„სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოკლე ჩართვა მოხდა. „ამ დროისთვის ხანძარი არაა. ხდება ვითარების გადამოწმება უსაფრთხოების მიზნით. პრევენციის მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მეტი...

„ჩვენ ამ პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება. „ჩვენ ამ პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ჯანმოს დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული ვითარება ცრუ განგაში არაა და რომ ზოგიერთი ქვეყანა სახიფათო გზას ადგას. მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი სიკვდილიანობა, აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების ჩამოშლა და სკოლების კვლავ დახურვა“, – დასძინა მან.

მეტი...

“დამნაშავის დაკავებით ჟურნალისტებზე და ოპოზიციაზე მეტად მთავრობაა დაინტერესებული” – მაია ცქიტიშვილი

“ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე მეტად, სამართალდამცველები და მთავრობა არიან დაინტერესებული, რომ დამნაშავის დაკავება მოხდეს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მძიმე სანახავი იყო როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა. „ძალიან მძიმე სანახავი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა. ჩვენი სამართალდამცავების პირველი რიგის ამოცანა იყო ის, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულიყო მსხვერპლის გარეშე. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ამ ნაწილშიც ჩვენ ვიხილეთ პოლიციელების ძალიან ღირსეული ქმედებები და ვნახეთ, რომ კონფლიქტის ამ ძალიან რთული ვითარების განმუხტვის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 144 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 495 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან „კოვიდ-19“ 144 ადამიანს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 123 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 27 მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 450 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 294 გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. სოხუმში მობილურ ჰოსპიტალში კოვიდდადასტურებული 28 პაციენტი რჩება, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. „კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის – დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება. მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის…

მეტი...

მცხეთის სალობიეს  ახალი სიმბოლო  აქვს – ლობიოს ხეივანი

მცხეთაში ერთ-ერთი  ისტორიულ და ყველასთვის საყვარელ ადგილს – სალობიეს ახალი სიმბოლო აქვს. ლობიოს ხეივანი წელს გაშენდა და წელს პირველი ნაყოფიც მოისხა. როგორც სალობიეს ადმინისტრაციაში გვითხრეს, ფიქრობდნენ, საჭაშნიკეს დასახელებიდან გამომდინარე, რაღაც სიმბოლოს გაკეთებას, თუმცა, რეალურმა, ცოცხალმა და ნატურალურმა ლობიო ხეივნის იდეამ,  60 წელს მიღწეული სალობიეს ახალი ელფერი მისცა. სალობიეს ახალი სიმბოლო – ქართული ლობიოს ჯიში წელს პირველად აყვავდა, მოსავალიც მოისხა.    რაც შეეხება სალობიეს დაარსების ისტორიას, შემდეგია: 1967 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დელეგაცია ესტუმრა და მაშინდელმა საბჭოთა მთავრობის წევრებმა სტუმრები მცხეთაში გაასეირნეს, ლეგენდაც დაიბადა. სტუმრებს აბრაზე…

მეტი...

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგოც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი. საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100…

მეტი...

„ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით“ – ენზელ მკოიანი

საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხარეს არასდროს ყოფილა და ყოველთვის ხალხის სამსახურში იყო. დეპუტატი ერთ-ერთი სოფლის მოასფალტებაზე საუბრობს რომელიც სწორედ მისი აქტიურობის შედეგია.    „მთელი ჩემი სადეპუტატო საქმიანობის პერიოდში არასდროს ვყოფილვარ ოპოზიციის მხარდამჭერი. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით. დღესაც ვარ მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან და ამავდროულად დამოუკიდებელი კანდიდატი. მთელი ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ვიყავი დამაკავშირებელი რგოლი ხალხსა და მმართველ ხელისუფლებას შორის. ჩემი მოსახლეობის მოთხოვნით ყოველთვის წარმოვადგენდი ცენტრალურ ხელისუფლებას, ვშუამავლობდი უამრავ პროექტებზე, ერთ-ერთი დღეს განახორციელეს ჩვენს მუნიციპალიტეტებში. ეს არის პატარა…

მეტი...

“აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის 13 სოფელი გაათავისუფლა” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყაბარაღის ხოჯავენდის, ჯაბრაილის, ზანგილანის და გუბადლის რაიონებში 13 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა. ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავენდის რაიონში ორი, ჯაბრაილის რაიონში ხუთი, ზანგილანის რაიონში ორი, ხოლო გუბადლის რაიონში ოთხი სოფელი გაათავისუფლა.

