ყვარელში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს ფეხით მოსიარულე მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს საკვებით უზრუნველჰოფს

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების მიზნით, მიმკედლებლებსა და ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მშრალი საკვები გადაეცემათ. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგემტოში „მედიცენტრ მთავარს“ აცნობეს,  ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ,,ზოომარტმა” უსასყიდლოდ გადასცა, რითაც კომპანიამ აღნიშნული აქციით სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ გაინაწილა.  საკვების გაცემა მოხდება შემდეგი წესების გათვალისწინებით: მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები პროდუქტის მისაღებად უნდა მიბრძანდეთ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: კ. მარჯანიშვილის 89/24), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე. თითოეულ ადამიანს საკვების მიღება შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 20 კგ-ის ოდენობით (1 პაკეტი). შენობაში დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი პირბადის მოხმარებისა…

მეტი...

ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს

3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.

მეტი...

კახა კალაძემ დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად,  ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა. სამშებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი  ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო. თბილისის მერიამ „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა, კომისიის ფორმატში,  2019 წლის ოქტომბერში დაიწყო.  შესაბამისმა კომისიამ  „ცენტრ-პოინტის“ 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან  6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ  აღნიშნული 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა  ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე,  სამშენებლო სამუშაოების…

მეტი...

2021 წლის იანვრიდან მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სრული დატვირთვის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. ამასთან, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად. “ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში…

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ცნობისთვის, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი შავდიას განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა.

მეტი...

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდსაავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ  დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა.  ის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

მეტი...

გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას. ბეჟუაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ბეჟუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ…

მეტი...

“ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა პოლიტიკური კრიზისი” – ირაკლი სესიაშვილი

მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განაცხადებით, ოპოზიციამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მიზანმიმართულად შექმნა. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ერთად აღნიშნული კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებს საერთაშორისო საზოგადოებაც. „ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა იმისთვის, რომ საერთო ჯამში, სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს. ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ყველა ვეძებთ- საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება. ამ პროცესში გარკვეულ რადიკალურ ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც ცდილობს, მავნებლობის ბოლო ელემენტამდე იბრძოლოს. მათი შიშია, რომ თუ გარკვეულ ლიდერებს აქვთ რადიკალური მიდგომები, ამ რადიკალურ მიდგომებს არ დაეთანხმონ პარტის ან ამ სიებში მყოფი სხვა ადამიანები, რაც…

მეტი...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისის მოსახლეობა დღეიდან ბუნებრივ გაზს გაიაფებული ტარიფით მიიღებს. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდნენ. „საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტებს ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის“ აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ. დღემდე მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალის და კუმისის მოსახლეობას სხვა კერძო კომპანია ემსახურებოდა და ბუნებრივი გაზის ტარიფი იყო 48.7460 თეთრი. დღეიდან კი, ისინი „თბილისი ენერჯის“…

მეტი...

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების პროგრამა დაამტკიცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV)  2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლისთვისაც დირექტორატმა დახმარების პროგრამა შეიმუშავა. დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილება მიღებული იყო აგვისტოს ომის შედეგების დეტალური შესწავლის საფუძველზე. ზიანის მასშტაბების შეფასების პროცესი 2019-2020 წლებში  საქართველოს მთავრობასთან,…

მეტი...

3 იანვრიდან “თბილისი ენერჯის“ კომერციულ მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ

3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ. “ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით,…

მეტი...

„გირჩს“ ოპოზიციის გარეშე პარლამენტში არაფერი ესაქმება – ვატო მეგრელიშვილი

„მოლაპარაკების შინაარსი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისულება ნაწილობრივ მაინც დათმოს. უბრალოდ, ფორმა არ არის განსაზღვრული, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს“ – აღნიშნული  განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა. მისი შეფასებით, თუ მმართველი ოპოზიციას გუნდი სერიოზულ წინადადებას შესთავაზებს, მის განხილვას აზრი ექნება. „ჩვენთვის, პარლამენტში შესასვლელად აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანო მართლა პარლამენტი იყოს და იქ ოპოზიცია უნდა იყოს.  „გირჩს“ იქ არაფერი ესაქმება ოპოზიციის გარეშე. თუ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პარლამენტი არ არის პარლამენტი. შესაბამისად, ყველა წინადადება, რომელიც იქნება ახლოს საღ აზრთან,…

მეტი...

