„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის“ – ბექა დოჭვირი

„რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა,“ – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. „შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად აღდგეს ეკონომიკა და ამისთვის იდგმება არაერთი ნაბიჯი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. Freedom House-მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც აღნიშნა კიდევაც ის პოზიტიური ტენდენცია, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 109 813 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 291-ს მიაღწია. ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 69 931 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

პატრიარქი მრევლს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა მრევლისადმი. „ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად. ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

მეტი...

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, სამოქალქო აქტივისტები,ასევე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ოჯახის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ საქმეში იკვეთება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი და ბრალდებულებმა საპატიმრო უნდა დატოვონ.  აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება. “ეს არის ძალიან ძალიან მძიმე შემთხვევა, როცა ვგრძნობთ რომ ნებისიერ წამს, ბიძინა ივანიშვილს თუ მოუნდება მოვა, საქმეს შეგვიკერავს და დაგვიჭერს. ამ საქმეს ესე არ დავტოვებთ, ამ ადამიანების გათავისუფლებას აუცილებლად მივაღწევთ და იმ პირებს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამ ადამიანების დაჭერა არის დანაშაული,…

მეტი...

“ოპტიმისტური განცხადებები ოპოზიციის მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ მათ გააანალიზეს სიტუაცია” – მმართველი პარტია

 საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია არსებულ რეალობასა და მოქალაქეების მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს გაითვალისწინებს. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხელახალი არჩევნები არც კი განიხილება. “ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს იმ რეალობებს, იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს 31 ოქტომბერს. არ არის საუბარი რაიმე ახალ არჩევნებზე, არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი რაღაცნაირად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მათი მხრიდან გარკვეული ოპტიმისტური განცხადებები მისასალმებელია, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ მათ გააანალიზეს კონკრეტული სიტუაცია, რაც ფასილიტაციის პროცესში…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ზურაბ არდაზიშვილი ტრავმატოლოგი იყო, ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში  მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. თავდაპირველად, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მეტი...

„კარტოგრაფების საქმე“ არის თემა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის” – გიგა ბოკერია

“გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კანონი, სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური არაოპონენტი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანების ციხეში ჩაყრა,” – ასე ეხმაურაბა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციას. როგორც ბოკარიამ განაცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმე „ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის უმდაბლესი სტანდარტითაც კი გამორჩეული საქმეა, რადგან მთავრობის წერებმაც კი იციან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან“. „პირად საუბრებში ამბობენ, უბრალოდ დავიჭირეთ, რადგან ასე გვჭირდებოდა პოლიტიკური კამპანიისთვის ოპონენტების გასაშავებლად. ასეთი უტიფარი, სამარცხვინო და საშიში რეჟიმია ყველასთვის. გარდა…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა ორ თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუქტებზე: ,,წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“ ეჭვისა და რისკის პროფილების საფუძველზე სატვირთო ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ბოლო ორი თვის მონაცემებით, 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე)…

მეტი...

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი. პროკურატურის ცნობით, ბრალი დაუმძიმდა ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის – ვ.ბ.-ს სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა. ჩატარებული გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ხსენებული პირი არის არა ვ.ბ., არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მ.გ., რომელმაც ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას…

მეტი...

“სესხები გადაუვადდებათ იმ ობიექტებში დასაქმებულებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოხდება სესხების გადავადება იმ ობიექტებში დასაქმებულ პირთთავის, რომელთა საქმიანობა დამატებით იზღუდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, შუამდგომლობა მოხდება ბანკებთან. მისივე განმარტებებით, ამასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია, „რადგან ამ ადამიანებს მდგომარეობა ყველანაირად შევუმსუბუქოთ“. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პანდემიის გამო წარმოდგენილ დახმარებების იმ პაკეტზე, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა. „300 – ლარიანი დახმარება შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებულ პირთათვის – ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 200 000-მდე პირი იქნება, ეს არის ერთჯერადი დახმარება; კომუნალური ხარჯების სუბსიდირება 4 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის განმავლობაში – სავარაუდოდ, ეს სუბსიდირება შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს; 1 200 ლარიანი – დახმარება…

მეტი...

