ხონში, მასწავლებელი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა

ხონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მისი მეუღლე „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალნენ. სოფელ კონტუათი კოლის მასწავლებელი 54 წლის იყო. როგორც რესურს ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილს ვირუსი დაახლოებით 10 დღის უკან დაუფიქსირდა, მას ცხელება ჰქონდა და შესაბამის მკურნალობას გადიოდა. მასწავლებელი წუხელ გარდაიცვალა, დღეს დილით კი მისი მეუღლე. გარდაცვლილი ოჯახის შვილი აცხადებს, რომ მათი მშობლების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან თავისუფალი ადგილები არ იყო.  

მეტი...

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ოფისის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ოფისის გაქურდვის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ. შსს-ს  ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„უჩემოდ ბარიკადები არ იქნება“ – ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

“საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე),“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ კორონავირუსის ტეტსი დადებითი აღმოჩნდა: „საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ “აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა. წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები,…

მეტი...

სლოვენიის მთავრობის დახმარება საქართველოს სატყეო სექტორს

სლოვენიის მთავრობის დახმარებით, ქართულ სატყეო  სექტორში ინვენტარიზაცია განხორციელდება. საუბარია პროექტზე – „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში,“ რომლის მიხედვით, ადიგენის სატყეო უბნისთვის  ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება, ასევე,  მომზადდება ტყის მართვის გეგმა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, აგრეთვე, შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა.   „პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც  ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად,   სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან.   ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან  ერთად,  ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს. პროექტი “ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში” წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან

,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავლაბრის მეტროდან ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. აქტივისტები საავტომობილო კოლონებით მსვლელობას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო გაზდელიანმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ,,გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს”. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

მეტი...

“ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი” – სახალხო დამცველის მიმართვა

სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. ომბუდსმენი ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას;…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 044 გამოვლინდა, იმერეთში 526, აჭარაში 503

“კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, 526 – იმერეთში, ხოლო 503 – აჭარაში.” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის სხვა რეგიონებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია: ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8. ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში –  რვა,  აჭარაში – ექვსი, იმერეთში – შვიდი,  ხოლო ქვემო ქართლში ერთი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 423-ს შეადგენს. საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 775- ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა -3 560 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  2775- ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა   51 993 -ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3 160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 489. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 446 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

მეტი...

“თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ” – დონალდ ტრამპი

“თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ”, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა. მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253…

მეტი...

სიღნაღში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 6 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა სწრაფად უნდა მოხდეს” – NDI

NDI საქართველოს ოფისის დირექტორის თქმით, მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები სწრაფად უნდა განიხილოს, ხმები ხელახლა გადაითვალოს და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს. ალან გილამი  აცხადებს, რომ 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რათა არჩევნების მიმართ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს. “ჩვენ გვსურს ვიხილოთ პროგრესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა. ასევე გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს…

მეტი...

„თქვენ პირბადით ზიხართ, მე აზრად არ მომსვლია პირბადით მოსვლა“ – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„თუ ჩვენ არ გვინდა პირზე პირბადე აგვაფარონ უნდა დავივიწყოთ კორონა და მაიმუნობები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. პოლიტიკოს ამბობს, რომ გამკაცრებულ რეგულაციებს არ დაემორჩილება, რადგან მისივე მოსაზრებით „კრონა სამყაროს შესტენეს.“ თქვენ პირბადით ზიხართ, მე აზრად არ მომსვლია პირბადით მოსვლა. ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს მე და თქვენ სხვადასხვანაირად აღვიქვავთ. მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება, ვიღაცას შეიძლება მართლა ეშინია ვირუსის, მაგრამ მთავრობას ეს ვირუსის შიშით არ გაუკეთებია, მან ეს პოლიტიკური მიზნით გააკეთა, ზოგადად კორონასთან ბრძოლა ჩვენთან არ ემსახურება ვირუსთან…

მეტი...

“ოპოზიციას ტემპერატურის აწევის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია” – დავით მათიკაშვილი

“დაუმორჩილებლობის სურათის შექმნა, ეკონომიკური სირთულეების გამოწვევა და ავადმყოფობის გავრცელების სურვილი” – ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა მათივე დაბალი რეიტინგით იყო განპირობებული. ამასთანავე “ქართულ ოცნებაში”, აღნიშნავენ, რომ უმცირესობის ერთადერთ რესურსს – ქვეყანაში არსებული სიტუაციის დაძაბვა წარმოადგენს. “საზოგადოების მზაობა იმისათვის, რათა არ მოხდეს ქვეყანაში უბედურება, რასაკვირველია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთ თავგაცხელბულ პოლიტიკოსს ჰგონია. დაუმორჩილებლობის სურათის შექმნა, ეკონომიკური სირთულეების გამოწვევა და ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა დგას ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში,”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ. “ოპოზიცის დესტრუქციული ქმედებების შესახებ არჩევნებამდე ბევრად…

მეტი...