“სადამკვირვებლო მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების”აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის მისიისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “ჩვენ პირველ რიგში მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს გაწეული სამუშაოსთვის და პოზიტიური დასკვნისთვის, მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო დასკვნას, გამოიკვეთა მათი მხრიდან, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ამ უფლებებში შედის მათ შორის უფლება თავისუფალ არჩევანზე. ეს უფლებები იყო გარანტირებული და მათი დასკვნაც იყო დადებითი.…

მეტი...

არასამთავრობო სექტორი არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო სექტორის აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და მათი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. აღნიშნულის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. “წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა და ქალაქის მერმა იჩხუბეს

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დანიშნულია ხაშურშიც, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა და ქალაქის მერმა იჩხუბეს. დაპირისპირება სავარაუდოდ არასასურველ შედეგს მოჰყვა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ხაშურის მერი გია გურასპაშვილი.

მეტი...

7 ნოემბრიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება

7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, რომელთაგან საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზია. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. “24 ოქტომბერს გვქონდა პრეზენტაცია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ახალი მიმართულება წარვუდგინეთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ ქსელზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი და მიკროავტობუსების რვა ხაზი, ანუ საუბნო მნიშვნელობის მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მეტი…

მეტი...

ხაშურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დანიშნულია ხაშურშიც, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა და ქალაქის მერმა იჩხუბეს. დაპირისპირება სავარაუდოდ მოჰყვა არასასურველ შედეგს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ხაშურის მერი გია გურასპაშვილი.

მეტი...

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 47 წლიდან 82 წლამდეა. ხუთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ერთი კი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 80 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 26 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. რაც შეეხება 57 წლის ქალბატონს, კლინიკაში შეიყვანეს 21 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის…

მეტი...

“საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები, პანდემიის გამო” -კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვს, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა. „მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების, ისე სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით, გარდა ამისა, გაგრძელდება იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა – მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას. ამ ყველაფერს კი, სჭირდება რესურსები. მინდა, ვიცე-მერს ვკითხო, რა მდგომარეობაა ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც ხარჯვით, ისე შემოსავლების ნაწილში“,…

მეტი...

კორონავირუსის ყველაზე მეტი – 989 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2295 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.  ამ მონაცემებით საქართველოში ყველაზე აქტიურ წითელ ზონად თბილისი, აჭარა და იმერეთი ითვლება. ბოლო 24 საათში დაფიქსირებულია გარდაცვალების 19 ფაქტი, გამოჯანმრთელდა 2537.

მეტი...

“ქვეყნის მასშტაბით 569 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში 283, ხოლო 84 აჭარაში მკურნალობს” – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობის კუთხით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე პაციენტთა რაოდენობა 569-ს შეადგენს. “ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 31 170. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის თბილისში 283, აჭარაში 84, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი. მათ შორის თბილისში 119, აჭარაში 72,” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. 

მეტი...

შსს-მ მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავა

სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს. მათ ბრალი ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის, 22 წლამდე მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედებათ.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო…

მეტი...

თბილისში ხვალიდან, ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება. როგორც კალაძემ განაცხადა, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება. „იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კალაძემ. ამასთან, კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, განაგრძონ ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა. „მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკვები რაციონი წაეღოთ სახლში და მოემზადებინათ საკვები. უნდა გავაკეთოთ პროდუქტებით უზრუნველყოფა“,- განაცხადა კალაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 46817-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3004 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –   4355. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  2428 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

მეტი...

მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

“აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებაზე განახორციელა” – სომხეთის საგარეო უწყება

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ცეცხლი ტერტერის, აღადამისა და კიდევ სამი რეგიონის მიმართულებით გახსნა. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ოფიციალური ერევნის ცნობით, კი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებაზე განახორციელა, არის მსხვერპლი.

მეტი...

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს. “დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ვაფართოებთ და პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც”, -განაცხადა ცქიტიშვილმა.

მეტი...

ეუთო-ს წარმომადგენლებს დღეს “ქართული ოცნება” ხვდება

ეუთო-ს წარმომადგენლებს დღეს “ქართული ოცნება” ხვდება. მმართველი გუნდის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს ისინი არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. არსებული პრეტენზიები ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა უკვე გააცნეს. . “ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას. შევეცდებით პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები უპირატესად ჩაავაყენოთ საქმის კურსში,” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

მცხეთაში მეორე ტური გაიმართება

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინფორმაციით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მისივე თქმით, მცხეთაში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომამ ქსნის ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგები გააუქმა. „იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური გაიმართოს მცხეთაში.  წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება, რადგან მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო დახლოებით 600-მდე ხმა, არასწორად იყო გაცემული ბიულეტენები, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეც.სიაში მყოფ ამომრჩევლებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა ეს შედეგი, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

გლდანის ციხეში გიორგი რურუა გამოიკითხა

გლდანის ციხეში გიორგი რურუა გამოიკითხა. სამართალდამცველებს კითხვები იარაღის უკანონო ტარებაში მსჯავრდებულთან ორი დღის წინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოკითხვის პროცესს ადვოკატი დაესწრო.  დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ ის პატიმრები, რომლებმაც რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. გავრცელდა მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალაც. “ბუნებრივია, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა. ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში არ მგონია, რომ რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს. თავდამსხმელები მოქმედებდნენ უბრალოდ ხელისუფლების დავალების შესასრულებლად და მეტი არაფერი,” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მეტი...

სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, გამომძიებელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი გამომძიებელ-ინსპექტორი შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენი უგებს

ამ ეტაპის მონაცემებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 77 წლის ჯო ბაიდენი ლიდერობს.  დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 114. არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება საემიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქებას ეხება, რაც არალეგალი მიგრანტების „გალეგალებას“ გულისხმობს.

მეტი...