ნიდერლანდების პოლიციამ კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

ნიდერლანდების სამხედრო პოლიციამ აეროპორტში კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია, ქვეყნის სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის საქართველოს მოქალაქე შიპჰოლის აეროპორტში შეურაცხყოფის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოდან ჩავიდა და მალტაში აპირებდა გამგზავრებას. სატრანზიტო დარბაზის გავლის შემდეგ იგი გადაამოწმა ავიაკომპანიის თანამშრომელმა და აღმოჩნდა, რომ მას თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მან კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო. მამაკაცი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კარანტინში და შემდეგ სამხედრო პოლიციამ დააკავა. სამხედრო პოლიცია ატარებს შემდგომ გამოძიებას ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროკურატურის ხელმძღვანელობით.

მეტი...

გორში 21 წლის ბიჭს ეძებენ

მეხუთე დღეა გორში 21 წლის ახალგაზრდას ეძებენ. გიორგი ნონიაშვილი სახლიდან 11 ნოემბერს გავიდა და აღარ გამოჩენილა. ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 143 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

“ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია – თუ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მზად ვარ” – მიხეილ სააკაშვილი

“მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ,”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ ერთვება საპროტესტო აქციებზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ მისი საკითხი არ უნდა იყოს მთავარი. მისივე თქმით, შეუძლია ჩამოვიდეს და თავი შეწიროს, თუ ამას ხალხი გადაწყვეტს, თუმცა, მნიშვნელოვანია შედეგი. „მე თვითონ არ ვერთვები მიტინგებზე მეგობრებო. მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა. მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ გაგძარცვეს ბოლომდე, დედა გიტირეს უბრალოდ და უნდა უპასუხოთ და უნდა უპასუხოთ ყველამ. ახლა…

მეტი...

ქუთაისში 25 დღის ჩვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა. ჩვილი კლინიკა “ლჯ და კომპანიაში” მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა და ბინაზე გუშინ გაეწერა.

მეტი...