დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ჩვენი ფიქრებით თურქი ხალხის გვერდით ვართ და ვლოცულობთ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებს კი სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“,- წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.​ ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 – დაშავდა.

მეტი...

კახეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1964 წელს დაბადებული ზ.დ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე – 1967 წელს დაბადებული ლ.დ. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება…

მეტი...

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს – კახა კალაძე

“მჯერა,  ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, განსხვავებული სიტყვის მქონე ადამიანები აღარ იდევნებიან და სამსახურიდან არ ათავისუფლებენ. „მინდა, გავიხსენო ის წლები, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ და მესმის, რატომაც. ისინი ცდილობენ, ჩვენც და საზოგადოებას, როგორმე დაავიწყონ ის ცხრაწლიანი პერიოდი, რაც ქვეყანაში…

მეტი...

“ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას” – ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მისულ აუდიტორიას წარუდგინეს. „მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ…

მეტი...

“ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა ” – გიორგი გახარია

“ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „გლდანში ვატარებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას. ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის,…

მეტი...

“მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. „საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს. შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

მეტი...

“დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე” – კახა კალაძე

“დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში”, – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განცხადებით, დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე. „მახსოვს რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით, მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ჯანდაცვის დარგში. ასევე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ იყო მიგდებული სოფლის მეურნეობა. აქაც ჩვენ გვაქვს წინსვლა. 100 ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა. სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა პროგრამები, რომელმაც ხელი შეუწყო…

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მემორანდუმი, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ურთიერთქმედების საფუძველზე ითვალისწინებს სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობას, საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში დიასპორის და უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქტიურ მონაწილეობას და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. „ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმა…

მეტი...

“მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად” – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, უზრუნველყოფილი იყო კამპანიის წარმართვისთვის თანაბარი შესაძლებლობები. საუბრისას ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დასაცავად როგორც ამომრჩევლებისთვის. ისე დამკვირვებლებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა

„კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური ონლაინ კლინიკა დღეიდან დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის…

მეტი...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ სიცრუა, თითქოს საქართველოში უკრაინელ დამკვირველებლთა დელეგაციას არ უშვებენ

სამოქალქო ავიაციის სააგენტო გამოეხმაურა გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული „რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. „SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“ – განმარტავენ სააგენტოში.…

მეტი...

“გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ” – აშშ-ის საელჩო

“აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ,” – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. „გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა…

მეტი...

“საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო” – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა. მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელთა იმპლიმენტაციამაც განაპირობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა…

მეტი...

“დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი” – ეკატერინე ტიკარაძე

“თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ასევე ფიქსირდება დადებითი დინამიკა და დღეს უკვე 2906 პაციენტია გამოჯანმრთელებული. „24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეპიდვითარება მთელ საქართველოში. ძალიან საყურადღებოა ბევრი პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ვიცით როგორია COVID-19-ის დინამიკა, რადგან მოსახლეობის 80% ვირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს და მათი მკურნალობა ბინაზე იქნება შესაძლებელი. ამიტომ ეს რიცხვი მაღალია, რადგან ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. „არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მისაცემად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად პირბადის მოხმარება დასჭირდება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით.…

მეტი...

ილია მეორეს საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ

საპატრიარქოს პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს ხვალ საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ. “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია “ერთსულოვნება”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე სამოსზე მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.  7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თუქეთის ქალაქ იზმირიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბიძგი ათენსა და სტამბოლშიც იგრძნეს.  გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იზმირში მიწისძვრას შენობების ნგრევა მოჰყვა. 

მეტი...

“ავადობის მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორც იყო შარშან და შარშანწინ ამ დროს, თუმცა გაციების მაგივრად კოვიდია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ქვეყანაში ეპიდვითარება შეაფასა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუმცა, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდის შემთხვევებმა ისევ მოიმატოს.  “პირველი ნიშანია, შეიძლება ითქვას, სტაბილიზაციის, მაგრამ მაინც ალბათ ზრდა შესაძლებელია, იყოს. ამინდი კარგია, ეს მოქმედებს, თბილა ჯერჯერობით და გაიზარდა ქვეყანაში კულტურა პირბადის ტარების,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ნიღბის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მისი ინფორმაციით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმაც ისაუბრა.  ეპიდემიის კუთხით ვითარებას სტაბილურად აფასებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მკვეთრი მატება…

მეტი...

სოფელ ვაზისუბანში, მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს.

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა  

დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოიტანეს. მისივე განცხადებით, 23 000 დოზა ვაქცინა ნოემბერში კიდევ შემოვა. „ვაქცინა თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთის რაიონებშიც უკვე გასულია… დღეიდან, შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს მთლიანად.  განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, რადგან ისინი წინა ხაზზე არიან, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, უფასო ვაქცინაცია ძალოვან უწყებებსაც შეეხებათ. „აიცრება ქართული ჯარის…

მეტი...

“შანსი, რომ საარჩევნო უბანზე ადამიანს კორონავირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს” – პაატა იმნაძე

“თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პტაქრიკულად არ არსებობს შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე კორონავირუსით დაინფიცირდეს. „გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. პრაქტიკულად, დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი როგორც საარჩევნო კომისისების წევრების, ასევე ამომრჩევლებისთვის, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან იმის შანსი, რომ იქ ადამიანს ვირუსი გადაედოს, პრაქტიკულად…

მეტი...

“დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მან ოპოზიცია გააფრთხილა, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. „კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე,…

მეტი...

„აუცილებლად არჩევნებზე მივიდეთ პირბადით“ – ამირან გამყრელიძე

„დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისივე თქმით საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია. „დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები არჩევნებს გაეთიშებიან – პრემიერის განცხადება

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეები 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ეს ასე არ მომხდარიყო. „მოგეხსენებათ, ეს ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში, „ქართული ოცნება“ მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული…

მეტი...

“ამ ასაკის ადამიანი გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ” – გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძეზე

“ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ადამიანი ასაკშია, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღელ „თბილისოსთან“ დაკავშირებით აღნიშნა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გუშინდელ აქციაზე გამომსვლელი ხალხის დონემ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს. „ორ რამეს ვიტყვი – გუშინ უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ, მეორე – ქვეცნობიერია, ხალხო, აი ჩვეულებრივ ქვეცნობიერი. ვიდრე სოციალური მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც კი, რომ გამოსულიყო და…

მეტი...

„ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – გიორგი გახარია

„შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები -თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად „ტრანსფარენტულ“ და დემოკრატიულ გარემოში. ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უმკაცრესად დაისჯება. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალიდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, „ტრანსფარენტული“, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის…

მეტი...

“ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება“ – გიორგი გახარია

„მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა,“ – ამის შესახებ, გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს: “ის, რაც გუშინდელი ოპოზიციის აქციის დროს, მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. თუმცა, სადღაც შორიდან “სკაიპის” მეშვეობით ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა. თუმცა, ის, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს…

მეტი...

„ლოქდაუნზე” საუბარი უპასუხისმგებლო ძალის პოზიციაა, ხმების დასაგროვებლად“ – გიორგი გახარია

„პანდემიას და ეკონომიკურ კრიზის გადავლახავთ, არჩევნებმა კი უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი “ლოქდაუნის” შესახებ ოპოზიციის განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გარდა სხვა არაფერია დაგეგმილი: „სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიოში ახალი კრიზისების მორიგი ანტი რეკორდია. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგან ლოქდაუნებიც. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევებს ჩვენი ქვეყნის წინაშეც. ჩვენც მაღალი ნიშნები გვაქვს ინფიცირების, თუმცა, შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები. არის დასტაბილურება ინფიცირების ახალ “ქეისებში”, იმის გამო, რომ ტესტირება იზრდება. ჩვენ ვმერყეობთ 8 – 11 000 ტესტს შორის, ეს…

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში პოლიციის მობილური ჯგუფები შეიქმნა” – შსს

ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. შსს – ში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის…

მეტი...

„გამოუშვით, ჩვენ მოვნახავთ გზას გადავარჩინოთ 29 წლის ბიჭის სიცოცხლე“ – უმძიმესი პატიმრის საქმე

„29 წლის პატიმარი, რამაზ კონჯარია პენიტენციალურ დაწესებულებაში ჯანმრთელი  მოხვდა, თუმცა, დღეს ვერ გადაადგილდება, ეტლს მიეჯაჭვა და სიკვდილს ებრძვის,ოჯახს ორი მოთხოვნა აქვს, ან პატიმარს სასჯელი გადაუვადონ, ან ისე უმკურნალონ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , ქსნის მე -10 დაწესებულებაში მყოფი, 29 წლის პატიმრის, რამაზ კონჯარიას ადვოკატმა, რუსუდან ქორჩილავამ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით პატიმარი, პენიტენციალურ დაწესებულებაში 2017 წელს შეიყვანეს, მის მდგომარეობა კი, როგორც ქორჩილავა ამბობს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამძიმდა. ოჯახმა სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა: „2017 წლიდან ის სრულიად ჯანმრთელი შევიდა პენიტენციალურ სისტემაში,…

მეტი...

“ყველაზე მეტი დაფინანსება, 17 მილიონი ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო” – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში

რომელმა პარტიამ რა რაოდენობის შემოწირულობა მიიღო. მეორე შუალედური კვლევა დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს პერიოდს 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე. სულ შესწავლილია არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტის მონაცემები და მათგან 29 აღმოჩნდა ისეთი, ვინც საკვლევ პერიოდში შემოწირულობა მიიღო. ლიდერობს “ქართული ოცნება”, რომლის ბიუჯეტი სხვა პარტიებისთვის გადარიცხულ თანხებს საგრძნობლად აღემატება.

მეტი...

“ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს” – კახა კალაძე

“ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს, შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. „2012 წლიდან ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები განვახორციელეთ. არ შემიძლია, არ შევეხო რამდენიმე თემას: ყველას კარგად გვახსოვს, თუ…

მეტი...

პოლიციამ გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა “დაფი” სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები” – გიორგი გახარია გორში მომხდარ ავარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გიორგი გახარიამ სამეგრელოს რეგიონს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.  “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც…

მეტი...

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 683 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 381 – აჭარაში, 313 – იმერეთში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 37263-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს.

მეტი...