ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 480 ადამიანს. აქედან „კოვიდ 19“ დაუდასტურდა 172 ადამიანს. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 141 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 27 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 739 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 462, გარდაიცვალა 35 პაციენტი.

მეტი...

ბაღდათის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. უწყების ცნობით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

“წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს” – კახა კალაძე

“წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაატაროს. „საერთო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თანაბარ პირობებში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და ეს ასეც ხდება. ყველა პოლიტიკური პარტია თავის შესაძლებლობების ფარგლებში, თავისი შეხედულებების ფარგლებში ატარებს შეხვედრებს, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. სამწუხაროა, ის ცალკეული შემთხვევები, რაც გვქონდა დაპირისპირებების სახით. იყო ჟურნალისტზე თავდასხმის მომენტები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ…

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე. „ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი ქართველი მოღვაწეობს და საქართველოს საუკეთესო სახით წარმოადგენს. თქვენი დამსახურება დიდია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რადგან  საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, თანადგომა ემიგრაციაში მყოფი ქართველების…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 49,959 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 671 ადამიანი. ვირუსისგან 41,279 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. “ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახეს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე და სიმდიდრეზე” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრები გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან. საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. „მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე. საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისადმი თანადგომა, ეკონომიკური დახმარება, რომელსაც …

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900-მდე მოქალაქემ გამოთქვა” – ცესკო

საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900 მდე მოქალაქემ გამოთქვა. ცესკო-ს ინფორმაციით სატელფონო ზარების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლი ვერ აკმაყოფილდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის გაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთხელ აფრთხილებს იზოლაციაში მყოფებს, რომ 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მიმართონს ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრს და დროულად მოითხოვონ გადასატანი ყუთით მომსახურება. „ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე…

მეტი...

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

Სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს პირი, რომელიც დღეს გამთენიისას, ბათუმში ხიმშიაშვილების სახლში, სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიჭრა და ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. Შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ დაკავების ფაქტს, თუმცა ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. Ხიმშიაშვილების ოჯახს გამთენიისას სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი სახლში ფანჯრიდან შევიდა და სახლში მყოფ შუა ხნის კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნის და გამოძიების მსვლელობის შესაბამისად, შესაძლოა საქმე ყაჩაღობის ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს.

მეტი...

კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო დროებით მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას თურქეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ.

მეტი...

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო…

მეტი...

„უგუნურმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო შეუწყვეს ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას” – თორნიკე რიჟვაძე

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიისას რეგულაციების დაცვას. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით კი, კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო მავნებლებს, ეკისრებათ. „უგუნურმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო შეუწყვეს ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას, მათ შორის, თავად იყვნენ ამ ინფექციის გამავრცელებლები. ამან გამოიწვია შემთხვევევების სწრაფი ზრდა. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალისთვის ადამიანს სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს, როგორც ეს იყო მათი ხელისუფლების დროს“, –…

მეტი...

ვახტანგ გომელაური და ვლადიმერ ბორცვაძე ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. მათთან ერთადაა ცენტრალური კრიმინაკური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძეც. სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე, მაღალჩინოსნებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა. გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები. გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, ქრ. გასტრიტი, კონვერსიული აშლილობაასევე, რესპუბლიკური საავდმყოფოში გარდაიცვალა 66 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 20 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს.დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, დიალეზ დამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი. მესამე პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 72 წლის აქლი, კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, – ნათქვამია…

მეტი...

კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში, 551 კი აჭარაში დაფიქსირდა

“დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის – 788, აჭარაში – 551, იმერეთში – 245, ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ-სასტუმროში – 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

თაღლითობა „კოვიდ 19“-ის გამოყენებით – მიმართეთ შსს-ს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს ურეკავენ და „კოვიდ 19“-ის საპრევენციო პრეპარატს სთავაზობენ, რაც ტყუილია.    „ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის. გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას. გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ვკითხულობთ.

მეტი...