს უწოდებს. „არასერიოზული, სიგიჟე. ატოცზე ტ…ის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“, – წერს იაგო ხვიჩია. ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. “ერთი მხრივ ჩემი, ხოლო…

მეტი...

შსს-მ COVID -19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 041 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა. “გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების…

მეტი...

“მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, მოხდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა. მისი თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე, მეორედ კი ნოემბერში გამოუვლინდათ.  “ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს ე.წ. გენომის სეკვენირება, რაც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს. ამიტომ, იმისათვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის…

მეტი...

“ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალება ფილტვის მძიმე დაზიანებას უკავშირდება” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ 31 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინფიცირებული ფილტვის დაზიანებით გარდაიცვალა. გაბუნიას თქმით, შემთხვევის ღრმა ანალიზი ჩატარდება.  “როგორიც არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული შემთხვევა. ის ეტაპები, რომლებიც გაიარა პაციენტმა, რეალურად არის პროტოკოლით გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება. ამ შემთხვევის ღრმა ანალიზი, რა თქმა უნდა, ჩატარდება” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბათუმში კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე…

მეტი...

“გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „17 ათასამდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ. ესაა რეკორდული მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

მეტი...

“ადამიანური ურთიერთობის პრობლემა ძალიან დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული” – ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის გუნდი დაიშალა – არჩევნების ბოიკოტიდან ერთი თვის თავზე და პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, გუნდში აზრები ორად გაიყო.ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ კეთდება. მთავარი მტკიცებულება, რომლითაც ორად გაყოფილი პოზიციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გირჩის ფეისბუქის დახურული ჯგუფიდან გამოტანილი პოსტია, რომლის ავტორიც ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. პოსტში ნათქვამია, რომ არ აპირებს მიზეზებზე საუბარს და წინ გირჩის მთავარი ბრძოლაა. “დღევანდელი ვითარება არის ძალიან სამწუხარო მით უმეტეს ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც ყველა ყურადღება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე – პოლიტიკურ კრიზისზე გადატანილი და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ამ საქმეში ყურადღება გადაგვაქვს, მაგრამ მე თქვენთან ერთად მართლა…

მეტი...

“17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს, ეს არის დეზინფორმაცია, რაც დანაშაულის ტოლფასია” – თამარ გაბუნია

17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს. სასწრაფოს რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი. კონკრეტულად, თუ რამ გამოიწვია, ეს დადგინდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გაბუნია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დეზინფორმაციაა. „ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც დამაზარალებელია და დანაშაულის ტოლფასია, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე კოორდინირებულად მივყვეთ იმ…

მეტი...

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 300-ლარიანი დახმარება განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო პორტალზე – https://eservices.rs.ge. რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ ორი დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად). ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის…

მეტი...

პროკურატურამ კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა

საქართველოს პროკურატურის ინფორმციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. „აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის  საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს  მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან  გამომდინარე,…

მეტი...

პროკურატურამ ასლან ვაშაყმაძეს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ა.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.  სამართალდამცავებმა ა.ვ. დააკავეს 2020 წლის 2…

მეტი...

მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1000-ზე მეტია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე,  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 349 -ია. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

„კოვიდ 19“-ის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

მეტი...

ერთ დღე-ღამეში 38 ადამიანი გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით,  უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში  38 ადამიანი გარდაიცვალა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა. აღნიშნული განცხადება  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მეტი...

„კოვიდ 19“-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, „კორონავირუსის“ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 5 000 ინფიცირებულს გადასცდა, „ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  152 704-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.

მეტი...

“სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო” – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის დახურულ ჯგუფში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი და “გირჩის” სხვა რამდენიმე წევრის მათ შორის პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას გზები გაიყო: “მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო, არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში, წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ, ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ…

მეტი...

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც საბოლოოდ „ლელოში“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ. ამასთან, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება. შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ლელოში” გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა წინადადება ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშაა მოქცეული. “ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად”, – განაცხადა ბოკერიამ.

მეტი...

“ევროპირველობას თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოთხი სტადიონი უმასპინძლებს” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველო 2023 წელს, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო. ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახლად აშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები – თბილისში, ბათუმსა და ფოთში ჩატარდება. აღნიშნულ წარმატებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა და ქართული სპორტის გულშემატკივარს უეფა-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა. „მსურს, გამოვეხმაურო ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2023 წელს, საქართველოში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და გავიზიარო…

მეტი...