სავაჭრო ცენტრები ითხოვენ, მუშაობის საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ

მიმართვა პრემიერ-მინისტრს და ანტიკრიზისულ საბჭოს – დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. სავაჭრო ცენტრების განცხადებით, მათი მხრიდან უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით დაცული იყო და შესაბამისად, მათი ობიექტები არასდროს გამხდარა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გადარჩენის რეჟიმში უწევთ ყოფნა და 6 სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ზარალი მთლიანობაში თითქმის 10 მილიონს აღწევს, მათ მიერ დასაქმებულ 17 000 ადამიანს კი ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში სამუშაოს გარეშე დარჩენა ემუქრება. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო შეზღუდვების მასშტაბი და სფეროში არსებული პრობლემის მეტ-ნაკლებად მოსაგვარებლად და არსებული რეალობის გათვალისწინებით ხელისუფლებას სთავაზობენ,…

მეტი...

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ უკანონო თვალთვალში ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. “ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. 2020 წლის…

მეტი...

სოციალურად დაუცველი მოხუცების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

“ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის, ებრძვის უხილავ მტერს, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია. „ამ ყველაფერმა სერიოზული გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და არც საქართველოა გამონაკლისი, არსებობს პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, ხვალიდან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იცით რომ დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას. მინდა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით…

მეტი...

“სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდსაკარანტინო სივრცეებად ან კოვიდსასტუმროებად” – მაია ცქიტიშვილი

კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის შესამცირებლად მიღებული შეზღუდვების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტები ტურისტებს ვერ მიიღებენ.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მათ ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც კოვიდსაკარანტინო სივრცეებს ან კოვიდსასტუმროებს. მისივე თქმით, სხვა სასტუმროები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა, მათ რესტორნებს მომსახურების უფლება მხოლოდ მათი უშუალო დამსვენებლებისთვის ექნებათ.  “სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდსაკარანტინო სივრცეებად ან კოვიდსასტუმროებად. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესტორნები მოემსახურებიან მხოლოდ მათ დამსვენებლებს, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ კონკრეტულ სასტუმროებში ჩერდებიან,”- განაცხადა მინისტრმა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ 31 იანვრის შემდეგ მოცემულობა შეიცვლება და…

მეტი...

“ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების პირველი შედეგები 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ აღნიშნა, მოლოდინია იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ იქნება: “პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ გვექნება. რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს ნელ-ნელა კლება, ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები იქნება ორი კვირის მერე. კომუნიკაციის პრობლემები კიდევ არის, დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ ჯერა, რომ კორონა არსებობს და კორონა არის პრობლემა, სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმისთვის,…

მეტი...

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასი არ გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, მთავრობამ პირველის ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 31 მარტამდე იმოქმედებს. “საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და ეს შეიძლებოდა ასახულიყო პურის ფასზე. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. არაერთხელ ვთქვით, რომ პური არის განსაკუთრებულად სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის…

მეტი...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად. გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ეს შეზღუდვაც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომელიც ხვალიდან, პირველი ეტაპის ფარგლებში დაწესდება. “ასევე ფუნქციონირებას შეწყვეტენ რესტორნები და კვების ობიექტები. ისინი შეწყვეტენ ფუნქციონირებას მომსახურების რეჟიმში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ეს დაწესებულება, მათ, ვისაც ექნება სურვილი, გააგრძელებს ფუნქციონირებას მიტანის, ან გატანის რეჟიმში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ასევე საქართველოს მასშტაბით შეჩერდება ფიტნეს…

მეტი...

განიხილება საკითხი,დაეხმარებიან თუ არა პირებს, ვინც შეზღუდვების პერიოდში მუშაობს, თუმცა ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეზღუდვების პერიოდში პირები, რომლებიც მუშაობენ და ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვს – განაცხადა, რომ ეს საკითხი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხილვის პროცესშია.  “მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საკითხს განიხილავს და ვაანალიზებთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი დაფინანსდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის 300 ლარიანი პაკეტით დახმარება არ ვრცელდება, არის სხვა სახის დახმარებები, მაგალითად, კომუნალური შეღავათი. ასევე, ისინი, ვინც არაფორმალურ სექტორში არიან თვითდასაქმებულები, ისინი 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებს წარმოადგენენ და ამდენად, სწორედ ამას ითვალისწინებს ჩვენი დახმარების პაკეტები,” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

მეტი...

