„კოვიდ 19“-ით ისევ თბილისი, აჭარა და იმერეთი ლიდერობს

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

მეტი...

24 საათში 34 ინფიცირებული გარდაიცვალა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 34 ინფიცირებული გარდაოცვალა.    „სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა“ – განაცხადა სიჭინავამ.

მეტი...

ბოლო 24 საათში 3 366 პირი გამოჯანმრთელდა

„კოვიდ 19“-ისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს პოზიციური ციფრები დაფიქსირდა.   „დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე“ – განაცხადა სიჭინავამ.  

მეტი...

„კოვიდ 19–ს“  3 071 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 366 პირი „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა“,  –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  114 889-ს.

მეტი...

“ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი საერთოდ “გარტყმაში” არ არის, მივიღებთ ბუნტს“  – დავით ჭიჭინაძე

„რაც ახლა ხდება, თუ ამ ფორმით გაგრძელდა, მივიღებთ მშიერ ბუნტს და ეს იქნება გარდაუვალი რეალობა… ისე, „ქართუ ჯგუფი“ არ იყო, პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ამბით რომ გამოგვიცხადეს, ყველა დანაკარგს „ქართუ ჯგუფი“ აანაზღაურებსო?! ერთი თეთრი არ გაუღიათ ხალხის დანაკარგების შესამსუბუქებლად! თუ, რამე გააკეთეს და გამოგვრჩა?!“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. მისი შეფასებით ეკონომიკის მინისტრი „გარტყმაში“ არ არის რა ხდება. „სამაგიეროდ, რა დახმარებაც მოვიდა ყველაფერი ისე შეთქვლიფეს და გააქრეს მაღალ ეშელონებში, პასუხსაც არავინ გვაძლევს! ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი კიდე, საერთოდ „გარტყმაში“ არ არის რა ხდება და მომავალ წელს 5,6 % -იანი ზრდას გპირდება. მოკლედ, ქვეყანა…

მეტი...

„წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით განსხვავებული იქნება და  მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელის დედაქალაქის საკრებულოშია წარდგენილი, მისი პირველადი ვარიანტია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის და თანადგომის შედეგად, საბოლოო ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და უფრო მეტი, ვიდრე მისი პირველადი ვარიანტი. „რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა – 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ…

მეტი...

“დღესვე დაიწყეთ ქმედება” – კახა კალაძემ დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწებზე შენობების დემონტაჟის დავალება გასცა   

„კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება – ეს არც ჩემია, არც თქვენი“ – ეს განცხადბა თბილისის მეტმა მტავრობის სხდომაზე გააკეთა. თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას ავალებს, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განახორციელონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვება. „ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო და უკვე ძალიან ბევრი…

მეტი...

კორონავირუსით მილიონ 500 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით  დაინფიცირებულთა მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კატასტროფულად იზრდება. მსოფლიოში,  კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა, ამ ეტაპისთვის  1 414 680-ია. ​ყველაზე  დიდი რაოდენობით გარდაცვლილები რუსეთში, საფრანგეთში, ამერიკაში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.

მეტი...

„აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში“ – ზაზა წერეთელი

„აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში“, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა  მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მონაწილეობდა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის და მასობრივი თავშეყრების შემცირებას. „ვიტყვი იმას, რომ ეს არა მარტო საქართველოში ხდება, ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები,…

მეტი...

„მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს“ – ზურაბ გურული

„მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა. რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა“ – ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან „ონლაინ“ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა. „ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას,…

მეტი...

„დეკემბერი-იანვარი იქნება გადამწყვეტი თვეები“, – ბიძინა კულუმბეგოვი

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე; ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ საპირწონე ღონისძიებებზე, რომელიც ეპიდემიის ამ ძალიან სერიოზულ ტრაექტორიაზე გავლენას მოახდენს. „ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ბუნებრივია, ჩვენ მასზე…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას. გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს…

მეტი...