„პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა, ეს არ აისახება მომხმარებლებზე“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სუბსიდირება პურის ფასს შეინარჩუნებს აპრილის თვემდე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“, „პურის მცხობელთა ასოცაიციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. დოლიძის ინფორმაციით სუბსიდირება 10 მილიონ ლარს მოიცავს და პურის ფასის შენარჩუნებას აპრილის თვემდე უზრუნველყოფს: „მსოფლიოში რვა ქვეყანაა ხორბლის გამყიდველი, ჩვენს რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. რუსეთმა კვოტები და მაღალი ფასები დააწესა. ერთობლივად მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მთავრობის წინაშე დაეყენებინათ საკითხი პურის ფასებთან და პრობლემასთან დაკავშირებით. პურის ფასი არ მოიმატებს იმიტომ, რომ სუბსიდირება განხორციელდა, თუმცა 15 – 20 თეთრი დღევანდელი ხორბლის ფასებიდან გამომდინარე პურს სჭირდება რომ თვითღირებულება აინაზღაუროს. საქართველოში არის 2500 -ზე მეტი პურის…

მეტი...

პოლიციამ ორი პირი დააკავა ქუთაისში ქურდობის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. საუბარია ქუთაისში ქურდობის ფაქტზე, სადაც კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და „მისო ინტელექსპრესის“ ოფისიდან თანხა წაიღეს. „გ.მ.-ს ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. ს.ჯ. კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…

მეტი...

NATO-ს ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების შესახებაა საუბარი

NATO-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში  -“NATO 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები”, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების შესახებაა საუბარი: “NATO-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან”- ნათქვამია NATO-ს მომდევნო ათი წლის სტრატეგიის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს. ექსპერტების განცხადებით, რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებასა და მათი NATO-სკენ სვლის შეკავებას ცდილობს.

მეტი...

“საქართველო ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ” – ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი

საქართველო ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ – აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი. ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა საქართველოს საკითხის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეო-ქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრა. ჰოჯესმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების კუთხით. ამერიკელმა გენერალმა იმედგაცრუება გამოთქვა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების გამოც.

მეტი...