ცესკო-სთან სამართალდამცველებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სამი პირი დააკავა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. „დღევანდელი გადაწყვეტილებით ექვს საათზე შეუჩერდათ რეგისტრაციის ვადები იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული ან არიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, 100 000-მდე მოქალაქე დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ამისთვის არ გვიბრძოლია 20 ივნისს. ცესკო-მ ყველასთვის უზრუნველყოს გადასატანი ყუთების მიტანა, რეგისტრაცია იყოს 30 ოქტომბრამდე. ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, ვიბრძოლებთ, რათა სამართლიანი არჩევნები…

მეტი...

მთავრობის მეთაური მეთევზეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა. პრემიერი მეთევზეებს ესაუბრა იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან მოისმინა, თუ რა საკითხში სჭირდებათ მათ მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეთევზეებმა უკეთ შეძლონ საქმიანობა. აღნიშნული მხარდაჭერა შეეხება როგორც თევზსაჭერი გემის შესყიდვაში მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას. მეთევზეებთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა…

მეტი...

“ბათუმის სტადიონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ” – კახა კალაძე

ბათუმში 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრო, თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვითარების გამოსწორებისთანავე სტადიონზე ცნობილ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ. „მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს…

მეტი...

“თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის” – გიორგი გახარია

“თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ფეხბურთის სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა დაუჯდა აღნიშნული სტადიონი აჭარის ბიუჯეტს, ეს იყო ყველა გულშემატკივარის ოცნება. „მთავარია, ეს იყო ბევრი გულშემატკივრის ოცენება. რაც მთავარია, ამ მძიმე გამოწვევებით სავსე, პანდემიის პერიოდში ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს. ახალ საზღვაო აკადემიას, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ჩვენ ვაშენებთ გზებსა და ეს ყველაფერი გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციასა და პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე და…

მეტი...

პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემაზე სს საქმე აღიძრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

“კარგად მესმის, რას განიცდის თითოეული პოლიციელი, მათი ღირსების საკითხია, დადონ შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან” – გიორგი გახარია

“მე შემიძლია გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, იმოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარ თავდასხმის საგამოძიებო მოქმედებებს ეხებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ამოცანა. „რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წელი მაქვს ნამუშევარი და ძალიან კარგად მესმის ის ემოციური გრძნობები, რომელსაც თითოეული რიგითი პოლიციელი დღეს განიცდის, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეორე ეტაპი ამ ღონისძიების მიმდინარეობს და მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში. ეს ღონისძიებაც ჩატარდება…

მეტი...

“ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის” – თეა წულუკიანი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა სოსო ჯაჭვლიანის მიერ, “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა. “ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა. სწორედ ასეთ ხალხთან გამოავლინა ბატონმა სოსომ თავის ხვაშიადი. მე სვანებში გავიზარდე და მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის. მე…

მეტი...

45 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბაღდადში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის 45 წლის თანამშრომელი, მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. “პაციენტი ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

მეტი...

“პანდემიასაც დავამარცხებთ, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არ მინდა, წინასწარ მოგილოცოთ, თორემ ამასაც გავაკეთებდი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე თუ რატომ გახდა საჭირო მკაცრი ღონისძიებების განხორციელება და სისტემური შეზღუდვების დაწესება. გახარიას თქმით, მაშინ არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც პირბადის დეფიციტი და ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. გარდა ამისა, გახარიას განმარტებით, საქართველოში დღეში მხოლოდ 200 „პისიარ“ ტესტი ტარდებოდა და არც ხარისხიანი სწრაფი ტესტები იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი, გახარიას განცხადებით, ამ მხრივ ქევეყანაში სულ სხვა რეალობაა, რაც იძლევა საშუალებას, წერტილოვანი ღონისძიებებით შემოიფარგლონ. „პირველი ტალღის ეტაპზე, როდესაც მივიღეთ უმკაცრესი ღონისძიებები, იყო რამდენიმე ფაქტორი. პირველი – გაურკვევლობის ხარისხი იყო ბევრად…

მეტი...

“არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება” – დავით ჭიჭინაძე

“ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება. ხალხი ყოველ დღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს” – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” ლიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. “ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება. ხალხი ყოველ დღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს…

მეტი...

“ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული” – ხათუნა ზახაშვილი

„დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც. „დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრისგან შედგება, ალბათობა, რომ შეაკავებს ვირუსს, მეტია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. თან…

მეტი...

” საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველოდება, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, მშვიდად, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტით დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი” – გიორგი გახარია

“ბევრი შეხვედრა მქონდა ორი თვის განმავლობაში, არ მჭირდება კვლევები, ვგრძნობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველოდება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ…

მეტი...

“პროკურატურა და ექსპერტიზის ბიურო არღვევენ დაცვის უფლებას” – ადვოკატი კარტოგრაფების საქმეზე

“საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ივერი მელაშვილის დაცვის მხარისთვის ბრალდების წარდგენის შემდეგ არ გადმოუცია, მათ შორის, შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 მასშტაბის რუკების ასლი, რისი პირდაპირი ვალდებულებაც ჰქონდათ” – ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უხეშად არღვევენ დაცვის უფლებას. ” საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ივერი მელაშვილის დაცვის მხარისთვის ბრალდების წარდგენის შემდეგ არ გადმოუცია, მათ შორის, შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 მასშტაბის რუკების ასლი, რისი პირდაპირი ვალდებულებაც ჰქონდათ”. არგუმენტად გვეუბნებიან, რომ მათთან ინახება…

მეტი...

„დავალება იყო ის, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პოლიციას ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება მათ წარმატებით შეასრულეს. „როცა ამბობთ, რომ ყოველ დღე ყაჩაღობებია, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება სპეც. ღონისძიებას, შსს-მ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება. კონკრეტული დავალება იყო ის, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულებს პირნათლად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და შეასრულეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ სამეგრელოში.…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს.  მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო.   შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.   შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით უწყების დანაყოფებისთვის 70-მდე ახალი შენობა აშენდა. 

მეტი...

„სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა“ –  ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის ჩატარებულია 860 000-ზე მეტი ტესტირება. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევაა, სისტემამ გაუძლოს. „ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება…. სამედიცინო საზოგადოების და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. ამიტომ, თუ რა გახლავთ ასეთი ზღვარი, ეს რიცხვებში არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროგნოზირების რამდენიმე სცენარი და ჯერჯერობით ხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით 2 000 შემთხვევას. ჯანდაცვის სექტორმა…

მეტი...

„ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებს შორის, ვართ შუაზე ქვემოთ“ – ამირან გამყრელიძე

„საქართველოს დღეისთვის გვაქვს 32 127 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა , ბოლო ათი დღის განმავლობაში გვაქვს ოთხნიშნა ციფრი, „- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ინფექციის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის საშუალოზე დაბალ ადგილს იკავებს: „საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის არ არის ცუდი და ჯერ – ჯერობით ვართ ევროპის ქვეყნებს შორის შუაზე ქვემოთ, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. დღეისთვის აქტიური ინფექცია გვაქვს 19 232, გამოჯანმრთელებული 12 2236, პოზიტიური ტრენდია, რომ გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება. ჰოსპიტლებში არის დაახლოებით 3 600 – მდე…

მეტი...

„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების შემთხვევები მზარდია“ – ამირან გამყრელიძე

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, 90 სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. „სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი. ასეთი, დღეს დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღეს, მთლიანობაში ინფიცირებულია 1678 მედპერსონალი. „როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცინო…

მეტი...

„ეპიდსიტუაცია დაძაბულია, დიახ, გვექნება ზრდა“ – ამირან გამყრელიძე

​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სისტემა მართავს ეპიდ-სიტუაციას და საჭიროა სახელწიფოს, სამედიცინო საზოგადოებისა და მოსახლეობის თანამშრომლობა. „შემთხვევათა ზრდა გვექნება. ვაკეთებთ პროგნოზს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია მომავალ თვეებში. ვეუბნებით მოსახლეობას რომ დიახ, ჩვენ გვექნება ზრდა მომავალ თვეებში. ვეუბნებით მოსახლეობას, რომ დიახ, გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება.  ჯანდაცვის სისტემა პასუხს იძლევა მომატებულ მაჩვენებლებზე და სისტემა მართავს სიტუაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას შორის. ეს დიდი გამოწვევა არ არის მარტივი და ეს დიდი გამოწვევა არ დამთავრდება ნოემბერში,…

მეტი...

ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს დღეს, 18:00 საათამდე მიიღებს

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 საათამდე. „ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0). შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ზუგდიდის სპეცოპერაციისას პოლიციამ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა” – თეა წულუკიანი

ოპოზიციისგან განსხვავებით, ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მმართველი გუნდი კმაყოფილია. თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულმა პოლიციამ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა. “მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ მძევლების სიცოცხლე გადარჩა. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა შეგახსენოთ, რაც არის ევროპული სტანდარტი, როდესაც პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ ამ სტანდარტზე,”- აცხადებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი თეა წულუკიანი.…

მეტი...

კლინიკა “ჯერარსში” კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 23 პაციენტიდან ერთ-ერთი 31 წლის ქალია. ის კლინიკა “ჯერარსში” მკურნალობდა.  არსებული ინფორმაციით , ახალგაზრდა ქალს ჭარბი წონა ჰქონდა, გარდაცვალების მიზეზი კი “კოვიდ-19” გახდა. 

მეტი...

“სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობს” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობს. ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ამ ოპერაციის მეორე ეტაპს ახორციელებენ, რომელიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი იყო. „ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას სწყინს, რომ ჩვენი სამართალდამცავები არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და მათ სურთ, ზიანი მიაყენონ ამ მიმართულებას. ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ამას არ დავუშვებთ. ეს ხელმოცარული ოპოზიცია მართლაც ჩამოიქცა, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დამაზიანებელია ის, რომ 43 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგა. კი ბატონო, ასე ჩათვალონ. ეს მათ რეალურ…

მეტი...

„ჩემი შვილი უდანაშაულოა, ხვალ ან ზეგ მოვა“, – ტერორიზმში ეჭვმიტანილის მამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილის მამა აცხადებს, რომ დანაშაულთან მის შვილს არაფერი აკავშირებს და მას სამეგრელოში ელოდება. ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილის გარეგნობა გავრცელებულ ვიდეოკადრებს არ ემთხვევა. „ჩემი შვილი სახლიდან 21 ოქტომბერს წავიდა. მანამდე აქ იყო.  ხვალ ველოდები, თბილისშია. ჩემი შვილი უდანაშაულოა. ხვალ ან ზეგ მოვა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, სხვანაირად როგორ გითხრათ. არც მისი ხმაა და არც მისი გარეგნობა. სად იყო და სად არა არ ვიცი. ვიცი ის, რომ თბილისში უნდა წასულიყო. “, – განაცხადა ტარიელ ესებუამ. პოლიციამ ეჭვმიტანილის ოჯახს წევრები დაკითხვაზე წუხელ გადაიყვანეს.…

მეტი...

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით რვა პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აჭარაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა რვა კოვიდინფიცირებული, მათ შორის ორი ქალია, ექვსი კი, მამაკაცი. გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, თითო შემთხვევა კი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საერთაშორისო ჰოსპიტალსა და კლინიკა „მედცენტრში“. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 82 წლამდეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის პარალელურად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები.

მეტი...

“მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი” – გიორგი გახარია

„მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო. „დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანისა და გაზიფიცირების შემდეგ არის როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყალი. 2024 წლისთვის ჩვენს 2 მილიონ 800 000 საქართველოს მოქალაქეს ექნება ნორმალური, 24- საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპულ და საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია…

მეტი...

“ის ყველაფერს იტყუება, მანუკიანმა იხულიგნა” –  ენზელ მკოიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი და 2020-ის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაპირისპირებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ის ყველაფერს იტყუება.   როგორც მკოიანი განმარტავს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანი ტყუილების მიზეზი მასთან კონკურენციაა და სხვა არაფერი. “ის ყველაფერს იტყუება, ერთ-ერთი სოფლის რესტორანში იყო. მანუკიანმა იხულიგნა, დათვრა. იქ ჩემი არც ერთი აქტივისტი არ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, ჩხუბის შესახებ. რატომ მაბრალებს ამ ყველაფერს არ ვიცი, სავარაუდოდ ჩვენი კონკურენციის ბრალია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი ხალხი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა. მანუკიანი…

მეტი...

“მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს 20 მილიარდ ლარს” – პრემიერი

2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კაპიტალურ ხარჯებში დახარჯა 23 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს სულ მცირე 20 მილიარდ ლარს. „საქართველოს მთავრობა 2021-2024 წლებში დახარჯავს ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს – ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო უნდა დააახლოოს ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით,…

მეტი...

„პარტია დაზარალდა, შეილახა პარტიის იმიჯი“ – „თავისუფალი დემოკრატების“  თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია დაზარალდა თავმჯდომარის წასვლის გამო, შეილახა პარტიის გარე იმიჯი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „თავისუფალი დემოკრატების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, თამარ კეკენიძემ განაცხადა. კეკენიძე თვლის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე თავმჯდომარის შეცვლამ პარტია დააზარალა, თუმცა ვარაუდობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამომრჩეველთა ხმების 2% – ს მოიპოვებენ. თამარ კეკენიძე აღნიშნავს, რომ პანდემიამ პოლიტიკური პროცესები დააზარალა: „კოვიდმა პოლიტიკური პროცესი ძალიან დააზარალა, ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიას შეეზღუდა თავისუფლად კამპანიის ჩატარება, ჩვენ ვცდილობდით გარე აქტივობები გვქონოდა, ვცდილობდით არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოსახლეობა და ამან შეიძლება იმოქმედოს ამომრჩევლის აქტივობაზე, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ გადატვირთულ…

მეტი...

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში დაფიქსირდა, 545 – აჭარაში, 305 – იმერეთში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია – 545 შემთხვევა, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი. „3 847 ადამიანი მკურნალობს…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ით 23 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ – 23  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 215-ს შეადგენს.  საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი .

მეტი...

„ჩვენ არ გავყიდეთ პარტია, შალვა შავგულიძემ გადადგა ეს ნაბიჯი“ – „თავისუფალი დემოკრატების“ სიის#1 „მედიაცენტრ მთავარში“

„შალვა შავგულიძეს უნდოდა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთება, ამბობდა თუ მათ შევუერთდებოდით პარტია გადარჩებოდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ განაცხადა. მჭედლიძე ამბობს, რომ შალვა შავგულიძეს სიის სათავეში ყოფნა, იმ გუნდთან ერთად უნდოდა ვისაც პარტია არ იცნობდა. მჭედლიძე თვლის, რომ შალვა შავგულიძე „გაიყიდა.“ „შალვას ვთავაზობდით სიის პირველ ნომრობას, არ ვიცი რა გარიგება ჰქონდა სანდრო ბარამიძესთან და უარი განგვიცხადა, ჩემი ინფორმაციით მას უნდოდა სანდრო ბარამიძე ყოფილიყო მეორე ნომერი. მე მაინტერესებდა შალვა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთების შემთხვევაში რა ხედვებს გვთავაზობდა, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკურად გავყიდულიყავით, იქამდეც იყო შემოთავაზებები და…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1262-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 12632 გახდა. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3757 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 2249 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

მეტი...

ბადრი ესებუას ნათესავები დილამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

შინაგან

ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო დღეს დილით გამეთენისას დატოვეს.ბადრი ესებუას ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა. 26 ოქტომბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბადრი ესებუას სახლშიც, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდნენ და ხაზს უსვამს, რომ საყოველთაო კარანტინის თავიდან ასაცილებლად პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვასა და სხვა ზომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურად სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაზე ან საყვარელი ადამიანების გლოვაზე უარის თქმა დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ,”- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, პოლიტიკამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ ქვეყანაში შეაფერხა. „სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაყოფას ეროვნულ დონეზე; სადაც ადგილი ჰქონდა აშკარა უპატივცემულობას მეცნიერების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ,…

მეტი...