მეტი...

მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო

სარაჯიშვილის გამზირზე მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე 2004-2006 წლების გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით,  ის ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი, არსებული ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა, დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, საქართველოს სტრასბურგში საქმე 2017 წელს მოუგეს და სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს, არსებული ინფორმაციით, ფიგურირებდა 2006 წლის ციხის ბუნტში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად.

მეტი...

გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა

გორში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულის, თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დანაშაულის ადგილი დაინახეს. დღესვე პირველად მივიდნენ სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ოჯახის წევრებიც.  გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ოჯახი ახალგაზრდის ცემის ბრალდებით დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ასევე, ცემაში მონაწილე სხვა პირების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვენ. „მოვითხოვ ბრალის დამძიმებას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მარტო ერთი ადამიანი ჩემს შვილს ამდენ დაზიანებას ვერ მიაყენებდა. ბავშვს თავის ქალის ნახევარი აღარ ჰქონდა. სხვა დამნაშავეები იმალებიან და ერთ კაცს ააღებინეს თავის თავზე. რაც არ უნდა მოხდეს, სამართალს მაინც ვიპოვით“, –  განაცხადა გარდაცვლილის…

მეტი...

“გაყალბებების პერიოდი წარსულს ჩავაბარეთ” – გიორგი კახიანი

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომელიც კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემასთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებას მოჰყვა, მმართველ პარტიაში სპეკულაციას უწოდებენ. გიორგი კახიანის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდება, რომ ამ მექანიზმს ხელისუფლება გაყალბებისთვის გამოიყენებს. “გაყალბებების პერიოდი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლის შემდეგ არაერთ არჩევნები გვქონდა და არჩევნებს ყოველთვის ჰქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო დამკვირივებლების მხრიდან,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მეტი...

თავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. „მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების – შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და…

მეტი...

“თურქეთი რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით ისევე დაინტერესებულია, როგორც რუსეთი” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისეთივე უფლება აქვს ჩაერთოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესებში, როგორც რუსეთს. „თურქეთი რეგიონში კონფლიქტის მოგვარებით და მშვიდობით რუსეთზე არანაკლებ არის დაინტერესებული“, – აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი კონფლიქტში რუსეთის ჩართვას უჭერს მხარს, შესაბამისად აზერბაიჯანი თურქეთის ჩართვას ემხრობა. „მოლაპარაკებების მაგიდაზე მოსკოვიც და ანკარაც უნდა იყოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს კონფლიქტში თურქეთის ჩართვასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

მეტი...

ავჭალაში მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, ვალერიან ნემსიწვერიძეა

ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ ვალერიან ნემსიწვერიძეა, წარსულში ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტი. როგორც ცნობილი გახდა, ის 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოში მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებაში ცნო. ნემსიწვერიძეს კი მკვლელობის დაგეგმა ბრალდებოდა. გარდა ამისა, ნემსიწვერიძეს ბრალი ედებოდა ბანკის აქტივების მითვისებაშიც. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს. მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.

მეტი...

“ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს “რემდესივირი” გამოვიყენოთ” – ეკატირენე ტიკარაძე

მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება გამოვიყენოთ “რემდესივირი”.შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ “რემდესივირი”, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ “რემდესივირს”, როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

ავჭალაში, მკველობის ადგულზე სამართალდამცავები მუშაობენ

მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს, არსებული ინფორმაციით, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი. თვითმხილველები ყვებიან, რომ რამდენიმე გასროლის ხმა იყო. შემთხვევა ავჭალის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც თეთრის ფერის ავტომობილში მოკლეს, თავად შეირაღებული იყო. პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. უცნობია მოხდა თუ არა ეჭვმიტანილის იდენთიფირება. ამ დრომდე რჩებიან შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები.

მეტი...

“ჩვენი მიზანია, სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, დანარჩენები კი იმართოს ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჰქონდეთ ინფორმაცია, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი, რადგან ეს სიმპტომების გამოვლენისას სწრაფად მოქმედებაში დაეხმარებათ. ამირან გამყრელიძე აქვე განმარტავს, რომ კორონავირუსის დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, ამიტომ აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. “ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, ხოლო დანარჩენები იმართოს ამბულატორიულ პირობებში, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში. ხშირად ვიმეორებთ, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა ასეთი სლოგანი მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეს, უნდა იცოდეს ვინ…

მეტი...

“ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე მეტად სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ თავდამსხმელის დაკავება და მყისიერი რეაგირება მოხდეს” – მაია ცქიტიშვილი

ბუნებრივია, ასეთი ტიპის დანაშაულებზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით, პირველი რიგის ამოცანა მძევლების უსაფრთხოება იყო, რაც წარმატებით შესრულდა და ახლა ოპერაციის მეორე ეტაპი გრძელდება, რომელიც დამნაშავის დაკავებით დასრულდება. „რაც შეეხება ზუგდიდს, რა თქმა უნდა, მძიმე სანახავი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამართალდამცავების პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, მძევლების მსხვერპლის გარეშე გათავისუფლება იყო და ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ამ…

მეტი...

ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, ე.წ. ახალ გზაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ამასთან, თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც შსს-მ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ უჩაშონაში იპოვა. შსს-ს წარმომადგენლების მიერ მანქანა უკვე გადაყვანილია სპეციალურ სადგომზე. ბენზინგასამართ სადგურზე დილიდან მუშაობდნენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, აქტიური პაციენტების მხოლოდ 24% არის მოთავსებული ჰოსპიტალში, დანარჩენი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები კი მკურნალობას ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან. ამასთანავე, მისი თქმით, გარდაცვალებულთა უმეტესი ნაწილი 65 წელს ზემოთ ასაკისაა. „აქტიური პაციენტებიდან, დაახლოებით, 24% გუშინდელი მონაცემებით, არის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები არიან მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. კოვიდსასტუმროებში, სადღაც 1400-მდე პაციენტია, თუ არ ვცდები. გარდაცვლილი პაციენტები ძირითადად არიან 65 წელს ზემოთ,“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალია ინფიცირებული, თუმცა ყველა მათგანის დაავადების…

მეტი...

“მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“ – ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“. „ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, – წერს მელია. მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

მეტი...

„ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით, ფულის გაყოფის დროს“ – მწვრთნელი

„ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით, ფულის გაყოფის დროს“ – მწვრთნელი მკლავჭიდელები ფედერაციაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის სამინისტროს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მკვეთრი ზომები უნდა მიიღონ.  როგორც ფედერაციის პარანაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ დაუთაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, გამოსავალი ერთია – ჯაჭვლიანი წავიდეს და გამგეობა გაფართოვდეს.    „საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წესდება მოუწესრიგებელია.  ფედერაციის წესდება კონსტიტუციასთან შესაბამისი უნდა იყოს. უნდა გაფართოვდეს გამგეობა და გამგეობაში უნდა იყვნენ მკლავჭიდელები და არა ვიღაც „ტაქსისტები“ და ჯაჭვლიანები. ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით და ისიც ფულის გაყოფს დროს. სხვა დროს ის ჩვენ არ გვინახავს.…

მეტი...

“გადავედით წითელ ზონაში, ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ინფიცირების ბოლო ორი კვირის მონაცემებით უკვე წითელ ზონაშია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “თუ საერთოდ გადავთვლით, მთლიანად ეპიდემიის პერიოდში, 26 თებერვლიდან მოყოლებული სექტემბრამდე მილიონ მოსახლეზე მაჩვენებელი კარგი გვაქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ჯერჯერობით. მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, გვაქვს უკვე 26, ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ. მაგრამ მეორე კუმულატიური  მაჩვენებელი რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის იქაც ავცილდით 300-ს , მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში. ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც…

მეტი...

“საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება იწყება, სადაც პასუხი 20 წუთში იქნება ცნობილი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება.  “დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება მოხდება პროტოკოლით. მსოფლიოში სულ 2 ისეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია ამ 2-დან 1 კი ჩვენს ქვეყანას აქვს. ამ ტესტების მარაგი ამ ეტაპზე 150 ათასამდეა, კიდევ ნახევარი მილიონი კი შეკვეთილია. ამ ტესტის გაკეთების შემდეგ, პასუხი 20 წუთში იქნება,”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მეტი...