„სასამართლოს დათმობა ხელისუფლების დათმობას ნიშნავს, რაზეც ისინი არ წავლენ“ – „გირჩი“

„არსებობს ქვეყანაში თემები, რომლის დათმობა სწორედ იმას ნიშნავს, რასაც ოპოზიცია ითხოვს. სასამართლოს დათმობა ხომ ძალაუფლების დათმობაა. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში სასამართლო რომ გვქონდეს, ხომ არ დაგვჭირდებოდა ეს პროცესები, ხომ არ დაგვჭირდებოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და ქუჩაში სირბილი, წავიდოდით სასამართლოში და სს დამნაშავეების დასჯას მოვითხოვდით“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.     მისი თქმით, ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები უცვლელია: „სასამართლოს დათმობა სწორედ ხელისუფლების დათმობას ნიშნავს, რაზეც ხელისუფლება არ წავა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია: ·        რიგგარეშე არჩევნები; ·        ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა ·        პოლიტპატიმრების გათავისუფლება

მეტი...

“ველოდებით „ქართული ოცნების“ დასრულებულ წინადადებას” – ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ელოდება, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნამდე პოლიტიკური კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. აღნიშნულ განცხადება „გირჩის“ წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.    „მუდმივ რეჟიმში ვკომუნიცირებთ პოლიტიკური პარტიები როგორც ერთმანეთთან ისე შუამავლებთან. შესაბამისად, იმედის ვიტოვებთ, დარჩენილ დროში, ვიდრე პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, გადაიჭრას პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ასევე, იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნება“, მოვა ისეთი სერიოზული  წინადადებით (რომელსაც ათანხმებს მედიატორებთამ) რომლის განხილვაც შესაძლებელი იქნება ოპოზიციასთან,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით,  ოპოზიციას ესმის სიტუაციის სიმძიმე და  მოწადინებულია, ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას  შესაბამისად…

მეტი...

თბილისში ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით სს საქმე აღიძრა. შემთხვევა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოხდა. მძარცველებმა ჰოსპიტლიდან თანხა გაიტანეს. როგორც კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, კლინიკაში ორი თავდამსხმელი შევიდა. მათ დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია. იყო რამდენიმე გასროლაც. მძარცველებმა დაახლოებით 3 000 გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სისხლის სამართლის საქმე  179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

მეტი...

„არ ღირს ამდენ აჟიოტაჟად განერვიულებული ადამიანის რეპლიკა“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“

„პარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი და აქ ბარიერი არ არსებობს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციის მისამართით გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ვაშაყმაძის განცხადება აჟიოტაჟის ატეხვად არ ღირდა: „ეს კონკრეტული განცხადება არ უნდა გამხდარიყო აჟიოტაჟის მიზეზი. ქვეყანაში არის კრიზისი თუ ეს არ არის ძალიან პოლიტიკური განაცხადი მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, ასევე არ მივაქცევდი ყურადღებას განერვიულებული რიგითი ადამიანის გამონათქვამს, არ მგონია ამ ქვეყანაში ის მდგომარეობა ამბის ატეხვად ღირდეს,ხალხი არის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში – 623, იმერეთში – 392

კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ის 20 454 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 1 003 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი. „დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 303-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით  ინფიცირების  3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 139 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560  გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 708 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის პირველი იანვრიდან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით; კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე,…

მეტი...

ჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სექტემბრის შემდეგ პირველად მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო, თუმცა რთული ეპიდმდგომარეობა ქვეყნების ნაწილში მაინც ნარჩუნდება. მათ შორის არის მექსიკა, ბრაზილია და კოლუმბია.  კომენდანტის საათი გამოცხადდა თურქეთში, სადაც 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის აკრძალული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. გარდა ამისა, რუსული ვაქცინის ლაბორატორიულ ტესტირებას დაიწყებს სერბეთი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი რუსეთიდან პოტენციური ვაქცინის 20 დოზას მიიღებენ, პარალელურად კი მოლაპარაკებები გაგრძელდება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან. ვაქცინაციის 25 დეკემბრამდე დაწყებას ვარაუდობენ შეერთებულ შტატებში. ჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლის შემდეგ და ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. „სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს, 1-ელ დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.

მეტი...

შსს-მ ერთი კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის…

მეტი...

თბილისში დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნით თანხის შეგროვებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში – ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე სახანძროს რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ე.წ. წითელ ზონადაა გამოცხადებული და სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ პაციენტებსაც მკურნალობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...