რუსეთმა და თურქეთმა, ყარაბაარში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შექმნის მემორანდუმი გააფორმეს

რუსეთმა და თურქეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შექმნის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები აწერენ. ცნობილია, რომ ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება. პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღების შემდეგ პროტესტი გრძელდება ერევანში. სომხეთის ოპოზიცია რამდენიმე დღეა პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. სომხური მედია ინფორმაციას ავრცელებს ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავების შესახებაც. ის ერთ-ერთია იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც 10 ნოემბერს სომხეთის პარლამენტში შეიჭრნენ. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჩახალიანი ყარაბაღში გარდაიცვალა. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.

მეტი...

“თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა” – გრიგოლ ვაშაძე

“ვსინჯოთ, მოლაპარაკებებში თუ არ შევედით, ვერც იმას გავიგებთ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. „დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო…

მეტი...

ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

მეტი...

ბათუმში, კლინიკის ფანჯრიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა და გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიგა კიკაბიძე ადასტურებს. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მამაკაცს აღენიშნებოდა პნევმონია და ექვემდებარებოდა მკურნალობას. „შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდი საათზე მოხდა. პაციენტი მესამე სართულიდან გადმოვარდა. გადმოვარდნის მიზეზი უცნობია. პალატაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია. ისიც კოვიდინფიცირებულია და მამას ის მეთვალყურეობდა. სამწუხაროდ, გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი შეყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე აღენიშნებოდა მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები. პაციენტს სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაცია მუცლის ღრუზე და მოთავსდა რეანიმაციაში. სამწუხაროდ,…

მეტი...