„ბიჭები ჯაჭვლიანს თანხის ნახევარს აძლევდნენ –  საჭიროა ვადამდელი არჩევნები“ – ვეტერანი სპორტსმენები “მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ბევრი პრობლემები არსებობდა და ეს პრობლემები არსებობდა ბატონი სოსოს არაკომპეტენტურობით, ამ ყველაფერმა მიაღწია კულმინაციამდე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა სპორტსმენმა დავით ჭელიძემ განაცხადა. ჭელიძე თანადგომას უცხადებს სპორტსმენებს და თვლის, რომ ფედერაციაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, მისივე თქმით მკლავჭიდელები ჯაჭვლიანს პრემიებს უყოფდნენ: „გამოსავლად მესახება დიალოგი და ცივილური და იურიდიული ფორმა, მოსაწვევია გამგეობის გაფართოებული სხდომა, უნდა მოვიდნენ სპორტის სამინსიტროს წარმომადგენლები და ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს საკითხი. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ჯაჭვლიანი დარჩეს გამგეობის წევრად, ამ სიტუაციის პირადულში გადაყვანა და ამაზე სასწაულების მოყოლა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს კაცი…

მეტი...

„ფედერაცია იქნება პარალიზებული, სანამ ჯაჭვლიანი არ გადადგება“ – მკლავჭიდელები „მედიაცენტრ მთავარში“

„ჯერ ჯაჭვლიანი, ხომ გათვითცნობიერებულია მკლავჭიდში და მოიყვანა თავისზე უარესი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გენადი კვიკვენიამ განაცხადა. მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ფედერაციაში სიტუაციას მხოლოდ ჯაჭვლიანის გადადგომა დაალაგებს. კვიკვენია ამბობს, რომ ჯაჭვლიანმა მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „თანხა აღარ გაუყვეს:“ „ჩვენ ვართ სპორტსმენები, ოჯახში გაზრდილი ხალხი, არავის არ ვერჩით და არც სოსო ჯაჭვლიანს არ ვერჩით, უბრალოდ არ შევეგუებით მის ფედერაციის პრეზიდენტობას, პიროვნული არაფერი არ გაგვაჩნია. ამ საკითხის  მოგვარება შეიძლება მხოლოდ ფედერაციის წევრების და გამგეობის წევრების გაზრდით, უნდა ჩატარდეს…

მეტი...

ცხელი ხაზის გადატვირთულობის პრობლემა მოხსნილია – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კორონავირუსისი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროცესში არსებული ხარვეზების სწორდება და მოხსნილია ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემაც. “ის პრობლემები, რაც იყო დაკავშირებული ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, მოხსნილია. პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე საზოგადოებას და შესაბამის დაწესებულებებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შესაბამისი რეკომენდაციების 90% შესრულებით შესაძლებელი ხდება ვირუსის გავრცელების 70%-ით შენელება.

მეტი...

კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 – თბილისში, 487 – აჭარაში, 356 – იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ასევე, საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდაა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 183 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს. სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესზე 8 მოწმე დაკითხეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის მკვლელობაში 5 ბრალდებულის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა რვა მოწმე. მათ შორის იყო დაკავებულების მეგობარი ნიკოლოზ ცერცვაძე და გამომძიებელი, რომელსაც ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენება მისცა.  ადვოკატების განცხადებით, მიცემულმა ჩვენებებმა დაადასტურა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს მტკიცებულებები განადგურების განზრახვა არ ჰქონიათ. საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. 

მეტი...

აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა. „პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ,” – აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტების სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს დაშვებული. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება…

მეტი...

მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ მინისტრთან გაიმართება. მაიკ პომპეოსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან მოლაპარაკებები 18:30-ზეა დაგეგმილი. შეხვედრების შემდეგ დიპლომატების მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება წინასწარ დაგეგმილი არ არის. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება. მოსკოვში მიღწეული ორი სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტი გრძელდება.

მეტი...

“ბარაკ ობამამ და თქვენ გადაეცით რუსეთს ყირიმი” – ტრამპი ბაიდენს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა გადასცეს რუსეთს ყირიმი, – ამის შესახებ ​დონალდ​ ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომელიც ქალაქ ნეშვილში დღეს გაიმართა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3,5 მილიონი დოლარი მიიღო. „ჯო ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო რუსეთისგან და ეს პუტინისგან წამოვიდა. ბაიდენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან. გავა დრო და ამ ფულის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მოგიწევთ. მე რუსეთისგან ფული არასდროს მიმიღია. რაც შეეხება არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას, როგორც მითხრეს, მათი მიზანია, რომ დავმარცხდე. რუსეთის მიმართ ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა. მე დავაწესე სანქციები. ნატო-სთან მიმართებით…

მეტი...