ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. „აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო, პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა,…

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ოთხ შეკვრად დაფასოებული, ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ერთ კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს“, – აცხადებენ შსს-ში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მეტი...

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე – ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება ბაღების ფუნქციონირება. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება. “ეს ყველაფერი განპირობებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენივე პატარების უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საკვები პროდუქტების დარიგების პროექტს, რომელიც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ეპიდვითარებაზე,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

მეტი...

საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციაზე დაკავებული 12 პირიდან 5 გათავისუფლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველების მიერ 12 პირი იქნა დაკავებული. ამ დროისთვის, 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 პირი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

მეტი...

ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი – 213

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც „დემოკრატიული პარტიის“ ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ იციან, რომ არჩევნები წააგეს და „ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეუძლიათ.“ არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

მეტი...

“უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში – ცალსახად არა” – მამუკა მდინარაძე

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონმდებლობა საოლქო კომისიის მუშაობაში პარტიის კანდიდატებისა და ჟურნალისტების მონაწილეობას არ ითვალისწინებს. პარტიაში ასევე ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილეს, რომ ოპოზიციის აქციებზე არ ხდება კორონავირუსის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა. “ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში შეიძლება მათ გამოამჟღავნონ, თუმცა ეს არის იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით. უნდა გავაკეთო ერთი განმარტებაც – თქვენი მხრიდან ისმება კითხვა, უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში – ცალსახად არა, კანონი ამას არ ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის წარმომადგენელს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. “ქართული ოცნება – დემოკრატიული…

მეტი...

“ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება” – თორნიკე რიჟვაძე

„ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე“ – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და ოპოზიციურ ძალებს უპასუხისმგებლოებს უწოდებს, რომლებიც ქაოსისა და არეულობის შემოტანას ცდილობენ. „არჩევნების გამართვის დღიდან დღემდე რიგი უწყებები უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, საბოლოო ფორმალიზებას, მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული. ამ პროცესში რიგმა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა, ქაოსის და არეულობის განცდა შემოიტანონ, რა თქმა უნდა უნდა არის ღიმილისმომგვრელი. შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც როგორც სამართალდამცავებმა ასევე ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი…

მეტი...