„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

„ეს არის ის უღრანი ტყე, სადაც ადამიანები მხოლოდ თავისი ბედის ანაბარა, თავისი გადარჩენისთვის იბრძვიან“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის განცხადებით საჭირო იყო „ოქროს შუალედის“ პოვნა, რადგან ეპიდემიოლოგები სიტუაციას ვერ მართავენ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს შექმნილ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი იქნა ნაპოვნი: „ადამიანები რჩებიან ყოველდღიური შემოსავლის გარეშე. მიუხედავად სიმძიმეებისა, ვერ ავირჩევდით რომელიმე მხარეს, სად უნდა დავდგეთ და რა მიმართულებით ვიმუშაოთ. აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო, გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება. აქედან გამომდინარე, მარტივი…

მეტი...

„თაზიაშვილის მიერ ე.წ საზღვრის დარღვევის მიზეზი ზარდიანთკარში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გახდა“ – დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, ე.წ საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავების შესახებ წერს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 2020 წლის 20 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები მირიან თაზიაშვილის დაკავების შესახებ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ თაზიაშვილის მიერ ე.წ საზღვრის დარღვევის მიზეზი ზარდიანთკარში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გახდა.

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, შესაძლებელია, გეგმები შეიცვალოს, მათ შორის, პარლამენტის გახსნის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. „დღე სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება დღეიდან და არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და არსებული რეალობიდან. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ასევე სხვადასხვა ტიპის აქციები. უახლოეს დღეებში ჩვენ საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოგადოებას. პარლამენტის გახსნის დღეს შეიძლება მასშტაბური აქცია არ იყოს და იყოს მხოლოდ…

მეტი...

“ხვალიდან 250 000-მდე ადამიანი იქნება უმუშევარი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„როდესაც ეს შეზღუდვები მოიხსნება, დაახლოებით 70% ბიზნენისა იქნება ჩამოშლილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე პროგნოზირებს, რომ „ლოკდაუბის“ შემდეგ ბიზნესის ნახევარზე მეტი გაკოტრდება უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება: “ხვალიდან 250 000-მდე ადამიანი იქნება უმუშევარი, რომელსაც არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მინიმალური დღიური სარგებელი, რასაც იღებდა მუშაობის შემთხვევაში. ეკონომიკა ურთულეს სიტუაციაში იქნება და, საბოლოოდ, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, დაახლოებით, 70% არსებული ბიზნესისა, ვისაც ეს შეეხო და არ შეეხო, მაგრამ ირიბად დაკავშირებულია ამ ბიზნესებთან, იქნება ჩამოშლილი. დღეს თუ ვინმე რესტორანში ასაქმებს 20 ადამიანს, მიტანის შემთხვევაში დაასაქმებს, მაქსიმუმ, სამს,”-განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

„რაც ახლა ხდება სარესტორნო ბიზნესისთვის მომაკვდინებელია“ – „დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი „მედიაცენტრ მთავარში“

„ის მზა პროდუქტი, რაც დახლებზეა შესაძლოა დეფიციტში აღმოჩნდეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა. ჟყონია ამბობს, რომ ამოწურულია საბანკო ლიმიტიც, რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ბიზნეს, მისივე განმარტებით იქმნება „ქეშის“ დეფიციტი. „ეს, რაც ახლა ხდება სარესტორნო ბიზნესისთვის არის მომაკვდინებელი. ოპერირების გაგრძელებას რამდენი შეძლებს არ ვიცი. ჩვენი ასოციაციის წევრები ჯაჭვში არიან იმ სფეროსთან, რასაც ჰქვია ტურიზმი და ძალიან ნეგატიურად აისახება ეს ყველაფერი ჩვენს სამსახურზე, დაახლოებით 15 – დან 20 % – მდე ამოიღეს დანაკარგი ზაფხულში, 80% ზარალი გამოდის, ეს ქმნის ქეშიც დეფიციტს, მზა პროდუქტი რაც დახლებზეა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 863, აჭარაში 664, იმერეთში 648

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 102 270-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 161-ს შეადგენს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 39 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 ადამიანი…

მეტი...

ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

მარადონასთან გამოსამშვიდობებლად მისული გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

მეტი...

რა შეზღუდვები იმოქმედებს 28 ნოემბრიდან – საქართველოს მთავრობის პასუხები მოქალაქეებს

საქართველოს მთავრობა იმ შეზღუდვებს აკონკრეტებს, რომელიც 28  ნოემბრიდან ამოქმედდება: „28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. კერძო კომპანიას თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად შეუძლია განახორციელოს. მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე. ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან…

მეტი...